რატომაა ასე ძნელი რომ გიხაროდეს? — ოშო | Jolo.ge


რატომაა ასე ძნელი რომ გიხაროდეს? — ოშო

რატომაა ასე ძნელი რომ გიხაროდეს? — ოშო

ძნელია გიხაროდეს, რადგანაც ამისთვის საჭიროა გაქრე. სიხარული შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ შენ არ ხარ. შენ და სიხარული შეუთავსებელი ხართ: როცა სიხარულია, შენ არ ხარ; როცა შენ ხარ, სიხარული არაა. ეს ისევეა, როგორც სინათლე და სიბნელე: მათ არ შეუძლიათ ერთდროულად თანაარსებობა.

სიხარული ძნელია, სიხარული არაა ადვილი, — რადგანაც ძნელია სიკვდილი, სიკვდილი არაა ადვილი. მხოლოდ მათ, ვინც ყოველ მომენტში კვდება, შეუძლიათ სიხარული. რაც უფრო მეტად შეგიძლია მოკვდე, მით უფრო ღრმაა შენი სიხარული, მით უფრო დიდია მისი ალი და მშვენიერია მისი ყვავილობა.

სიხარული ძნელი კიდევ იმიტომაა, რომ ძალიან ბევრი ჩადე უბედურად ყოფნისთვის. სანამ ამას არ გააცნობიერებ, შენ შეეცდები გახარებას, მაგრამ ვერასოდეს შეძლებ. უნდა გადააგდო უბედურად ყოფნის ჩვევა. ბავშვობიდან ყველა ეჩვევა იმას, რომ უბედურად ყოფნა მომგებიანია. თუ უბედური ხართ, მშობლები მეტ ყურადღებას ავლენენ. თუ ავად ხართ, მშობლები მეტად ზრუნავენ თქვენზე. თუ ბედნიერი და ჯანმრთელი ხართ, არავინ გაქცევთ ყურადღებას. ყურადღება კი საკვებია ეგოსთვის, ეგოს არ შეუძლია ყურადღების გარეშე , ეს მისი სუნთქვაა. ისევე, როგორც სხეულს სჭირდება ჟანგბადი, ეგოს სჭირდება ყურადღება.

როცა ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ, მშობლები არანაირ ყურადღებას არ გაქცევენ, ამაში არაა აუცილებლობა. მაგრამ როდესაც ავად ხართ და უბედური , როცა ტირით და ოხრავთ, მთელი ოჯახი იწყებს თქვენზე ზრუნვას, თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ყველა ტოვებს თავის საქმეს: დედა სამზარეულოდან მორბის, მამა გვერდზე დებს გაზეთს და მთელი ყურადღება თქვენზე ფოკუსირდება. ეს უზარმაზარ დაკმაყოფილებას იძლევა ეგოსთვის, და თანდათანობით იწყებთ ამის გამუდმებულად გამოყენებას: გახდი უბედური და ყველა მოგაქცევს ყურადღებას, გახდი უბედური და ყველა შეგიბრალებს. როცა გახარებული ხართ, არავის ეცოდებით. სწორედ ამიტომ სცემენ ასეთ დიდ პატივს ასკეტებს. როცა ვინმე მარხულობს, ადამიანები ამბობენ: „რა დიადი წმინდანია!“ მას უბრალოდ მოსწონს უბედურად ყოფნა. დატკბით საკვებით და არავის შეეცოდებით; იმარხულეთ, და ყველა შეგიბრალებთ.

თუ შეგიყვარდებათ, ვინ შეგიცოდებთ? არავინ, პირიქით, ყველას შეშურდება თქვენი. თქვენ მეტოქე იქნებით. მათ თავად სურთ ეს ქალი. თქვენ მტერი ხართ. უარი თქვით სექსზე, დადეთ უბიწოების აღთქმა, წადით გამოქვაბულში, და მაშინ ადამიანები ყველაზე შრეული ადგილებიდან ჩამოვლენ, რომ პატივი მოგაგონ — „რა დიადი ასკეტია!“ — არადა თქვენ მხოლოდ თამაშობთ უბედურებას… მაგრამ უბედურება ფასდება. თუ უბედური ხართ, შეგიძლიათ მაჰატმა გახდეთ.

ასეთია კაცობრიობის მთელი ისტორია: უბედურება ყოველთვის ფასდებოდა, თქვენ ყოველთვის აფასებდით უბედურ ადამიანებს, ხოლო თუ უბედურება ნებაყოფლობითია, თუ თავად აიძულეთ საკუთარ თავს, რომ უბედური ყოფილიყავით, მაშინ კიდევ უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებთ. მაჰატმა განდის მთელ სამყაროში პატივსე სწორედ იმიტომ სცემენ, რომ ის ნებაყოფლობითი ტანჯული იყო, ის აიძულებდა საკუთარ თავს, რომ უბედური ყოფილიყო. როგორ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოთ მას? ის რომ დამტკბარიყო და ნორმალურად ეცხოვრა სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებით, თქვენ მისი შეგშურდებოდათ, თქვენი მისი მოწინააღმდეგე იქნებოდით.

წყარო: Magma

სრული წიგნი:
http://magma.ge/library/118-ოშო-საიდუმლოთა-საიდუმლო…

ნანახია:(192)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

3 ემოცია, რომელსაც ბიზნესმენები განიცდიან…

ბიზნესი, ანუ საკუთარი საქმის კეთება სერიოზულ ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.


„კონცენტრირებული, მიმართული აზრები — აი რა არის რეალობის საშენი მასალა“

საოცარი ძალა აქვს აზრებს. ნებისმიერი ნივთი, საგანი იბადება ორჯერ — ჯერ გონებაში „აზრი მომივიდას“ სახით და მეორე „უნდა განვახორციელოს“ სახით


ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს

დაპირებისამებრ, გთავაზობთ თემას სერიიდან  –  „რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი, ქალის უზრუნველყოფაზე“. რამდენად ძნელად აღასქმელად არ უნდა ჟღერდეს: ყველაფერში ვართ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*