10 რჩევა ადამიანისგან,რომელიც 16 ენას ფლობდა | Jolo.ge


10 რჩევა ადამიანისგან,რომელიც 16 ენას ფლობდა

10 რჩევა ადამიანისგან,რომელიც 16 ენას ფლობდა

კატო ლომბი (Kató Lomb) გახლავთ პროფესიონალი თარჯიმანი უნგრეთიდან, რომელიც  16 უცხო ენას ფლობდა. ამ ენათა უმრავლესობა მან შეისწავლა დამოუკიდებლად სახელმძღვანელოებისა და მხატვრული ლიტერატურის დახმარებით. მისი მიდგომა მდგომარეობს შემდეგ პრინციპში: გრამატიკის შესწავლა ორიგინალი ტექსტების კითხვის პარალელურად და ფრაზების დაზეპირება, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება საუბრისას.

წიგნში „როგორ ვსწავლობ უცხო ენებს“ მან ჩამოაყალიბა ენის შესწავლის 10 წესი:

 

1. იმეცადინეთ ყოველდღე. შედეგის მისაღწევად, ისევე როგორც სპორტდარბაზში, აქაც აუცილებელია ყოველდღე 10-15 წუთი მაინც დაუთმოთ ახალი სიტყვების შესწავლასა და გადამეორებას.

2.თუ გეზარებათ და გეკარგებათ სწავლის სურვილი, მოიგონეთ რაიმე გასართობი. მაგალითად, ვისწავლი 5 სიტყვას და მოვუსმენ ჩემს საყვარელ მუსიკას, გავისეირნებ გარეთ და ა.შ

3. არასდროს ისწავლოთ ცალკეული სიტყვა – ისწავლეთ ისინი კონტექსტში.

4. ამოიწერეთ სასურველი „მზა ფრაზები“ და საუბრის დროს გამოიყენეთ ისინი.

5. ეცადე გონებაში თარგმნო ყველაფერი რაც შესაძლებელია: უცაბედად შემჩნეული სარეკლამო აბრა, წარწერა აფიშაზე, ყურმოკლური საუბარი. ეს დასვენებაა, ძალიან გადაღლილი გონებისთვისაც კი.

6. მას შემდეგ, რაც გაიაზრებთ წესებს, დაიზეპირეთ ისინი.

7. ამოწერილი ფრაზები და იდიომები კარგად დაიმახსოვრეთ.

8. წაიკითხეთ წიგნები, გაზეთები, უყურეთ ფილმებს ამ ენაზე.

9. ნუ შეუშინდები საუბარს, ნუ შეგაშინებს დაშვებული შეცდომები, უბრალოდ ითხოვე რომ შეგისწირონ, და რაც მთავარია არ ინერვიულო და არ გაიბუტო, თუ შეცდომებზე რეალურად მიგითითებენ.

10. იყავი დარწმუნებული, რომ აუცილებლად მიაღწევ მიზანს, რომ შენ გაქვს შეუდრეკელი ნებისყოფა და უცხო ენების შესწავლის არაჩვეულებრივი ნიჭი.

86 წლის კატო ლომბი შეხვდა თავის 54 წლის მეგობარს და წარმოთქვა შემდეგი ფრაზა: სტივ, თქვენ ისეთი ახალგაზრდა ხართ! იმდენი წელი გაქვთ წინ, რამდენი ენის შესწავლა შეგიძლიათ! 

ნანახია:(5202)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბავშვისთვის რომ ზაფხული მრავალფეროვანი იყოს…

ყველა მშობელს სურს მისი შვილი წარმატებული და აქტიური იყოს, ამიტომ ხშირად ისინი ზაფხულის არდადეგებს მათ თავად უგეგმავენ. ზოგჯერ დედები ბავშვებს


45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ქალისგან

ამერიკელი ქალბატონის, რეჯინა ბრეტის ძალიან ცნობილი პოსტი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. „45 წლის რომ გავხდი, შევადგინე ცხოვრების მიერ ჩემთვის


დეტალები წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობისთვის

წყვილისთვის ჯანსაღი ურთიერთობა სიყვარულის შენარჩუნების მთავარი პირობაა. ალბათ ყველა წყვილი ცდილობს მიაღწიოს ჰარმონიას, თუმცა ამას ყველა სწორად ვერ აკეთებს. არსებობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*