„რძალ-დედამთილიანი“ | Jolo.ge


„რძალ-დედამთილიანი“

„რძალ-დედამთილიანი“

ერთ ქალს საშინელი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან. ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ.

ერთხელ რძალი ერთ ჯადოქართან მივიდა და საწამლავი სთხოვა:

 ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცა, არ შემიძლია მეტი. დამეხმარეთ მის მოშორებაში. მე შემიძლია ძალიან დიდი თანხა გადაგიხადოთ.

 ბევრი ფიქრის შემდეგ ჯადოქარმა უთხრა:

 კარგი, დაგეხმარები, მაგრამ შენ უნდა გაითვალისწინო ორი რამ.

პირველი: არ შეიძლება მოწამლო დედამთილი უცებ, ასე შეიძლება მაშინვე შენზე მიიტანონ ეჭვი. ამიტომ მე მოგცემ ისეთ საწამლავს, რომელი ნელი მოქმედებისაა. ის დიდი ხნის განმავლობაში უნდა მიაწოდო მცირე დოზებით და თანდათანობით ისე მოკვდება, რომ ვერავინ ვერ მიხვდება რა მოხდა.

მეორე: იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვები, შენ უნდა დაიცხრო მრისხანება, მთელი ამ ხნის განმავლობაში უნდა მოიქცე როგორც მოსიყვარულე რძალი და მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, შენზე არავინ არ მიიტანს ეჭვს.

ქალი დათანხმდა ყველაფერზე. წაიღო საწამლავი და ისე მოიქცა, როგორც ჯადოქარმა დაარიგა. ის ყოველდღე, მცირე დოზით ამატებდა საწამლავს საკვებში. ამავე დროს მან ისწავლა საკუთარი თავის კონტროლი. არ ეკამათებოდა დედამთილს, უჯერებდა ყველაფერს და პატივისცემით ექცეოდა.

როცა დედამთილმა ნახა, თუ როგორ შეიცვალა მისი რძალი, იგრძნო თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდა ის, თვითონაც თანდათანობით შეცვალა დამოკიდებულება და ცოტახანში მთელი გულით შეიყვარა რძალი. ის ყველას უყვებოდა, რომ ჰყავდა ისეთი არაჩვეულებრივი რძალი, როგორზეც მხოლოდ შეიძლება იოცნებოს ადამიანმა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში რძალი და დედამთილი ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, როგორც ღვიძლი დედაშვილი.

და აი ერთხელაც მივიდა ქალი ისევ ჯადოქართან და შეეხვეწა:

ღვთის გულისთვის, გემუდარებით, დამეხმარეთ, რომ ვიხსნა ჩემი დედამთილი იმ საწამლავისგან, რომელსაც აქამდე ვაძლევდი. ის ჩემთვის ძალზე ახლობელი და ძვირფასი გახდა და არ მინდა რომ დავკარგო.

 ნუ ნერვიულობ, მე შენთვის შხამი არ მომიცია. რაც შენ საწამავლი გეგონა, სინამდვილეში უვნებელი მცენარეული ნაყენია. შხამი მხოლოდ შენს თავში იყო და შენ უკვე მოიშორე ის.

 

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო:http://mebonia.com/

ნანახია:(1224)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

7 რამ, რაც ბიჭის დედამ უნდა იცოდეს

როგორ აღზარდოს დედამ გოგონა, მან ასე თუ ისე იცის. მაგრამ ბიჭის შემთხვევაში როგორ მოიქცეს? გოგონები და ბიჭები რომ აბსოლუტურად განსხვავდებიან


„უსიყვარულოდ ჭიანჭველასავით წელში გაწყდებოდა ჩვენი ბებერი დედამიწა“ — კონსტანტინე გამსახურდია

„სადაც პიროვნული განცდა და გმირული გრძნობა არ არის, იქ სიტყვა ფუღუროა. ყველაფერი სისულელეა პიროვნული განცდის გარეშე.“   „ევროპაში დრო ისე


შეხვდით ვალენტინობასა და ლამპრობას სვანეთში

ულამაზესი დღეები სვანეთში თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად. გაატარეთ ულამაზესი 3 დღე მთის ულამაზეს კურორტზე. შეხვდით საყვარელ ადამიანთან ერთად ვალენტინობას და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<