რასაც ე-მსახურ-ები იმას ი-მსახურ-ებ!  | Jolo.ge


რასაც ე-მსახურ-ები იმას ი-მსახურ-ებ! 

რასაც ე-მსახურ-ები იმას ი-მსახურ-ებ! 

იცით რატომ არის ნეგატიური აზროვნება ცუდი?
იცით, რატომ არის ნეგატივზე საუბარი, მოსმენა, მასზე კონცენტრაცია — საშიში?
იცი, რატომ ხდება ის რაც ახლა შენს ცხოვრებაში ხდება?

შენ ეს დაიმსახურე!!!
რადგან ნეგატიურ ენერგიას ემსახურე, მისი მონა და მორჩილი იყავი… და იმსახურე მისგან ყურადღება, თანაც გულუხვი საჩუქრებით.
გინდა ფული?
ბედნიერი, მშვიდი და სიხარულით სავსე ცხოვრება?
გინდა ბინა დაიხსნა?
გინდა დაგიფასონ, დაგინახონ? შეგიცოდონ?
გინდა სიტუაცია გამოსწორდეს? შეიცვალოს?..

„ოხ, რამდენი რამ გინდა მაგათმა კი გაიხარონ….“ 

ეს შენი ცხოვრება, შენი გზა და შენი მსახურების შედეგია — თავად და-იმსახურე!!!

— ვიცი, სასტიკად და ბოროტად ჟღერს…
— ვიცი, უფრო მოგეწონებოდა და მალამოდ გულზე მოგედებოდა რომ დამეწერა — „რა ქვეყანაში ვცხოვრობთ“, “ამისი და იმისი..“… „რა, უგულო ხალხი ვართ“… „სხვისი ჭირიო..“ თუ რაღაც მსგავსი ბლაბლა…
მერე იცი რას ვიზამდით:
ერთნაირები ერთმანეთს ვიპოვიდით, თავს მივადებდით ერთ ხვედრში, ბედში და აზროვნებაში მყოფნი და ვიტირებდით, ვიწუწუნებდით, განვიკითხავდით, გავაკრიტიკებდით, ჩვენს ყოფაზე უკმაყოფილონი, არარაობის განცდით ინდაურებივით „კრკრკრკრკრკრ..“ გემრიელად, უნისონში გავერთიანდებოდით… ცოტა ხანი მოგვეშვებოდა…

მაგრამ

შეიცვლებოდა ამით რამე?
ა რ ფ ე რ ი აააააააააარრრრრრრრრრრრააააფფფფეეერრრიიიიიი
ს ა ე რ თ ო დ ა რ ა ფ ე რ იიიიიი….

უარესი, გაამრავლე. თუ ადრე ერთი იყავი ახლა ორნი ვიქნებოდით, ჩვენ კიდევ ჩვენებს გადავდებდით ამ ვისრუსს და …

ნათელმხილველობა არ სჭირდება ამას… უბრალოდ, რომ დააკვირდეთ, გავლილ, ბოლო, მინიმუმ, ხუთი წლის აზროვნებას შენი დღე იწყებოდა ცუდი აზრებით და ღამდებოდა საშინელი ფიქრებით…
უმადურობის, უკმაყოფილო სიტყვებით და მოთოკილი აგრესიული ქცევებით…
დილიდან საღამომდე უსმენდი საინფორმაციოებს, განიკითხვადი, განიხილავდი იმას, რაც შენს ცხოვრებას ვერნაირად ვერ შეცვლიდა.. იმდენი იწუწუნე ცხოვრების უვარგისობაზე, იმდენ რამეს ნანობდი და იმდენი… იმდენი ნელ-ნელა, თავი აგტკივდა, მერე წნევები დაგეწყო, მერე შაქარმა აგიწია, ეს არ გეყო თითქოს… ახლა სერიოზული პრობლემები შენს ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და ძვირფას ადამიენაბზე გავრცელდა… მერე ბავშვებით მანიპულირებას იწყებ, მერე შეფარული სუიციდით იმუქრები სოც-ქსელში… დამიჯერე, ყურადღების მიქცევის სხვა ხერხებიც არსებობს…

რა არის მაინც ეს ცხოვრება, არა?

მე კი შეგიცოდებ, თავზე ხელს გადაგისვამ რამდენიც შემეძლება დაგეხმარები რასაკვირველია,
მაგრამ
შეიცველბა რამე?

შენ ხომ აზროვნება არ შეგეცვლება ძალისხმევის გარეშე, სიტუაციას და საკუთარ აზრებს ერთმანეთს არ უკავშირებ. ფიქრობ — თუ რა შუაშია საკუთარი თავის და ცხოვრების სიძულვილი, მიუღებლობა და უკმაყოფილება არსებულთან. არ ჯობია — დაადანაშაულო ერთი ნაწილი და მეორე ნაწილს თავი შეაცოდოოო?

მაგრამ მიუხედავად ბრაზნარევი ტონისა, დაგროვილ სათქმელს ვიტყვი:
ბნელის ერთგულად (როცა, ერთი დღეც კი არ გიცხოვრია ნეგატივის გარეშე) მსახურებამ. გაამრავლა ისინი შენს ცხოვრებაში.

ბუნებრივია და უბრალო ფიზიკაა — ვისაც ეძახი და ვისაც ყოველდღიურად ელოდები, ის გსტუმრობს!
შენმა ნეგატივის მსახურებამ, მორჩილება-მონობამ არ დააყოვნა და გაბატონდა შენზე და შენს ცხოვრებაზე.

არანაირად არ ვცდილობ დაგაკნინო, უბრალოდ სურვილი მაქვს ვემსახურო სინათლეს — მადლიერებას, სიყვარულს, ზრუნვას, სიხარულს, ბედნიერბას, სათნოებას….
სურვილი მაქვს გამოგაღვიძოს სიტუაციამ, რადგან იგივე გზა მეც ( ალბათ ყველამ) გამოვიარე და გაკვეთილები რომელიც მივიღე იყო სასტიკი, ილუზიების სრული მსხვრევა და ნამხვრევებიდან ხელახლა წამოდგომა… და არა ერთხელ…

მადლიერება მასწავლა უმადურს…
მიტევება მასწავლა ბოღმიანს.
გაცემა კეთება მასწავლა, ძუნწს…
სიხარული მასწავლა უჟმურს..
სიყვარული მასწავლა ეგოისტს..
მიმღებლობა მასწავლა კატეგორიულს
და დღესაც ვსწავლობ
ყოვედღე და
ყოველ წამს

ცხოვრება უდიდესი მასწავლლებელია, მართალია იხდი ემოციური მდგომარეობით, მაგრამ სამაგიეროდ გამახსოვრდება სამუდამოდ 

და ერთს მივხვდი:
— რასაც ე-მსახურ-ები იმას ი-მსახურ-ებ!
სამყაროს სხვა საშუალება არ აქვს გარდა ამ სიტუაციებისა გამოგაფხიზლოს, გასწავლოს, გაგაგებონოს, მიგახვედროს..

გთხოვ, ისევ შენთვის, გახდი სინათლის მსახური და დაიწყე ახლავე, ნელ-ნელა იპოვე ნათელი წერტილები შენს ცხოვრებაში და გაამრავლე.

გააკეთე არჩევანი
ახლავე წამოდექი და თქვი:
— დღეიდან, მე ვარ მსახური სინათლეს…

ამ პოსტს კოკრეტული ადრესატები ჰყავს.
ვააა, რატომ გავბრაზდი ნეტავ?  ვაუუუ, საკუთარ თავზეც მაქვს უამრავი სამუშაო ე.ი. ჯერ საჭირო ვარ 

მიყვარხართ მე თქვენ!
იახრეთ და დატკბით ცხოვრებით და იმუშავეთ საკუთარ თავზე!

მადლიერებით და თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით თამარ კვარაცხელია

http://kvaratskhelia.pro/

ნანახია:(540)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შენ სანდო ხარ თუ არა სანდო?

ადამიანებს შორის ნამდვილი ურთიერთობა არის ცოცხალი, უხილავი ველი, რომელიც ქმნის ხილულ, ნამდვილ სახეს. ამ ურთიერთობას ქვია — ნდობა, რომელიც ყველა


10 საშუალება ტვინის გაზარმაცების და დეგრადაციის თავიდან ასარიდებლად

ალბათ შეამჩნევდით, რაც უფრო გემატებათ ასაკი, მით უფრო ნაკლებად ცდილობთ დაძაბოთ ტვინი და ერიდებით საქმეს, რომელსაც მიუჩვეველი ხართ. თქვენ გირჩევნიათ


მომართეთ საკუთარი თავი წარმატებაზე

ალბათ ხშირად დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რას მიაღწიეთ ცხოვრებაში, რა ტემპით მიიწევთ წინ, როგორ ცხოვრობდით წარსულში ან რისი მიღწევა გსურთ მომავალში.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*