რატომ არ უნდა აგონ პასუხი ტერორიზმზე მუსლიმებმა… | Jolo.ge


რატომ არ უნდა აგონ პასუხი ტერორიზმზე მუსლიმებმა…

ეს წერილი ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უბრალოდ წაიკითხეთ:

 

„წამოიდგინეთ სურათი: დილით მეუღლის ყვირილზე გაგეღვიძათ, რომელიც თავსხმა წვიმის გამო თქვენ გეჩხუბებათ. მას არ უყვარს წვიმა და დღეს მთელი დღე გაუფუჭდა. ჩადიხართ კიბეზე მხოლოდ იმის გამო, რომ ბავშვები გეჩხუბებიან, რადგან გატეხეს ტოსტერი. ახლა მათ ვაფლის ჭამა არ შეუძლიათ და ეს თქვენი ბრალია. გზად სამსახურისკენ გაჩერდით გაზგასამართ სადგურზე და ყველა თქვენ გეჩხუბებათ, რადგან გაზის ფასმა მოიმატა. სამსახურში მისულს დაგხვდნენ თანამშრომლები ერთად შეკრებილი, რომლებიც პრინტერის გაფუჭების გამო თქვენგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. სამსახურიდან სახლში მიმავალს კი ყველა მძღოლი თქვენ გეჩხუბებათ ავტობანზე შექმნილი საცობის გამო.

 

სასაცილო სცენარია, არა? წარმოგიდგენიათ ყოველთვის გადანაშაულებდნენ იმაში, რაც თქვენი კონტროლის ქვეშ სულაც არ არის? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ყოველთვის თქვენგან ითხოვენ ბოდიშის მოხდას? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იმის მიუხედავად მოიხდით თუ არა ბოდიშს ყველას თქვენ სძულდეთ? აი, ასე გრძნობენ თავს მუსლიმები ამერიკაში დღეს.

 

მე ვარ ამაყი ამერიკელი, გაზრდილი ტეხასში. ვარ კოლეჯის სტუდენტი. ვარ ჰუმანიტარი. მაქვს დიდი სურვილი გავხდე ექიმი. მე ის ვარ, ვისაც სურს გადატრიალება მოახდინოს აშშ-ის მედიცინაში და დაეხმაროს ომისგან დაზარალებულ ქვეყნებს. მე ასევე ვარ მ-უ-ს-ლ-ი-მ-ი, ერთ-ერთი იმ 1,6 მილიარდიდან, რომლებიც გამუდმებით დადანაშაულებული არიან ტერორიზმთან, რომელსაც ჩვენს რელიგიასთან კავშირი არ აქვს.

 

როგორც მუსლიმი ამერიკელი, რომელსაც გამუდმებით სურს გააკეთოს ყველაფერი  საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, დავიღალე გამუდმებული მოთხოვნით მოვიხადო ბოდიში და დავგმო ტერორიზმი, რომელთანაც არავითარი კავშირი არ მაქვს.

 

და აი, მიზეზები, რატომ არასოდეს უნდა მოიხადონ მუსლიმებმა ბოდიში ტერორიზმისთვის:

 

1)პირველ რიგში ეს სასაცილოა. — როგორც მორწმუნე მუსლიმმა, ვიცი, რომ ჩემი რელიგია მშვიდობას ასწავლის. ამაში ისეთი დარწმუნებული ვარ, რომ მზად ვარ 10 ათასი დოლარით დავაჯილდოვო ის, ვინც საპირისპიროს მომიძებნის ყურანში, რომ შეიძლება უდანაშაულო ადამიანების დახოცვა. ეს არის შეთავაზება, რომელიც მუდამ ძალაში იქნება.

 

მე ასევე ვიცი, რომ მუსლიმები, როგორც რელიგიური ჯგუფი არ არიან ტერორისტები. მე შემიძლია ფაქტებით დავადასტურო, რომ გაცილებით მეტი შანსია დაგეცეთ მეხი, დაეხაჯო სავარძელს და მოკვდე ან ჩვილმა მოგკლას, ვიდრე იმის, რომ მოგკლას მუსლიმმა.

 

და მაშინ რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში ძალადობისთვის, რომელთანაც კავშირი არ მაქვს? ძალადობისთვის, რომელსაც ჩემი რელიგია ასე მკაცრად გმობს.

 

ჰკითხეთ საკუთარ თავს: უნდა მოიხადონ თუ არა ბოდიში მანქანების მწარმოებლებმა, როდესაც მთვრალი მძღოლი ადამიანებს კლავს? უნდა მოითხოვოს თუ არა პოლიციამ თქვენგან ბოდიშის მოხდა, თუ თქვენ ძმას სიჩქარის გადაჭარბების გამო ჯარიმა მოუვა, იმის გამო რომ ერთი გვარი გაქვთ? უნდა მოიხადოს თუ არა ბოდიში ყველა ამერიკელმა, რომელსაც აქვს იარაღი იმის გამო, რომ ომში რომელიმე ჯარისკაცი ვიღაცას მოკლავს? უნდა მოიხადოს ბოდიში სინოპტიკოსმა ღრუბლიანი ამინდისთვის? უნდა მოგიხადონ ფარმაცევტებმა ბოდიში თქვენი ალერგიის გამო? უნდა მოვიხადო მე ბოდიში სხვისი ნაწერის გამო?

 

2)უნდა ხედავდეთ, რომ მუსლიმებიც გმობენ ძალადობას. — ძალიან მარტივია უბრალოდ დაგუგლოთ და ნახავთ უამრავ შემთხვევას, როდესაც მუსლიმები გმობენ ტერორიზმს. სცადეთ. მუსლიმებმა დაგმეს შარლი ებდოს შემთხვევა, ასევე პარიზის აფეთქებები.

 

და თუ მაინც არ გჯერათ, რომ ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს, მაშინ ვერც ბოდიში და ვერც კიდევ ერთხელ საჯაროდ ამის დაგმობა თქვენს სიძულვილს ვერ შეაჩერებს.

 

3)მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. — ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მუსლიმებს სთხოვენ დაგმონ ის, რის წინააღმდეგაც თავად იბრძვიან.

 

მუსლიმებს ტერორიზმის დამარცხება გაცილებით მეტად უნდათ ვიდრე ნებისმიერ ამერიკელს. სწორედ ამიტომ გვყავს ჩვენ ნილუფარ რაჰმანისა და კუბრა ხადემის მსგავსი ქალები, რომლებიც ამ პრობლემის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან. სწორედ ამიტომ გამოდის ISIS-ის წინააღმდეგ მილიონობით მუსლიმი ახალგაზრდა. სწორედ ამიტომ არის ბევრი ჯგუფი, რომელიც გამუდმებით გმობს მათ ქმედებას და ბევრი მათგანი ტერორისტებმა სიკვდილითაც დასაჯეს.

 

სწორედ ამიტომ შეადგინა წერილი 120 ათასამდე მუსლიმმა ISIS-ის წინააღმდეგ, რომელშიც მათ არა-მუსლიმები უწოდეს. სწორედ ამის გამო ბევრი მათგანი ქრისტიანების დაცვისთვის სიკვდილით დაისაჯა.

 

4) მუსლიმები ტერორისტების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლნი არიან. — აშშ-ს ოფიციალური მონაცემებით ალ-ქაიდა კლავს 7-ჯერ მეტ მუსლიმს, ვიდრე არა-მუსლიმს.გაეროს მონაცემებით ISIS-ის ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ მუსლიმები არიან. ასეთ პირობებში ირონიულია მუსლიმების სიძულვილი.

 

 

გსურთ დავურეკო ISIS-ის ლიდერს და ვთხოვო შეაჩეროს ტერორი? კარგი, მომეცით მისი საკონტაქტო ინფორმაცია და ამას სიხარულით გავაკეთებ. ყველა მუსლიმი იმავეს იზამს.

 

5)თუ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ტერორიზმისთვის, რატომ არ უნდა გააკეთონ იგივე სხვებმა? — ეს ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რატომ არ უნდა მოიხადონ ბოდიში თეთრებმა მონების ყოლისთვის, რომელთა 1/3 მუსლიმები იყვნენ? რატომ არ იხდიან ბოდიშს ბუდისტები იმ რადიკალი ბუდისტი ბერების ნაცვლად, რომლებიც მინამარში თავს ესხმოდნენ მუსლიმებს?

 

უნდა გესმოდეთ, რომ როგორც თქვენ გაწუხებთ ის საზარელი დანაშაულები, რომლებიც ხდება, ასევე მაწუხებს მე, როდესაც როგორც მუსლიმს ტერორიზმთან მაიგივებენ.

 

უნდა გესმოდეთ, რომ როდესაც მეკითხებით ვგმობ თუ არა ტერორიზმს, ამით ჩემს ჰუმანურობას ეხებით.

 

 

ომარ ალნატური.

პალესტინელი ამერიკელი სტუდენტი“

ნანახია:(26)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მუსლიმიტერორიზმი

Related Articles

დათო კიკალიშვილი «რუსთავი 2»-ს და ქვეყანას ტოვებს. ტელეწამყვანი «P.S»-ის მაყურებლებს დაემშვიდობა

«მომიტევეთ და თქვენი ყურადღების ორიოდ წუთს ჩემთვის ვითხოვ. პირადი სახის მიზეზის გამო, მე «პოსტკრიპტუმის» ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და


რუსეთიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველი მკურნალი

ვინ არის რუსეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა ქართველი მკურნალი, რომლის სასწაულებრივ ტექნიკაზეც საქართველოში უკვე საუბრობენ? რა მეთოდებით ახდენს აუტანელი ტკივილის მოხსნას და


სამშობლო უფრო ღრმადაა. უფრო შიგნით…

– როგორ აგიხსნა… – თქვა ბოლოს იანგულიმ. – მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ან ბოსტანშია, ან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<