რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხატვა | Jolo.ge


რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხატვა

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ხატვა

ცხადია, რომ ხელოვნების  სწავლა  ეხმარება ბავშვებს დამალული უნარებისა და ნიჭის განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზები იმისათვის, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა.

ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული. ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას. ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია.

ამზადებს ბავშვს მომავლისთვის:  შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის.

ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები. ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან.

ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’ აგრეთვე, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ სხვა ადამიანებთან, როცა ისინი აჩვენებენ ნახატებს მათ.

ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას. ფანტაზია კი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ბავშვის განვითარებაში:

1. შემეცნებით-ინტელექტუალურს, დაკავშირებულია გარემოზე ახალი  ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან;

2. დაცვითს, ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში.

საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვა ბავშვის ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს.  

როდესაც ბავშვი ხატავს: თუ დავაკვირდებით ხატვის პროცესს, მივხვდებით თუ როგორ უვითარებს ბავშვს ხატვა ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ უნარებს. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ბავშები ხატავენ და უყვართ ხატვა, რადგან სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები და გახდნენ თვითდაჯერებულნი, ისე როგორც ხატვა.

ავტორი: ქეთევან ოდიშარია

წყარო:http://kids.ge/

ნანახია:(259)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს სამივე კეტეგორიის ადამიანმა იცის, მაგრამ მხოლოდ ნაწილი აკეთებს ამას

ადამიანების სამი კატეგორია არსებობს. »გამარჯვებულები», რომლებმაც იციან რა სურთ და  წარმატებასაც ყოველთვის აღწევენ ცხოვრებაში. »ლუზერები» (დამარცხებულები) რომლებაც როგორც წესი არ


„შემომიერთდი! “- თინი ბასილაიას შეუპოვრობა და ახდენილი ოცნება

პირველად “სამუშაო” ჩემს თავზე 2015 წლის აგვისტოში, უკრაინაში, კარპატების მთებში, ტრენინგზე გამოვცადე. ჩემში ძლიერი გადატრიალება მოხდა. ისეთი განცდა დამეუფლა თითქოს


მამუკა მანგოშვილის «პლანეტარული თერაპია» და შედეგი პირველივე სეანსზე

მამუკა მანგოშვილს თბილისში უკვე ბევრი იცნობს. უფრო მეტიც მასზე ლეგენდები დადის. ზოგი სენსეის ეძახის, ზოგი მაესტროს, ზოგი იმასაც ამბობს ნამდვილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<