რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი?.. | Jolo.ge


რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი?..

რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი?..

 

ბევრი ფიქრობს, რომ სარკაზმი ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და გულისტკენის საშუალებაა, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სარკასტული ხუმრობები ინტელიგენტ ადამიანებს ახასიათებთ, და აი ამის დასტურად რამდენიმე მიზეზი:

 

სარკაზმი სწორ გაგებაში გვეხმარება — ხაიფას უნივერსიტეტის ფსიქოლოგების თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ სარკაზმი არიან მგრძნობიარეები და ყოველთვის ხვდებიან, როდესაც ატყუებთ.

 

სარკაზმი გონიერების ნიშანია — კვლევებმა აჩვენა, რომ სარკაზმის გაგებას განსაკუთრებული უნარები სჭირდება.

 

სარკასტული ადამიანები პრობლემებს ყველაზე კარგად უმკლავდებიან — სარკაზმის მოყვარული ადამიანის ტვინი 100%-ით კარგად მუშაობს, ამიტომ მას არ უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება.

 

კომუნიკაციის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელთაა — როგორც მაკალისტერის კოლეჯის ლინგვისტი ირწმუნება სწორედ ასეთი ადამიანები არიან ყოველთვის ყურადღების ცენტრში.

 

სარკასტული ადამიანები შედრეკელნი არიან — ისინი იმდენად ძლიერები არიან, რომ გულთან არაფერი მიაქვთ.

 

სარკაზმი ტვინის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა — კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, სარკაზმი ტვინის ვარჯიშს უწყობს ხელს. ამიტომ გვირჩევენ ვივარჯიშოთ სარკასტულ პასუხებზე.

 

ისინი ერთი სიტყვით იმარჯვებენ — მათ გააჩნიათ უნარი იმისა, რომ ერთი სიტყვით ადამიანი „ნოკაუტში ჩააგდონ“.

ნანახია:(624)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
სარკაზმი

Related Articles

ბედნიერება იქაა, სადაც ჩვენ ვართ

და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბედნიერების მოსაძებნად ბოტები უნდა ამოიცვას, გადაიაროს 9 მთა და 9 ზღვა… მე გეტყვით რომ თქვენ


დავლიოთ თუ არა გამოხდილი წყალი?

წყალი რომ ჩვენი სიცოცხლის წყაროა ამაზე ალბათ საუბარი არ ღირს, თუმცა ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა: არის კი წყალი, რომელიც ონკანში


,,მე მამაშენი ვარ ჯერალდინა, მე ჩარლი ჩაპლინი ვარ»

„თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგახვიოს, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე“ …


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*