რატომ ნებდებიან ადამიანები? | Jolo.ge


რატომ ნებდებიან ადამიანები?

რატომ ნებდებიან ადამიანები?

თქვენ, როდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ ნებდებიან ადამიანები, რატომ ღალატობენ თავიანთ მიზნებს, რატომ ჩერდებიან შუა გზაზე და თავს ანებებენ იმ რეალიზების პროცესს, რომელიც მისიის განსახორციელებლად დაისახეს?

მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის რეალობის არასწორი აღქმა….

სამწუხაროდ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ისე არის მოწყობილი, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს წარმოაჩენენ, რომლებიც უკვე ოლიმპოზე არიან.

არა აქვს მნიშვნელობა რომელია ეს ოლიმპო — ბიზნეს-ოლიმპო, სპორტული, სამეცნიერო, ხელოვნების თუ პოლიტიკის.

მათ განვლეს რთული და მძიმე გზა, მიაღწიეს წარმატებას, წარმატება კი ყოველთვის არის — ლამაზი სახლები, ძვირადღირებული მანქანები, იახტები, თვითმფრინავები და გავლენიანი, თუ ცნობილი მეგობრები…

როგორც წესი ჩვენ მხოლოდ წარმატებას ვხედავთ, არსად ჩანს წარმატებამდე მისასვლელი  ხანგრძლივი, უინტერესო, მოსაწყენი, მონოტონური და მტკივნეული გზა…

სინამდვილეში ეს გზა უკიდურესად მძიმეა და შედგება დანაკარგისგან, იმედგაცრუებისგან, მას ახლავს ტკივილი, ღალატი, ცილისწამება, თვითრწმენის დაკარგვა და კაცობრიობისადმი უნდობლობა… შემდეგ აღორძინება, ისევ დაცემა, ისევ ღალატი, ისევ ტკივილი და იმედგაცრუება… ბვრისთვის ეს მძიმე გზა ათწლეულობით გრძელდება.

ლიტერატურული და ვიდეო ფორმატით ამ იმედგაცრუებისა და მარცხის გზის ჩვენება, უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ ადამიანების უმრავლესობა შთაგონებული, თავიანთი ოცნებით ან სხვისი მიღწევით, დიდებით, სიმდიდრით, ძალაუფლებით, პირველივე ნაბიჯებზე ხვდებიან სრულიად განსხვავებულ ფილმში,  შავ, ნაცრისფერ, მტკივნეულ და უიმედო რეალობაში… და ეს რეალობა მათ მალევე ტეხავს.

მინდა, რომ თვითრეალიზების გზაზე მყოფ ჩემს მკითხველს ესმოდეს, რომ ეს გზა შედგება  ცრემლისგან, იმედგაცრუებისგან, ტკივილისგან, სასოწარკვეთისაგან. მაგრამ ჯილდო,  რომელსაც თქვენ ბოლოს მიიღებთ, ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე ყველა თქვენი ტკივილი და ცრემლები ერთად.

 ვლადიმერ დოვგანი

ნანახია:(517)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

ჩაღრმავდით გულში და ჰკითხეთ თქვენს გულს თუ რომელ კარში უნდა შეხვიდეთ?!

ჩვენი ცხოვრება ხშირად ორი კარიდან — ერთი-ერთში შესვლაა. ჩვენ ვირჩევთ რომელიმე კარს, შევდივართ მასში და კარი ჩვენს ზურგს უკან იკეტება


სამი ბლოკნოტის პრინციპი

ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა. ბედნიერად გავაცილოთ ძველი წელი და საფუძველი ჩავუყაროთ მომავალ წარმატებულ წელიწადს. ამაში „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი და წარმატების ტრენერი თამარ


რატომ უნდა ვენდოთ გულისთქმას

სექტემბერის კვირა დღე იქნებოდა. ცხელოდა. დაახლოებით 12 წლის ვიქნებოდი. მამამ დახმარება მთხოვა. დავთანხმდი და სანაცვლოდ ვთხოვე, მცირე ხნით მდინარეზე საბანაოდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*