რატომ ვართ ყელამდე კრედიტებსა და ვალებში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ საპყრობილიდან? | Jolo.ge


რატომ ვართ ყელამდე კრედიტებსა და ვალებში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ საპყრობილიდან?

რატომ ვართ ყელამდე კრედიტებსა და ვალებში და როგორ გავთავისუფლდეთ ამ საპყრობილიდან?

კრედიტ-აზროვნება

დღეს გავარჩევთ კრედიტების თემას. საიდან მოდის ვალი, რა ფარული ფაქტორები არსებობს და როგორ გავთავისუფლდეთ სამუდამოდ ამ დილემისგან?

მუდმივად კრედიტით ცხოვრება — ეს აზროვნების პროდუქტია, რომელიც ჩვევად იქცა.

მერე მივალ ექიმთან.

შემდეგი თვიდან დავიწყებ დიეტას.

მომავალ წელს აუცილებლად წავალ სამოგზაუროდ.

ანუ, „ახლა ვიყიდი, მერე გადავიხდი“.

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვალები და კრედიტები — ნორმალური და ბუნებრივი მოვლენაა; რომ ეს თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „კრედიტი იმისთვისაა, რომ აიღო და ისარგებლო“ — გეტყვის მავანი.

 

პირდაპირ ხახაში

კრედიტი შთამომავლობით

დაფიქრდით…

ყველაფერი რომ წესრიგში გქონდეთ, კრედიტს აიღებდით?

დაიმცირებდით თავს ბანკირებთან იმის მტკიცებაში, რომ დროულად შეძლებთ ვალის დაბრუნებას?

ჩაიგდებდით თავს უხერხულ მდგომარეობაში, სხვებთან ფულზე რეკვისა და კარდაკარ სიარულის გამო?

გააქირავებდით საკუთარ თავს, დროსა და კომპეტენციას არა საყვარელ სამსახურში, აუტანელ და უსამართლო უფროსთან?

ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანი არ აიღებს სამომხმარებლო კრედიტს. კრედიტი — საერთოდ არ წარმოადგენს თანამედროვე ცხოვრების ნორმას და აუცილებელ შემადგენელს.

როგორ მოგწონთ იდეა, ანდერძად დაუტოვოთ შთამომავალს… კრედიტი?

მოგწონთ? რას იტყოდა ამაზე თქვენი შვილი?

მერწმუნეთ, „მადლობა, დედიკო!“ ან „შენ საუკეთესო მამა ხარ!“-ს ნამდვილად არ გეტყოდათ.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ შთამომავლობით არ გადავა შვილებთან თქვენი კრედიტები, ეგ კრედიტ-აზროვნება, როგორც საშიში ინფექციური დაავადება, აუცილებლად მოხვდება მათ ტვინში.

 

სამწუხაროდ ასეა!

კრედიტ-აზროვნება

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა კრედიტში ცხოვრობს. რატომ? იმიტომ, რომ კრედიტ-აზროვნება მათთვის ნორმად იქცა.

კრედიტ აზროვნება — ეს არის:

არ შეგეძლოს აღიარო, რომ რაღაც არ გაქვს;

რომ არ შეგიძლია თავს მისცე იმის ყიდვის უფლება, რაც ძალიან გინდა;

რომ არ გყოფნის ფული;

რომ რაღაც არ გექნება.

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ ფიქრობს, ისინი უბრალოდ რეაგირებენ.

 

— წამო გავერთოთ…

ეს არის სუსტი ადამიანის ქცევითი მოდელი. არ შეგიძლია მიაღწიო, გამოიმუშაო — და თანხმდები მონობაზე.

ნარკომანებიც ანალოგიურად იქცევიან. არ შეუძლიათ, უარი თქვან დროებით სიამოვნებაზე, თუმცა ხვდებიან, რომ თავს იღუპავენ.

როდესაც ვიღებთ კრედიტს, ვემსგავსებით ნარკომანს. ჩვენ ვკარგავთ უნარს — უარი ვთქვათ წამიერ სიამოვნებაზე და ვთანხმდებით მონობაზე. რამდენი ხანი გრძელდება ახალი სიამოვნება? ერთი დღე? ერთი კვირა? შემდეგ “კაიფი” გადის, კრედიტი კი რჩება.

 

სამწუხაროდ ასეა!

სხვისი ვალები

თუ თავად არ გაქვთ კრედიტი, შესაძლოა კრედიტ-აზროვნების დამსახურებით, სხვის ვალში აღმოჩნდეთ.

მეგობარს ასესხეთ ფული, ის კი დაიკარგა. არ რეკავს, არ პასუხობს ზარებს, გაგირბით. აღარც ფული, აღარც მეგობრობა.

ნათესავები მუდმივად კისერზე გასხედან. გთხოვენ ფულის სესხებას, გპირდებიან, რომ გაგისტუმრებენ, მაგრამ შემდეგ წარმატებით ივიწყებენ ამის შესახებ. თქვენ კი გერიდებათ შეხსენება და საკუთარი ფულის მოთხოვნა. უხერხულია, ბოლოს და ბოლოს ნათესავები არიან.

თქვენ აიღეთ კრედიტი „ვიღაცისთვის“, მაგრამ საკუთარ თავზე გააფორმეთ. შემდეგ ურთიერთობა გაგიფუჭდათ, ეს ადამიანი როგორღაც გაქრა თქვენი ცხოვრებიდან, კრედიტი კი დარჩა და ახლა ის თქვენი გადასახდელია.

 

ექსპერტები გვირჩევენ 

არაფინანსური ვალები

ფიქრობთ, კრედიტების არ ქონა თავისუფლებას ნიშნავს?

ფინანსური ვალები — მხოლოდ ზედაპირული პრობლემაა [რომელიც საკმაოდ სწრაფად და მარტივად იჭრება]. საკრედიტო ქცევითი მოდელი გაცილებით ღრმადაა ჩამჯდარი თქვენს არაცნობიერში, ვიდრე გგონიათ, რაც არა მხოლოდ ფულთან ურთიერთობაში ვლინდება.

 

სამწუხაროდ ასეა!

თავად დაფიქრდით:

გვიანობამდე გიყვართ ინტერნეტში ხეტიალი? საკუთარ თავს უცხადებთ: „ცოტა ხანიც ვიქნები და დილას გამოვიძინებ“. დილას იღვიძებთ ენერგიისგან დაცლილი, უხასიათო… ეს — „სხეულის ვალია“.

მუდმივად სახვალიოდ დებთ საქმეებსა და სურვილებს? დიდი ხანია, რაღაც გინდათ, მაგრამ ვერა და ვერ დაადგით საშველი. დრო არ გაქვთ. ხელსაყრელი მომენტი არ შეიქმნა… ეს — „სურვილის ვალია“.

მეგობრებს და ნათესავებს სთხოვთ რამეში ფიზიკურ დახმარებას და არაფერს იხდით? რა საჭიროა გადახდა, როცა ვიღაცას შეუძლია უფასოდ დაგეხმაროს? ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ადამიანი თქვენთვის რაღაცას აკეთებს და სანაცვლოდ არაფერს იღებს? ეს — „ურთიერთობის ვალია“.

ახშობთ და არ ავლენთ საკუთარ გრძნობებს? ვიღაც მოგწონთ, ან პირიქით, გაღიზიანებთ, თქვენ კი მალავთ და არ ამჟღავნებთ. ეს — „გრძნობების ვალია“.

არ ახდენთ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას? თქვენც, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, გაქვთ ნიჭი, ტალანტი და პოტენციალი. თქვენ კი არ ახდენთ მათ რეალიზებას. მუშაობთ არა საყვარელ სამსახურში, არ ხართ დაკავებული გულის საქმით… ეს — „თვითრეალიზების ვალია“.

ამ სიის უსასრულობამდე გაგრძელება შეიძლება.

იმისათვის, რომ მოიპოვოთ ნამდვილი თავისუფლება, საჭიროა „კრედიტ-აზროვნების“ სრულად მოცილება ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროდან.

გიორგი თვალაძე

წყარო: Business Inteleqtika

ნანახია:(7446)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ქალისგან

ამერიკელი ქალბატონის, რეჯინა ბრეტის ძალიან ცნობილი პოსტი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. „45 წლის რომ გავხდი, შევადგინე ცხოვრების მიერ ჩემთვის


ფენომენი, რომელსაც ევოლუციონისტები ვერასოდეს ახსნიან!

ოცეოლა მაკარტი- ქალი, რომელიც ბავშვობაშივე იძულებული გახდა მიეტოვებინა სწავლა და ემუშავა მრეცხავად. მთელი ცხოვრება აგროვებდა ფულს, ყველაფერზე ეკონომიას აკეთებდა: საკვებზე,


უცნაური ფაქტები ძილის შესახებ

8 საათზე ნაკლები ძილი ნასვამის მდგომარეობაში გამყოფებს. ადამიანები რომლებიც 16 საათზე მეტს ფხიზლობენ დღე-ღამეში დაახლოებით ისე იქცევიან, თითქოს მათ ორგანიზმში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*