რატომ ვუკეთებთ აფიშირებას ურთიერთობას სოციალურ ქსელებში?.. | Jolo.ge


რატომ ვუკეთებთ აფიშირებას ურთიერთობას სოციალურ ქსელებში?..

რატომ ვუკეთებთ აფიშირებას ურთიერთობას სოციალურ ქსელებში?..

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც სოციალურ ქსელებს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანების ცხოვრებაზე. საჯაროა ყველაფერი, ვნახულობთ მეგობრების თუ არამეგობრების ფოტოებს, ვიწონებთ მათ, ვაკეთებთ კომენტარებს, ვანთავსებთ საკუთარ ემოციებს, ზოგჯერ იმასაც კი სად მივდივართ, საიდან მოვდივართ, რას ვჭამთ, რას ვიცვამთ და როდის ვიძინებთ. ეს ყველაფერი უკვე თითქოს ჩვევაში გადადის, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ ყოფილა. ფსიქოლოგები დიდი ხანია აკვირდებიან სოციალური ქსელების მომხმარებელთა კატეგორიებს და გარკვეულ დასკვნებს დებენ. ამჯერად მათი ყურადღების ცენტრში ის წყვილები მოექცნენ, რომლებსაც ურთიერთობა საჯაროდ გამოაქვთ.

 

როგორც ფსიქოლოგები ირწმუნებიან სინამდვილეში სწორედ ასეთ წყვილებს აქვთ გარკვეული პრობლემები, რადგან:

 

როდესაც წყვილი ბედნიერია საკუთარი ურთიერთობით ისინი ცხოვრობენ აწმყოთი და საერთოდ ვერ ხედავენ თავიანთი ურთიერთობის აფიშირების საჭიროებას;

 

წყვილი, რომელიც ოჯახში არსებულ ნებისმიერი ტიპის უსიამოვნებას საჯაროდ გამოჰფენს წყვილი არ არის. რადგან ოჯახში ყველაფერი წყნარად უნდა მოგვარდეს;

 

ბედნიერებაა, როდესაც თავს ბედნიერად გრძნობ საყვარელ ადამიანთან ერთად და არა ის, რომ ამის დასტურად სოციალურ ქსელში ფოტოს ან „სტატუსს“ აქვეყნებ;

 

არავის არაფერი აქვს დასამტკიცებელი. ოჯახი მხოლოდ ქორწინების სტატუსი არ არის, ეს პირველ რიგში ურთიერთგაგებაა. თქვენ არ გჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცოთ, რომ კარგი წყვილი ხართ, თუ ეს ნამდვილად ასეა ისედაც ყველასთვის ნათელი იქნება.

 

და ყველაზე მთავარი, მეცნიერების აზრით, ადამიანები, რომლებიც სრულიად ასოციალურები არიან გაცილებთ უკეთ არიან ურთიერთობის მხრივ, რადგან ამითვის დროც მეტი რჩებათ.

 

ნანახია:(12160)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს იქნება კარცერ-ლუქსი…

როგორ მოვაწყობდი? — ამბობს რესპონდენტი, ცოცხლდება, — როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. „რაო? — ყურს არ უჯერებს ხელმძღვანელი, —


რამდენიმე სასარგებლო რჩევა ქალბატონებს

ერიდეთ მამაკაცთან ურთიერთობას, თუ… — გეუბნებათ, რომ მის პირველ სიყვარულს აგონებთ. მას ან სძულს, ან ჯერ კიდევ ახსოვს ის: ორივე


როგორ ამოვიცნოთ ემოციური აშლილობა…

ნერვიულობა სხვადასხვა საკითხზე ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ზოგი მეტად ემოციურია, ზოგი — ნაკლებად და ამაში უჩვეულო არაფერია, თუმცა თუ ადამიანი ზედმეტად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*