„რატომ აკეთებთ ამას ქართველო მშობლებო“?!

by admin | Январь 16, 2018 22:52

რაღაც მინდა ვთქვა, ჩემი შეშფოთება თუ გულისტკივილი გამოვხატო.

მოკლედ, გუშინ საღამოს ერთ — ერთ ქართულ რესტორანში შევიარე. იქ სუფრა იყო დაბადების დღის. 10 წლის ქართველი გოგონა მოვიდა მიმტანთან და ბოდიში მოუხადა რაღაცაზე, უსაყვარლესი ბავშვი, მაგრამ იცით რა მომხვდა ძალიან ცუდად? ერთი სიტყვა ქართულად არ უთქვამს. სულ „აი ემ სორებით“ ილაპარაკა, «უძალიანზრდილობიანად» მაგრამ ინგლისური ტექსტით.

რატომ აკეთებთ ამას ქართველო მშობლებო?! არ მესმის, რატომ ზრდით შვილებს უცხო ენაზე და რატომ არ უნერგავთ დაბადებიდან რომ პირველ რიგში საკუთარი ენა უყვარდეთ და საკუთარი ისწავლონ?!

განა აქ ამერიკულად საუბარს სკოლაში ვერ ისწავლის? ისე გავბრაზდი რომ ლამის მივაჭერი მშობელს და საყვედური ვუთხარი. თითქოს ვინ მეკითხება, მაგრამ ძალიან მწყდრბა გული მსგავს რაღაცას რომ ვაწყდები.

ნინი ხელაძე

წყარო:  ჩვენ ამერიკაში[1]

#გვიყვარდესჩვენიენაუპირველესყოვლისა

 

[2]

[3]

ნანახია:(153)-ჯერ


Endnotes:
  1. ჩვენ ამერიკაში: https://www.facebook.com/groups/1149343601865168/?ref=group_header
  2. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/01/მარიტა.jpg
  3. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/01/მარ-1.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ratom-aketebt-amas-qartvelo/