რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები — ეს მაგალითი ყველა მშობელს გამოადგება | Jolo.ge


რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები — ეს მაგალითი ყველა მშობელს გამოადგება

რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები — ეს მაგალითი ყველა მშობელს გამოადგება

ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ბავშვების აღზრდაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, იაპონიაში მოხვედრილი უცხოელი სწრაფად ამჩნევს, რომ იქაური ბავშვები ჭირვეულები არ არიან.

არც ისტერიკები ჩვევიათ, არც მშობლები ეჩხუბებიან უზნეო საქციელის გამო. რით არის გამოწვეული ეს უჩვეულო ჰარმონია?

საქმე ისაა, რომ ძველად იაპონელი ქალებისთვის შრომა და ბავშვის მოვლა განცალკევებულად შეუძლებელი იყო. რაც არ უნდა ეკეთებინა დედას, ბავშვი ყოველთვის თან ჰყავდა სხეულზე მიკრული. ამის გამო ბავშვი ყველა ოჯახური საქმის თანამონაწილე იყო, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. თან დედა განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა შვილს. საუკუნეების განმავლობაში ასეთმა მიჯაჭვულობამ თავისი შედეგი გამოიღო — გარდა ზემოხსენებული ჰარმონიიისა, იაპონიაში ბევრი ისეთი შემთხვევაც ფიქსირდება, როცა ბავშვები ჯერ ლაპარაკს იწყებენ და შემდეგ სიარულს.

ბავშვების თან ტარების ტრადიცია იაპონიაში დღესაც შენარჩუნებულია. მაღაზიებში ჩვეულებრივი სამოსის გვერდით იყიდება სხვადასხვა ტიპის სლინგები, რათა დედამ ბავშვის სხეულზე მიკვრა შეძლოს.

თანამედროვე იაპონიაში ბავშვებს მამაკაცებიც ისეთივე რუდუნებით უვლიან, როგორც ქალებს. მშობლები არასოდეს ამბობენ უარს შვილთან ფიზიკურ კონტაქტზე. ბავშვებს მშობლების გვერდით საშუალოდ 10 წლის ასაკამდე სძინავთ.

ასეთი მჭიდრო სიახლოვის გამო ბავშვი ეჩვევა, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ წყნარად უნდა მოიქცეს. ასე ეჩვევა ზრდილობასა და თავაზიანობასაც. იაპონელები არც უკმაყოფილებას გამოხატავენ ყვირილით — მზერა და ინტონაცია სავსებით საკმარისია. შვილები უსიტყვოდაც ხვდებიან, რას იქრობენ მათ საქციელზე მშობლები.

თანამედროვე იაპონელი ქალები, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ან არ მუშაობენ, ან მინიმალური დატვირთვით შრომობენ, რათა დროს უმეტესი ნაწილი შვილებს მიუძღვნან.

გარკვეული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ იაპონელი ბავშვები მშობლებისგან უფრო მეტ სითბოს იღებენ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ბავშვები. მომავალში სწორედ ეს მოქმედებს მათ ხასიათზე. ასევე კულტურული ტრადიციების ბრალია, რომ თავინთ ემოციებს მძაფრად არ გამოხატავენ. ამიტომ უცხო მათთვის ისტერიკა, ბუზღუნი და ჭირვეულობა.

 

წყარო:http://www.mshoblebi.ge/

ნანახია:(731)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

მარია მონტესორის 19 მცნება, რომლებიც ბავშვებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ

მარია მონტესორი 1870 წელს დაიბადა იტალიაში. მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, რომლებსაც იმდროინდელი იტალიის დისკრიმინაციული გენდერული შეხედულებები წარმოშობდა, იგი მაინც გახდა პირველი


მაშინ, როცა თქვენ, თქვენი შვილების გვერდით ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება

…მე-7-ე, მე-8-ე კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა სიტყვიერი შელაპარაკების გამო, პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა მთელი თავისი


„არცერთი დედა არ ასწავლის თავის ქალიშვილს, როგორ იყოს თავისი ქმრის საუკეთესო საყვარელი“…

ასე თუ ისე ყველა დედა ასწავლის თავის ქალიშვილს საჭმლის კეთებას, ასწავლის დალაგებას, დარეცხვას. რისთვის? იმისათვის, რომ მათი შვილები იყვნენ კარგი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*