რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ | Jolo.ge


რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

რჩევები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი და ტრენერი, რომელსაც ბევრი თავის წარმატებულ მომავალს უმადლის, დღეს ჩვენი სტუმარია

ნობერკოვის სისტემის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, მეცამეტე წელია სწორედ ნორბეკოვის სასწაულმოქმედი მეთოდით კურნავს ბევრს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მუზაშვილთან მისვლამდე მომავლის იმედი გადაწურული ჰქონდათ.
ეს ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდებით, ამჯერად კი ფსიქოლოგისგან საინტერესო რჩევები მათ, რომლებსაც სურვილი აქვთ წარმატებას მიაღწიონ

ხათუნა მუზაშვილი: „ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს წარმატებას მიაღწიოს და ჯერ არ მიუღწევია, აუცილებლად გააჩნია გარკვეული ეჭვი იმის, თუ რამდენად შეძლებს ის ამ წარმატების მიღწევას. მას საკუთარ თავში შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს ბევრი რამის გამო — სათანადო განათლების, გარეგნობის ან ფინანსების არქონის გამო, ასევე გარკვეული წარსულის გამოც, ანუ არასრულფასოვნების კომპლექსის დეტალებზე ვსაუბრობ…

როგორ გავთავისუფლდეთ ეჭვისგან
-პირველ რიგში ყველას ვურჩევ გადახედოს იმ ადამიანების ისტორიას, რომლებსაც გრანდიოზული წარმატებისთვის მიუღწევიათ. წარამატებაში ვგულისხმობ, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებას იწყებს ნულიდან და ტრიუმფალურ შედეგს აღწევს. წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიის გადახედვისას, აღმოაჩენთ რომ მათ 80%-ს არ ჰქონდა არც განათლება, არც ოჯახიშვილობა, არც გარკვეული ფინანსები, არ ჰყავდათ არც პიარმენეჯერები, არ იცოდნენ რა არის ბიზნესი და რა არის წარმატება, მაგრამ მათ ჰქონდათ დიდი სურვილი.

რწმენა და ერთგულების ფიცი
წარმატების მისაღწევად დიდ სურვილთან ერთად რწმენაა საჭირო. თუ წარმატებული ადამიანების 80%-მა ეს შეძლო, შეგიძლია შენც. ამის შემდეგ ერთგულების ფიცი უნდა დავუდოთ საკუთარ თავს. ადამიანი როდესაც წარმატებისკენ მიმავალ გზას ადგება იმ ოცნებებისა და მიზნების ერთგული უნდა იყოს, რომელიც დაისახა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ შუა გზაზე გადაიფიქრებს და საკუთარ თავს უღალატებს არაფერი გამოვა…წარმატება ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გრძელდებოდეს იქამდე სანამ არ მიხვალ მიზნამდე, დაუდეთთ საკუთარ თავს ერთგულების ფიცი.

რა გვინდა!
ასევე აუცილებელია აღმოვაჩინოთ რა გვინდა და გვინდა თუ არა მართლა. ყოფილა შემთხვევა უთქვამთ — „გავხდები წარმატებული ბიზნესის სფეროში“, ან „იმას ბევრი ფული აქვს და მეც მინდა“, მინდასთვის აუცილებელია იპოვოთ რაღაც ნიშა, ამ დროს არ შეუშინდეთ არც აბსურდულ იდეებს, რომელიც თქვენი აზრით საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, ის რაც აქამდე არ ყოფილა და თქვენ უნდა დანერგოთ, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი გზა.

ნუ შეგეშინდებათ სიახლის და სკანდალური მომენტების
მინდა მოვიყვანო კოკო შანელის მაგალითი, მაშინ როდესაც გარუჯვა პროვინციალიზმად ითვლებოდა, რადგან ირუჯებოდნენ მხოლოდ ისინი რომლებსაც უწევდათ ფიზიკური შრომა მინდორში, მან შემოიღო გარუჯვის მოდა, ის იყო პირველი ვინც გაირუჯა. რა თქმა უნდა თავდაპირველად ამან გამოიწვია გარკვეული აჟიოტაჟი საზოგადოებაში, სწორედ ამ აჟიოტაჟის არ უნდა შეგეშინდეთ, აჟიოტაჟი ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ხდებით ცნობილი, დღესდღეობით, როდესაც თუნდაც სოციალურ ქსელში, თქვენს ფეისბუქგვერდზე მოდის უამრავი შეთავაზება, ხელოვნური გარუჯვის თუ ზღვისპირა დასვენების, ყველა ეს ბიზნესი დგას იმაზე, რომ ერთხელ შანელმა გადაწყვიტა გარუჯულიყო. ნუ შეგეშინდებათ სიახლის და სკანდალური მომენტების.

მოქმედება აუცილებელია
აუცილებლად დაიწყეთ მოქმედება. მე მესმის, როდესაც თავიდან იწყებთ, რაღაც ისეთის კეთებას, რომელიც არასოდეს გაგიკეთებიათ, არ იცით საით წახვიდეთ, წინ, მარჯვნივ, მარცხნივ… ამას მნიშვნელობა არა აქვს, ნებისმიერი მიმართულებით დაიწყეთ მოქმედება და თქვენ გზადაგზა მიხვდებით თუ საით უნდა წახვიდეთ.
არ არსებობს ასეთი რეცეპტი, თქვენ სახლში ბრძანდებოდეთ, სავარძელში მოკალათებული და მოგივიდეთ აზრი თუ საით წახვიდეთ, უნდა გადადგეთ ნაბიჯები ნებისმიერი მიმართულებით და გამოჩნდება გზა.

თქვენი გაკვეთილი
თუ გზა დაგხვდებათ ჩახერგილი, გადაგიბრუნდებათ ურემი, ვიღაც გიღალატებთ, პირობას არ შეგისრულებთ, ან უცებ აღმოჩნდება რომ ადამიანები, რომლებიც თქვენს გვერდით იდგნენ, თქვენთან აღარ არიან, ნუ განრისხდებით, უბრალოდ გაიხსენეთ ფიცი, რომელიც საკუთარ თავს მიეცით და გააგრძელეთ გზა, არ გაჩერდეთ, იმიტომ რომ ეს არის ცხოვრება. ნებისმიერი ჩახერგილი გზა და გადაბრუნებული ურემი არის თქვენი გაკვეთილი.
როგორც კი თქვენ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე გული გეტკინათ, იმ წამსვე აიღეთ ფურცელი და კალამი და ჰკითხეთ საკუთარ თავს, რა მასწავლა ამ შემთხვევამ და ჩაიწერეთ ეს გაკვეთილი. ნებისმიერ წარუმატებლობას არქმევთ გაკვეთილს, წარუმატებლობა ფაქტობრივად არ არსებობს, თქვენ ხართ მოგებულ პოზიციაში, მაშინაც კი თუ ისე არ გამოგივიდათ როგორც გინდოდათ. აუცილებლად გაიღიმეთ და გაიხსენეთ ის ფიცი, რომელიც თქვენ საკუთარ თავს მიეცით.

ავტორი: დეა თავბერიძე

 

ნანახია:(1186)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

წარმატების რამდენიმე ფორმულა წარმატებული ბიზნესლედისგან

როგორ იქმნება წარმატებული ბიზნესი და რა არის საჭირო იმისთვის რომ ოცნება რეალობად აქციო. ამის შესახებ უამრავ რჩევას ამოიკითხავთ ინტერნეტში, მაგრამ


ოთხი შვილი და ლამაზი ქალის წარმატებული კარიერა

ის ხალხში გავრცელებულ ბევრ სტერეოტიპს ამსხვრევს. ერთ-ერთია „ლამაზ ქალს ჭკუა არ მოეკითხებაო“, ჭკუასაც იქეთ ეკითხებიან და მის რჩევებსაც ითვალისწინებენ… ანა


„ლამაზი თვალები და ფულიანი მამა სულაც არ არის საჭირო წარმატებისთვის“ — თეო ოთარაშვილი

„ლამაზი თვალები და ფულიანი მამა სულაც არ არის საჭირო იმისთვის რომ წარმატება მოიპოვო. მთავარი არის —  რას გეგმავ, რას ფიქრობ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*