რატომ არასოდეს გვყოფნის ფული? 

by admin | Октябрь 28, 2017 08:30

„ნუთუ, ამდენი დავხარჯე…“ „რა უცებ იხარჯება ეს ფული…“ „სულ ეს დამრჩა ხელფასიდან?“ „სად წავიღე ამდენი ფული, 1 კვირის წინ არ ავიღე ხელფასი?“ ალბათ, ოდესმე შენც გქონია მსგავსი განცდა. იმაზეც დაფიქრებულხარ ალბათ, რატომ არასოდეს გყოფნის ფული.

ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობა, ჩვენს ჩვევებზეა დამოკიდებული.

ამ პატარა პოსტში მინდა, შემოგთავაზო იმ ჩვევების მაგალითები, რომლებიც გვაშორებენ, ან პირიქით, გვაახლოებენ ფინანსურ დამოუკიდებლობასთან.

1. სპონტანური შესყიდვები

არ ღირს მაღაზიაში მოუმზადებლად და გაუცნობიერებლად შესვლა [განსაკუთრებით მანამ, სანამ შენი პერსონალური განვითარების დონე დაბალია], თორემ აუცილებლად გაგიჩნდება ცდუნება, შეიძინო რაღაც გაუგებარი ნივთი, რომელიც პირველი დანახვისას თითქოს მოგეწონა, მაგრამ შემდეგ აბსოლუტურად გამოუდეგარი აღმოჩნდა.

როგორც წესი, რაიმეს ყიდვისას ჩვენ ემოციები გვამრთავენ… ეს ის შემთხვევაა, როცა საღი გონება სადღაც ქრება… და თუ შენც გახასიათებს მსგავსი ცდუნებები, კარგი იქნებოდა, თუ საყიდლებზე წასვლამდე, ჩამოწერ კონკრეტულ სიას და ისე წახვალ. ასევე, აუცილებელია წაიღო იმდენი თანხა, რამდენიც შედგენილ სიაში შეტანილი პროდუქტების შესაძენად გეყოფა. ასეთ შემთხვევაში, თუ მოგინდება რაიმე გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავის შეძენა და არ გეყოფა ფული, შეგიძლია, მეორე დღემდე გადადო მისი შეძენა. მეორე დღემდე შენ კარგად დაფიქრდები და საბოლოოდ მიხვდები, მართლა გჭირდება ეს ნივთი, თუ კვლავ ემოციური შემოტევის მსხვერპლი გახდი.

2. დანაზოგის არ არსებობა

ადამიანებს აშინებს სიტყვა დანაზოგი. ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც უნდა მოიკლონ, რაც ისედაც ცოტა აქვთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ეს მდიდრული პარადიგმაა და ისინი ამ დანაზოგით საკუთარ თავს უხდიან. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველაფერში შეზღუდო საკუთარი თავი, დაზოგო ყველაფერზე და მთელი ფული მუთაქაში ჩურთო… რა თქმა უნდა, არა — არ არის საჭირო უკიდურესობებში გადავარდნა. მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ჩვენი ცხოვრება არაპროგნოზირებადია, ამიტომ აჯობებს დავზოგოთ, რათა ყოველთვის გვქონდეს გარკვეული რეზერვი.

სიმდიდრე ის კი არ არის, რასაც ჩვენ გამოვიმუშავებთ, არამედ ის, რაც გვრჩება იქედან, რასაც გამოვიმუშავებთ.

დაიცავით შემნახველი ანგარიში საკუთარი თავისგან!

3. მუდმივი წუწუნი

თუ მუდმივად იწუწუნებ ფულის უკმარისობაზე და ჩათვლი, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, შენი გამდიდრების შანსი ფაქტიურად ნულს გაუტოლდება.

ჩვენ ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ უმეტესი დროის განმავლობაში. საჭიროა, მოიშორო ნეგატიური აზრები და დაიტოვო ეფექტური გეგმა, რომელიც დაგეხმარება ფულის გამომუშავებაში.

ნუ იწუწუნებ, დაგეგმე და იმოქმედე შესაბამისად!

4. ხარჯების უკონტროლობა

ადამიანების უმრავლესობა არ აკონტროლებს საკუთარ ხარჯებს. მათ ავიწყდებათ, რომ ფული აქვთ მისაცემი, ან ასაღები [ეს უკანასკნელი ნაკლებად]. ამიტომ, მათ არ აქვთ ნათელი წარმოდგენა იმისა, თუ როგორია მათი ფინანსური მდგომარეობა. მათთვის რთულია დიდი შესყიდვების დაგეგმვა…

თუ გაუაზრებლად დავიწყებთ ფულის იქით-აქეთ ფრიალს, ადრე თუ გვიან ის გათავდება, რადგან ფულს აკურატული მოპყრობა უყვარს.

5. ფული და მეგობრები

ხშირად ჩვენ მეგობრებისგან ვსესხულობთ ფულს… და ეს ხანდახან ძალიან გვეხმარება. არც აქ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა… არ ღირს ზედმეტი სიამაყის გამო უარი თქვა დროულ დახმარებაზე… მაგრამ იმავე დროს, მეგობრობის ფაქტორის ბოროტად გამოყენებაც არ შეიძლება.

ფულის მთავარი კანონი აცხადებს — აუცილებლად დააბრუნე ვალი! თანაც დააბრუნე თავის დროზე. ხშირად, ფულის ფაქტორი ყველაზე მყარ მეგობრობასაც კი ანგრევს. არასოდეს მისცე ფულს, შენსა და შენი საყვარელი ადამიანების შუაში ჩადგომის უფლება.

6. აქციები, ფასდაკლებები

ძალიან ხშირად, დიდი მაღაზიები სერიოზულ აქციებს აწყობენ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ასეთ დროს მაღაზიები „ჩაწოლილ“ საქონელს გვთავაზობენ, რომლებიც ხშირად ძალიან ცუდი ხარისხისაა. არ ღირს ამ აბების გადაყლაპვა. აჯობებს ჰკითხო საკუთარ თავს — მართლა ასე მჭირდება ეს ნივთი? თავიდან, გონებაში გაათამეშე შენაძენის ყველა შესაძლო პლუსი და მინუსი. თუ მართლაც ასეთი აუცილებელია ამ შენაძენის გაკეთება, ყოველთვის შეძლება მაღაზიაში დაბრუნებას და მის შეძენას.

შემოსავლის გაზრდაზე ზრუნვა იწყება ხარჯების შემცირებით. გახსოვდეს, ყოველი დაზოგილი თეთრი, ნაშოვნის ტოლფასია. ასე რომ, შეამცირე არაოპტიმალური ხარჯები, დაგეგმე საკუთარი ფინანსური მომავალი და აკონტროლე ის.

მე ვიცი – შენ შეგიძლია!

P.S. რადგან ამ პოსტს კითხულობ, ესე იგი გქონია მომენტი, როცა დაფიქრებულხარ, რატომ არ გყოფნის ფული არასოდეს ან სად მიდის ის, რატომ ქრება თვალსა და ხელს შუა. თუ გინდა, რომ ეს პრაქტიკული რჩევები დანერგო შენს ცხოვრებაში და ისწავლო ფინანსების სწორად მართვა, გააზიარე ეს პოსტი შენს კედელზე, რადგან ყოველდღიურად გქონდეს წვდომა მასთან და უკეთ შეძლო მათი დანერგვა საკუთარ ცხოვრებაში.

გიორგი თვალაძე

 

ნანახია:(178)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ratom-arasodes-gvyofnis-puli/