რატომ უჭირთ ადამიანებს მობოდიშება…

დაკვირვებიხართ, რომ ადამიანებს სწორედ ყველაზე საჭირო მომენტში უჭირთ მობოდიშება? ქუჩაში ვიღაცას დაეჯახეთ, ან შემთხვევით რაღაც ისეთი ჩაიდინეთ აუცილებლად ეტყვით უცნობ ადამიანს: „ბოდიში“, მაგრამ როდესაც საქმე ოჯახის წევრზე მიდგება არასდროს აღიარებთ, რომ რაღაც შეგეშალათ და თავს იმართლებთ. საინტერესოა, რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებსაც მობოდიშება უჭირთ.
ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი პირველი მიზეზი, რის გამოც ბოდიშის თქმა უჭირთ არის ის, რომ მათი აზრით მობოდიშება შეცდომის აღიარებას ნიშნავს, შეცდომას კი ცუდი ადამიანები უშვებენ, შესაბამისად ისინი საზოგადოებისთვის ცუდ ადამიანებად აღიქმებიან;
მეორე მიზეზი ისაა, რომ ასეთ ადამიანებს აწუხებთ სირცხვილის გრძნობა და არ სურთ მობოდიშებით კიდევ უფრო გაამძაფრონ ეს შეგრძნება, რადგან ძალიან სტანჯავთ;
თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მობოდიშება ურთიერთობების დალაგების კარგი საშუალებაა, ასეთი ადამიანების აზრით, თუ ბოდიშს მოიხდიან უფრო მეტ რამეში დაედებათ ბრალი;
მათ ეშინიათ, რომ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა თავად დაეკისრებათ, თუ ბოდიშს მოიხდიან;
და ბოლოს, მობოდიშებაზე უარის თქმით ისინი ცდილობენ მართონ საკუთარი ემოციები.
თარგმანი: ანი ყაზაიშვილი
ნანახია:(543)-ჯერ
Comments
Related Articles
მაკიაჟის დაძველებული კონტეინერებით შექმნილი ხელოვნების ნიმუშები
მაკიაჟისთვის სხვადასხვა აქსესუარები ქალის ჩანთაში ყოველთვის მოიძებნება, მათი დაძველების შემდეგ კი ეს ყველაფერი ნაგავში აღმოჩნდება ხოლმე. ერთ მშვენიერ ლიტველ ქალბატონს
4 წესი კრეატიული ბავშვების აღსაზრდელად
თუ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბავშვებს საკუთარი აზრების დაფიქსირების უფლება არ ჰქონდათ და მათ ნაცვლად მშობლები „აზროვნებდნენ“, დღესდღეობით ყველა
ბედნიერი ცხოვრების და დღეგრძელობის საიდუმლო
ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ პოზიტიურობა, სიჯიუტე და კეთილსინდისიერი შრომის ეთიკა ხანგრძლივი ცხოვრების გასაღები შეიძლება იყოს. კალიფორნიისა და რომის უნივერისტეტების მეცნიერებმა