რატომ არ გიმართლებს? — წაიკითხეთ, დასვით სწორი კითხვები და … | Jolo.ge


რატომ არ გიმართლებს? — წაიკითხეთ, დასვით სწორი კითხვები და …

რატომ არ გიმართლებს? — წაიკითხეთ, დასვით სწორი კითხვები და …

საკუთარ თავში უნდა ეძებო მიზეზი, თუ რატომ არ გიმართლებს.
მიზეზი რომ იპოვო, სწორი კითხვები უნდა დაუსვა საკუთარ თავს.
ყველაზე რთულია კითხო საკუთარ თავს, მერე გულწრფელად უპასუხო და აღიარო შენი ნამდვილი შინაგანი მდგომარეობა.
ძალიან რთულია სიმართლეს ჩახედო თვალებში და თქვა ვინ ხარ შენ სინამდვილეში.
სხვას არა, საკუთარ თავს უნდა უთხარა შენი უარყოფითი თვისებები, ხასიათი და ფიქრები. დაალაგო თანმიმდევრობით და დაიწყო გამოსწორება.
მოუყევი საკუთარ თავს შენი საინტერესო ცხოვრების შესახებ, უინტერესო პერიოდზეც მოუყევი და შეცდომებიც არ დაგავიწყდეს.
გაიხსენე რა გადაგხდა თავს და რატომ გადაგხდა.
რა სარგებლობა მოუტანე ადამიანებს, რა მსხვერპლი გაიღე და რატომ გაიღე.
აუცილებელია იცოდე, რამდენს ან რატომ ატკინე გული, რატომ მიაყენე ტკივილი და შურაცხოფა, რატომ დასწამე ცილი და რატომ განიკითხე. თან აბმობ, რომ შენი საქმე არ არის და არ განიკითხავ.
მოუყევი საკუთარ თავს რა დაგიშავეს და იქნებ მიზეზსაც მიხვდე რატომ დაგიშავეს.
მარტო სიკეთე არ კმარა იმისთვის, რომ კარგი ადამიანი ხარ. კარგი ადამიანები ლაღად ცხოვრობენ, (არსებობს ცრუ სილაღეც, იხტიბარს რომ არ იტეხენ) ცხოვრებას ირგებენ და სხვას არ ერჩიან, აქვთ თუ არ აქვთ, უბედურები არ არიან და თავისი ბედნიერებით თავს არავის ამეტებენ.
ზოგჯერ უბედურებმაც არ იციან უბედურები რომ არიან. სამყაროდან, გარედან, ობიექტურად შეხედე საკუთარ თავს, მიხვდი, რომ უსუსური ხარ, არ გაგიმართლებს და ცხოვრებას ვერ მოიგებ, თუ არ შეგიძლია მოექცე ადამიანებს ისე, როგორც გინდა მოგექცენ შენ.

გაიაზრე ძირითად ტექსტები:
ჩემი სიკეთე ვერავის დავანახე.
რატომ არიან ადამიანები ასეთი უმადურები.
უმადურობა საშინელი ცოდვაა, ამბობენ ადამიანები. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს, როგორ გამოხატავთ ღმერთის და მშობლების მიმართ მადლიერებას.
რა დავაშავე ისეთი, რომ არ მიმართლებს.
ვინც უღირსი და გაუნათლებელია ის კარგად ცხოვრობს. რა მახინჯია და როგორ გაუმართლა.
რისიც მეშინოდა ის მოხდა.
ძლიერი ინტუიცია მაქვს, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა.
ბედი უნდა ყველაფერს.
მთელი ცხოვრება შიშში გავატარე.
თან გადავყევი და სიკეთ წყალში ჩამიყარა.
ვიცი დარდით ვერაფერს გავაკეთებ, მაგრამ რა ვქნა. ექიმთან ვერ მივედი, დრო არ მაქვს… და ვინ ჩამოთვლის იმ უთვალავ ტექსტებს, რასაც ასე ხშირად გავიგონებთ.

ვინ ვართ და რატომ ვართ. რა მისიით მოვედით. რატომ ვიტანჯებით და რატომ არ გვიმართლებს, რატომ ვართ ყოველთვის მართლები, კარგები, კეთილები, ჭკვიანები და ყოვლის მცოდნენი.

მე ისევ ისე ვარ, ძველებურად, ბედნიერი და ლაღი. მძაფრად გავიაზრე და შევიყვარე ის დროებითი ყოფა, რაც განგებამ მომცა, არ ვდარდობ ამაოებაზე და ვცხოვრობ ბედნიერად. ასე ვიყავი მაშინაც როცა არ მიმართლებდა და არაფერი მქონდა.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(5221)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები !

შენ ალბათ უკვე  ხელმძღვანელობ შენი ცხოვრების რომელიმე ნაწილს, თუნდაც ეს სამსახური არ იყოს. მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ გძულს ლიდერობა, გაგიზიარებთ


13 ზედმეტი რამ, რისგანაც უნდა გათავისუფლდე, რომ იგრძნო მოზღვავებული ბედნიერება

უბრალოდ კი არ წაიკითხო, მოსინჯე! 1. გათავისუფლდი მოთხოვნილებისგან, ყოველთვის დაამტკიცო, რომ მართალი ხარ. ჩვენს შორის ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებსაც არ შეუძლიათ,


იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა

„იმისათვის, რომ იყო ბედნიერი, იმ წუთებშიც კი, როცა დიდი განსაცდელი და სევდა გაქვს, საჭიროა: ა) გქონდეს უნარი, ისიამოვნო აწმყოთი. ბ)


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<