რატომ ქორწინდებიან ხშირად მშობლების მსგავს პარტნიორზე? | Jolo.ge


რატომ ქორწინდებიან ხშირად მშობლების მსგავს პარტნიორზე?

რატომ ქორწინდებიან ხშირად მშობლების მსგავს პარტნიორზე?

ალბათ გსმენიათ, რომ ზოგჯერ ადამიანები არჩევენ ისეთ პარტნიორს, რომელიც ძალიან ჰგავს მათ მშობელს ხასიათით თუ გარეგნული მონაცემებით. ეს არცთუ იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ამ ადამიანებს რომ ჰკითხოთ, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებათ პასუხის გაცემა იმაზე, რატომ ხდება ასე.

 

საქმე ის გახლავთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ბავშვი იზრდება და ყალიბდება მშობლების გარემოცვაში და ხშირ შემთხვევაში მოსწონს ის, რასაც იქ ხედავს. პატარასთვის მშობელი ყოველთვის აღფრთოვანების საგანია და ბუნებრივია ეს შეგრძნებები ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება, ამიტომ ფიქრობს, რომ თუ შეხვდება პარტნიორი ისეთივე თვისებებით, როგორიც მის მშობელს აქვს ეს მისი ბედნიერი ცხოვრების გარანტი იქნება.

 

არის თუ არა ამაში რაიმე ცუდი? თავისთავად თუ მშობელი მისაბაძია მისი მსგავსის მოძებნა ცუდი სულაც არ უნდა იყოს, მაგრამ… არსებობს ერთი მაგრამ. როდესაც მეორე ნახევარი ძალიან ჰგავს მშობელს მის მიმართ ძირითად შემთხვევაში ჩნდება ძალიან ახლობლური დამოკიდებულება და გააზრება იმისა, რომ ის პარტნიორია და არა ბავშვობის მეგობარი რთულია. ეს ურთიერთობაში, ბუნებრივია, გარკვეულ პრობლემებს იწვევს.

 

ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერიდან მოდის, მაგრამ უნდა ეცადოთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, არ შეადაროთ თქვენი მეორე ნახევარი არავის, მათ შორის არც მშობლებს. იპოვნეთ განსხვავებული, მაგრამ თქვენთვის მისაღები ადამიანი.

ნანახია:(409)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ ის აღარ გეუბნებათ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ“…  

  ქორწინების შემდეგ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ პარტნიორისგან ნელ-ნელა უფრო იშვიათად გესმით ფრაზა: „მე შენ მიყვარხარ“? ეს საკმაოდ ხშირი შემთხვევაა


«სწორედ ეს ჩარევები იწვევს უფრო მწვავე და ფატალურ პრობლემებს»…

საშინელებაა, როდესაც ცოლ-ქმრის ან შეყვარებულების ურთიერთობაში გარეშე პირები ერევიან (ამ შემთხვევაში ორი ადამიანის გარდა ყველა გარეშე პირია) , მსჯელობენ მათ


„რა კარგი იქნებოდა კიდევ ერთხელ შეყვარება“

«რა კარგი იქნებოდა, კიდევ ერთხელ შეყვარება!» — გამაოგნა ამ სიტყვებმა! სიცოცხლის მიწურულს ადამიანს სურდა კიდევ ერთხელ განეცადა სიყავრულის გრძნობა, ენავარდა,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*