რატომ უნდა განვავითაროთ სიკეთის კეთების ჩვევა? | Jolo.ge


რატომ უნდა განვავითაროთ სიკეთის კეთების ჩვევა?

რატომ უნდა განვავითაროთ სიკეთის კეთების ჩვევა?

«არ არსებობს ისეთი მცნება, როგორიცაა უმნიშვნელო კეთილი საქმე. ნებისმიერი საქციელი წარმოქმნის ტალღას, რომელსაც არ აქვს ლოგიკური დასასრული.» სკოტ ადამსი

ალბათ გსმენიათ ასეთი რამ „მარტო შენ რას გახდები, შენ გამოასწორებ ამ ქვეყანას“ და მსგავსი ნეგატიური სტერეოტიპული რწუმნებულებები რომლებიც ხშირად გვიკარგავენ მოტივაციას და მოქმედების სურვილს თუნდაც ყველაზე კეთილშობილი განზრახვა გვამოძრავებდეს.

კი ბატონი, მე არ გადავალ წითელ შუქზე, მაგრამ მერე რა ამით წესრიგი დამყარდება? მე არ დავაგდებ ქუჩაში ნაგავს, მე დავუთმობ გზას ქვეითს მაგრამ ეს რამეს შეცვლის? ან როცა ხედავ რომ ვიღაცას ძალიან უჭირს, ავად არის და დიდი თანხა სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს საშუალება რაიმე სოლიდური დახმარება გავუწიოთ 1 და 2 ლარის გადარიცხვა კი უაზრობასდ მიგვაჩნია. ოკენაში წვეთიაო ვფიქრობთ.

ახლა მახსენდება ერთი იგავი ამ თემაზე. ერთხელ, ერთ სოფელში, მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ თითოეული ოჯახის წარმომადგენელი უნდა გამოსულიყო საღამოს მას შემდეგ რაც ძროხას მოწველლიდენ და თითო ვედრო რძე ჩესხათ დიდ ავზში, საერთო საჭიროებისთვის. ღამით ავზი გაივსო მაგრამ აღმოჩნდა რომ წყლით იყო სავსე. რადგან აბსოლუტუტრმა უმრავლესობამ იფიქრა რომ ჩემი ერთი ვედრო წყალი რას შეეტყობაო და რძის მაგივრად წყალი ჩაასხა ავზში.

ალბთ ხშირად გსმენიათ ან თავადაც გიფიქრიათ: მოიცა ჯერ გავხდე მდიდარი, გავხდე პარლამენტარი ან მთავრობის წევრი და მერე შევძლებ კეთილი საქმების კეთებას…

მაგრამ, არ არის აუცილებელი დაელოდოთ როდის გახდებით მდიდარი, ჯანმრთელი, ძლიერი, ძალაუფლების მქონე იმისთვის რომ აკეთოთ სიკეთე. აკეთეთ კეთილი საქმეები, ყოველ დღე, თუნდაც ეს იყოს ერთი შეხედვით წვრილმანი, მაგრამ აკეთეთ, განავითარეთ საკუთარ თავში სიკეთის კეთების ჩვევა და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით მწვერვალზე.

ხვიჩა მებონია

ნანახია:(148)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყველა ადამიანს სჭირდება 4 ჩახუტება დღეში რომ გადარჩეს“

ემოციების შედეგად იბადება ჩახუტება. გინახავთ ადამიანი, ვის გულსაც არ ათბობს ჩახუტება? ის ყველას სჭირდება, განურჩევლად ასაკაისა, ფერისა თუ წარმომადგენლობისა.  ჩავთვალოთ, რომ


„ერთხელაც და ოდესმე, შეიძლება არც დადგეს!.. გეშინოდეთ იმედის!“

არ ღირს ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ფასად შეინარჩუნოთ, თქვენი არჩევანი: ფეხსაცმელი რომელიც გიჭერთ, მისი გაწელვის


ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელსაც არ უნდა უღალატოთ

გიორგი თვალაძე ბუნების იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კანონზე საუბრობს, რომელსაც არ უნდა უღალატოთ.  მაშ ასე, იმ ცნობილი ქოუჩის კიდევ ერთი რჩევა, რომელიც საინტერესო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*