რატომ ეწოდა პრესას ყვითელი?! | Jolo.ge


რატომ ეწოდა პრესას ყვითელი?!

რატომ ეწოდა პრესას ყვითელი?!

ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ დაერქვა პრესას მაინცდამაინც ყვითელი.

1895 წელს ამერიკელმა მხატვარმა რიჩარდ აუტკალტმა გაზეთ «New York World»-ის ფურცლებზე გამოაქვეყნა სურათების სერია საოხუნჯო ტექსტებით. სურათებზე ყვითელპერანგა ბიჭუნა იყო გამოსახული, რომელიც მკითხველს თითოეულ სურათზე დართული ტექსტის შინაარსს მოუთხრობდა. აუტკალტას ამ წამოწყებამ მდარეხარისხოვანი სენსაციების მოყვარული მკითხველების მოწონება დაიმსახურა.

რამდენიმე თვის შემდეგ, გაზეთმა «New York Journal»-მა  გამოაქვეყნა მსგავსი სურათები გასართობი წარწერებით. ამის შემდეგ, ამ გაზეთებს შორის ატყდა დავა, თუ ვის ეკუთვნოდა პირველობა «ყვითელი ბიჭუნას’ გამოქვეყნებაში.

ამ დავას 1896 წელს სტატიით გამოეხმაურა ჟურნალ «New York Press»-ის რედაქტორი ერვინ უორდმენი, რომელმაც მოცილე გაზეთებს «ყვითელი პრესა» უწოდა.

მას შემდეგ, «ყვითელი პრესა» ერთგვარი სენსაციებისა და უჩვეულო ისტორიების შემცველი ჟურნალ-გაზეთების «აუცილებელ» ტერმინადაც კი ჩამოყალიბდა.

ნანახია:(137)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ყვითელი პრესა

Related Articles

მსოფლიოში „მოქმედი განათლების სისტემა წარსულის სპეციალისტებს ამზადებს..“ – მიჩიო კაკუ

თეორიული ფიზიკის პროფესორი მიჩიო კაკუ სკოლებისა და უნივერსიტეტების მომავალზე საუბრობს გასულ წელს, New York Times-მა მიჩიო კაკუ ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე


პროდუქტები, რომლებიც სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

თუ გსურთ, რომ დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროთ კარგად წაიკითხეთ ქვემოთ აღნიშნული პროდუქტები და მიირთვით ისინი ყოველდღიურად. 1. შვრია — ის


„პასუხი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა -რა მასწავლა დალაი ლამამ“…

ერთხელ, დიდი ხნის წინათ საკუთარ თავს დავუსვი შეკითხვა: რომ შემეძლოს პლანეტაზე ერთ-ერთ ადამიანს დავუსვა ჩემთვის ყველაზე საინტერესო შეკითხვა, ვინ იქნებოდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<