რაში და როგორ გვეხმარება თვითდისციპლინის განვითარება? | Jolo.ge


რაში და როგორ გვეხმარება თვითდისციპლინის განვითარება?

რაში და როგორ გვეხმარება თვითდისციპლინის განვითარება?

როგორ უნდა გავუმკლავდეთ დაუსრულებელ თუ შეუსრულებელ საქმეებს,

როგორ გამოვიმუშავოთ და დავნერგოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში დისციპლინა და

ამ დისციპლინის მეშვეობით როგორ ავისრულოთ დასახული მიზნები და სურვილები?

ამ ცოდნის დაუფლება და დისციპლინით მოქმედება ბევრისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს, არადა ეს არის ყველაზე ხელისშემშლელი ფაქტორი იმისი, რომ დროში ბევრი რამ იწელება და სასურველ შედეგს ვერ იღებ.

თუმცა, საბედნიეროდ არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები, რომლებიც ამ რთულ გზას გიადვილებენ. ერთ-ერთი მათგანი NLP ოსტატი, ფსიქოლოგი და აღმასრულებელი ქოუჩი ანა არველაძე გახლავთ. სწორედ მან შეიმუშავა ტრენინგი, რომელიც ნეირომეცნიერების, ფსიქოლოგიის, ქოუჩინგისა და ნეირო — ლინგვისტური პროგრამირების ეფექტურ ტექნიკებს აერთიანებს.

შედეგად

უმჯობესდება მოტივაცია და პროდუქტიულობა,

ვემშვიდობებით ხელისშემშლელ ჩვევებს,

უკეთესად ვმართავთ საკუთარ ემოციებს

და რაც მთავარია, ყველა დასახული გეგმა მიგვყავს ბოლომდე!

ერთი სიტყვით ტრენინგს თვითდისციპლინა — შენი წარმატება გარდაუვალია!    ჩვენთვის  სასურველ შედეგამდე მივყავართ.

«თვითდისციპლინა წარმატების მთავარი ინგრედიენტია!» — ამბობს ანა არველაძე, რომლის წარმატებაც მეტწილად სწორედ დისციპლინამ განაპირობა. ამიტომაც გადაწყვიტა შეექმან ტრენინგი და ბევრისთვის გაეზიარებინა ის  ცოდნა, რომელსაც თავად ძალიან კარგად ფლობს და რომელიც თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.

ანა არველაძე: ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი, რაც თვითდისციპლინამ მაჩუქა, არის საკუთარი თავის იმედი და სიმშვიდე. როდესაც აღებული რთული პასუხისმგებლობების მიუხედავად, შეგიძლია მშვიდად იყო და გჯეროდეს საკუთარი თავის, ვთვლი, რომ ეს თვითდისციპლინის დამსახურებაა.

რა არის თვითდისციპლინა?

პირადი თუ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ თვითდისციპლინა არის პროდუქტიული, წარმატებული და მშვიდი ცხოვრების ერთ-ერთი გარანტი.

უდიდეს როლს ასრულებს არა მხოლოდ დასახული მიზნების მიღწევაში, არამედ უმნიშვნელოვანესია მისი როლი ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხებში.

ძალიან დიდია ის ზიანი, რასაც საკუთარ ჯანმრთელობას ვაყენებთ უნებისყოფობისა და მოუწესრიგებელი ცხოვრების წესის მეშვეობით, თვითდისციპლინის განვითარება გვეხმარება ვიზრუნოთ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე, გვაძლევს შესაძლებლობას დავოსტატდეთ ჩვენთვის საინტერესო სფეროში, გვმატებს ნებისყოფას დასახული მიზნების მისაღწევად გასავლელ გზაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვიცავს იმ არასასურველი ქიმიური რეაქციებისგან, რასაც ადამიანის სხეულში უნებისყოფობის განცდა და შფოთვა იწვევს.

რა როლი აქვს თვითდისციპლინას თქვენს კარიერულ განვითარებაში?

უმნიშვნელოვანესი. არასოდეს დამავიწყდება, როგორ გამოვედი უნივერსიტეტიდან აცრემლებული, სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ არავინ იცოდა, რა რესურსი და ნებისყოფა დასჭირდა 4 მცირეწლოვან შვილთან და დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას და სწორედ თვითდისციპლინამ გამიწია უდიდესი დახმარება ცხოვრების მრავალ, საკმაოდ რთულ ეტაპზე.

რამდენად გეხმარებათ თვითდისციპლინა შვილებთან ურთიერთობაში?

იმ უამრავ სიკეთესთან ერთად, რაც მათ თვითდისციპლინამ მოუტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში, უნდა აღვნიშნო ალბათ ყველა მშობლისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი სირთულე — ძილის რეჟიმი და მოზარდები, და ამ სირთულის მიუხედავად, იმის ყურება, თუ როგორ ანთავსებენ საკუთარ მობილურ მოწყობილობებს «საცავში» რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ, ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს როგორ მიდიან დასაძინებლად ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე…

უდიდესი ბედნიერებაა ის, რომ ალბათ იმ სხვა ღირებულ უნართა შორის, რომელიც მშობელმა შვილს უპირობო სიყვარულთან ერთად შეუძლია ასწავლოს, ერთ-ერთი საპატიო ადგილი თვითდისციპლინას ეკუთვნის.

ტრენინგ-კურსი თვითდისციპლინა — შენი წარმატება გარდაუვალია!     იწყება 19 დეკემბერს

🕖 ტრენინგი ჩატარების დრო: 

19 დეკემბერიდან — 27 დეკემბერის ჩათვლით.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ — 19, 21, 23, 25 და 27 დეკემბერს, 20 საათზე.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ამ გვერდზე https://bit.ly/3n9lg5N

☎️ 595 91 91 93

ნანახია:(592)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ლიდერთა და ტრენერთა სკოლა — მტკიცე ნებისა და ხასიათის სამჭედლო

პეტრე ჩარგეიშვილი — თეატრის რეჟისორი მაგისტრის ხარისხით, დრამატურგი, მსახიობი. გიორგი საღარაძის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.  „პოლიტიკოსები იმიტომ იტყუებიან რო სიმართლე დამალონ.


«სწორედ მისი პოვნაა ცხოვრების უდიდესი სიხარული»…

მედიტაცია არის იმის გაცნობიერება, რომ თქვენ არ ხართ გონება. როდესაც უფრო და უფრო ღრმად გააცნობიერებთ ამას, ნელ-ნელა დადგება სიჩუმის, ცარიელი


როგორ „გავყიდოთ“ საკუთარი თავი – გიორგი კალატოზიშვილის ვორქშოფი პროფესიონალებისთვის (ვიდეო)

მედიაჰოლდინგ „კვირას“ ორგანიზებით, 10 -11 ივნისს,  სასტუმრო Vere House-ში (გურამ რჩეულიშვილის ქუჩა 13), 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ჩატარდება პიარკონსულტანტის, ქოუჩის


istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
dubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escortsdubai escorts
ataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escortataşehir escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort
london escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escortslondon escorts
istanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escortistanbul escort