რას ნიშნავს ცხოვრება 100%-ზე? | Jolo.ge


რას ნიშნავს ცხოვრება 100%-ზე?

რას ნიშნავს ცხოვრება 100%-ზე?

ნაწილი #1

ფილმის ერთ-ერთ სცენაში, მომაკვდავი მამა ტაძარში ეუბნება შვილს: მე სრულიად არ მაღელვებს ის ფაქტი, რომ ადამიანები კვდებიან, მაგრამ ძალიან მაშფოთებს ფაქტი, რომ ისინი არ ცხოვრობენ მაშინ, როდესაც ცოცხლები არიან… ისინი უბრალოდ, წყვეტენ ნამდვილ ცხოვრებას და მხოლოდ არსებობენ.

მართლაც, რატომ წყვეტენ ადამიანები ცხოვრებას სიცოცხლეშივე?

მაშინ, როცა სამყარო მთელი თავისი უნიკალური შესაძლებლობებით მათ გარშემოა?

შეიძლება ახლა შენ უამრავი მიზეზი გაგიჩნდეს გონებაში: არ ჰყოფნით ფული, დრო, გამბედაობა, წარმოსახვა და ა.შ. მაგრამ აქვე გეტყვი, რომ სინამდვილეში, ჩვენი საზოგადოება, განათლების სისტემა, რომელშიც ვსწავლობთ და ვიზრდებით, წარმოდგენასაც კი ვერ უქმნიან ადამიანს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვრო სავსე ცხოვრებით.

ადამიანებმა უბრალოდ, არ იციან, როგორ გამოიყენონ საკუთარი შინაგანი პოტენციალი შესაძლებლობების მაქსიმუმზე და როგორ იცხოვრონ 100%-ზე, ისე, რომ სიკვდილის წინ აღარაფერი დარჩეთ სანანებელი.

კმაყოფილება მოდის მხოლოდ მაშინ, როცა გულწრფელად შეგვიძლია ვუთხრათ საკუთარ თავს, რომ ცხოვრებაში გააკეთე, განიცადე და განახორციელე ყველაფერი, რაც შენს გულს ნამდვილად უნდოდა.

გავლილი ცხოვრებით კმაყოფილება მოდის სისავსის, რაიმეს დასრულების შეგრძნებიდან, როცა გრძნობ, რომ აღარაფერი დარჩა გამოუხატავი [ფიქრები, გრძნობები, ემოციები], გაუკეთებელი [რაც გულით გინდოდა], განუხორციელებელი [სურვილები და ოცნებები].

თანამედროვე საზოგადოება ადამიანს ასწავლის, რომ უნდა გახდეს წარმატებული კარიერაში, მაგრამ არ უყვება სრულფასოვანი, ნამდვილი ცხოვრების შესახებ, სადაც ცხოვრობენ განხორციელებული ოცნებები და აქედან გამომდინარე კი, არის სიხარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, შემოქმედება, თვითრეალიზება, ჯადოსნურობა!

ჩვენი პოსტების სერიის თემაც სწორედ ესაა — დაგანახოს ალტერნატივა, პირველი ნაბიჯები სრულყოფილი ცხოვრებისკენ და შევავსოთ ის სიცარიელე საგანმანათლებლო სისტემაში, რომელიც შემთხვევით თუ სპეციალურად გამორჩათ და ამ სიცარიელეს ჰქვია — ცნობიერება, რომლის განვითარებაც საშუალებას მოგცემს, გახდე საკუთარი ცხოვრების შემოქმედი და საკუთარი ბედის ავტორი.

#შემოგვიერთდი  http://bit.ly/2gW4K8e

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ ახლა, სად ცხოვრობ ან მუშაობ, რა განათლება გაქვს მიღებული… მთავარია, გქონდეს ინტერესი, ეს ცვლილებები დაიწყო აქ და ამჟამად და შენ მალევე მიხვდები, რომ სამყაროს იმაზე მეტი შესაძლებლობა აქვს შენთვის მომზადებული, ვიდრე თავად ხედავ და რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლია, მიიღო და განიცადო — ყველაფერი, რაც გინდა!

შეიძლება არ გჯეროდეს იმის, რომ შენს ცხოვრებაში ცვლილებები შესაძლებელია, მაგრამ ერთი რამ იცოდე: მხოლოდ იმ ადამიანის ცხოვრება იცვლება, ვისაც ამის სწამს და სჯერა!

რწმუნებულებების თემაზე ჩვენ ვისაუბრებთ ვებინარების 3 დღიან მარათონში და ჩემი რჩევა იქნება, არ გამოტოვო, რადგან ნამდვილად დაინახავ იმას, თუ როგორ უგებ ხაფანგს საკუთარ თავს ყველა ნაბიჯზე და როგორ არ აძლევ უფლებას, იყოს რეალიზებული და ბედნიერი.

გიორგი თვალაძე

ნანახია:(155)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ეს რომ არ მოხდეს, დრო და დრო უნდა შეჩერდეთ

როცა რაღაცას აკეთებ, აკეთებ, აკეთებ; ბოლოს დაასრულებ, შეხედავ და იტყვი, „ნუთუ ამისთვის ვწვალობდი?!“ ეს რომ არ მოხდეს, დრო და დრო


„თქვენი ცხოვრებაც თანდათანობით დღესასწაულად იქცევა“…

შეხვდით ყოველ დილას, როგორც ახალ წელს, როგორც დღესასწაულს, რომელსაც ყოველთვის დიდი სიხარულით და დიდი იმედებით ვხვდებით. იგრძენით სიცოცხლის სუნთქვა ყოველი


განსხვავებულ შედეგს განსხვავებული ქმედება სჭირდება

ყველა ის ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება და გვაღიზიანებს თავისი ქცევით თუ უსაქციელობით, როგორც წესი, იმ გენიალური ადამიანის შინაგანი მდგომარეობის ანაბეჭდია,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*