რატომ არის მნიშვნელოვანი დილით ადრე ადგომა

by admin | 14 ноября, 2020 13:53

ზუსტად ვიცი  სამზარეულოში ჩასულს ყავა და უგემრიელესი საუზმე დამხვდება… ეს ლოგინიდან სწრაფად  ადგომიის ერთ-ერთი ხერხია. 🙂 მაგრამ რა ვქნათ ჩვენ ვინც დილით ადრე ვდგებით და ამ სასიამოვნო ექსტრას სხვას ვუკეთებთ? რა არის ჩვენი, შენი და ჩემი მოტივატორი რომ დილით 5:30 ავდგეთ  და შემდეგ 7:00-სთვის  საუზმე მთელი ოჯახისთვის გავამზადოთ?!

დღეს მაგალითად დილის ხუთ საათზე უკვე მეღვიძა და ლოგინში ვცქმუტავდი, რადგან მაიორკაში მხოლოდ 7 სთ-ზე თენდება, ასე ადრე ადგომას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩემი საყვარელი დილის პრაქტიკა ჩავრთე, მერე წიგნის კითხვა გავაგრძელე და ამ დროს გათენდა კიდეც.

მეუღლე გავაღვიძე და ზღვისკენ გავემართეთ, ზღვა ამ დროს ძალიან თბილი და სუფთაა. კამკამა წყალი ფეხებზე გელამუნება, ტალღები ზემოთ და ზემოთ მიიწევს და როდესაც უკვე მთელ სხეულს ზღვის მლაშე წყალი ფარავს,  ხოლო აღმოსავლეთიდან ნელ-ნელა ცის მნათობის სხივები სახეზე გითამაშებს, ხვდები ამისთვის ღირს დილით ადგომა, ამისთვის ღირს სიცოცხლე…

ბელგიაში ზღვა არ მაქვს, მაგრამ ჩემი პრაქტიკები და იოგა სავარჯიშოები მაქვს, რომელიც ექსტრა მოტივაციას მაძლევს, ბელგიაში  უკვე 6 სთ-ზე კარგად გათენეულია, ამიტომ დილას პირადპირ მედიტაციით და იოგა სავარჯიშოებით ვიწყებ. 

… აუცილებელია დილით საათი, საათ-ნახევარი შენთვის გქონდეს და რაღაც გახარებდეს, ჩემთვს, ეს ახლა ჩემი პრაქტიკები და იოგაა… მაიორკაში, კი ეს დილით ზღვაში ცურვა იყო.

რა მაგის პასუხია და ზღვის ფსკერზე იმდენი თევზი ყოფილაა, გავგიჟდი .. ვერცხლისფერი ძალიან ლამაზები….

დილით ადგომა, ბევრი ადამიანისთვის პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ წარმოიდგინე ქალი, რომელიც დილით ადრე ადგა და ტკბება დილის საათებით .. თუნდაც ყავით, მუსიკით, მედიტაციით და კიდევ რამდენი სასიამოვნო რამ შეიძლება გააკეთო… და შემდეგ უკვე სულ სხვანაირი ხვდები ოჯახს, —  ენერგიული, ღიმილიანი… ის, ვინც სამსახურშია წასასვლელი, სხვაგვარად მოწესრიგებული გაეშურება და მისი დღეც  სხვაგვარი იქნება. 

ახლა შეიძლება იფიქრო, ამას 12 სთ -ზე ვერ გავაკეთებ?

არა! დილას ამას სულ სხვა ეფექტი და სულ სხვა გემო აქვს.

ახლა კი წარმოიდინე ქალი, რომელიც ზუსტად იმ დროს დგება, რომ ყავის დალევასაც ძლივს ასწრებს და  სტრესშია, რადგან ახსენდება დილის საცობები, ან ისევ დილით ბავშვის ისტერიკა.🙂 ქმრის ბუზღუნი და ა.შ

მოკლედ, დაიწყე დილა შენი საყვარელი რიტუალებით,

დაგეგმე ის, რაც დილით ადრე ადგომისთვის მოტივაციას მოგცემს.

მთავარია დაიწყე,

ყოველ დილით, 30 წუთით ადრე ადექი ვიდრე აქამდე დგებოდი და

თავად ნახავ შედეგს.

დილით ადრე ადგომას და ყოველდღიურ ცხოვრებაში იოგას დანერგვას ნამდვილად გაგიმარტივებს  ჩვენი ახალი პროექტი «კარატი”💎💎💎

ჰოდა, თუ გსურს დანერგო ეს ჩვევები და ბევრად უკეთესი გახადო საკუთარი ცხოვრება,

აუცილებლად დაესწარი უფასო მასტერკლასს ამ პროექტის შესახებ და გაიგე უფრო მეტი .

მასტერკლასი 26 ნოემბერს ჩვენს მოსამზადებელ ჯგუფში ჩატარდება ➡️ კუნდალინი იოგა [1]⭐️[2]

აუცილებლად შემოგვიერთდი დღესვე და მოიწვიე ჯგუფში შენი მეგობრებიც.

სატ ნამ 🙏

მარინა კვატაია

მარინა კვატაია გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგიის, ლაივ ქოუჩინგის და კუნდალინი იოგის, სერთიფიცირებული ექსპერტი. ასევე  „ლოტუსის“ – (ონლაინ იოგა და ქოუჩინგის) დამაარსებელი .

💎 «კარატი», — ახალი პროექტი, პერსონალური ზრდისა და იოგას შესახებ შენ გელის ➡️ https://bit.ly/35sPSss

ნანახია:(1734)-ჯერ


Endnotes:
  1.  კუნდალინი იოგა : https://www.facebook.com/groups/638580823518077/?ref=group_header
  2. [Image]: https://www.facebook.com/groups/638580823518077/?ref=group_header

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ratom-aris-mnishvnelovani-dilit-adre-adgoma/