რას მოიცავს ორსაათიანი სიცილის თერაპია? | Jolo.ge


რას მოიცავს ორსაათიანი სიცილის თერაპია?

რას მოიცავს ორსაათიანი სიცილის თერაპია?

უკვე ბევრისთვის არის ცნობლი, რომ თბილისში, ყიფშიძის 9–ში, არის ადგილი, სადაც ყოველ შაბათს, ყველაზე უჩვეულო თერაპია ტარდება, ეს სიცილის იოგა გახლავთ. ამ ფაქტს ბევრი ხალისით შეხვდა, ბევრი ინტერესით, ბევრიც სიტყვებით – სასაცილოდ გვაქვს საქმე?! ვაი ჩვენს დღეეს!

ჰოოოდა, მინდა გაუწყოთ, რომ ეს შეხვედრები ყველაზე მეტად სწორედ იმ ადამიანებისთვის ეწყობა, რომლებიც თვლიან, რომ სასაცილოდ არა აქვთ საქმე. რომლებიც გამუდმებულმა დარდმა თუ ნეგატივზე ფოკუსირებამ ლამისაა გადაიყოლოს.

უკვე კარგა ხანია, რაც ფსიქოლოგიური ექსპერიმენტების შედეგად დადგინდა, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს არა მარტო ვაი–ვიში, არამედ ნეგატიური ფიქრებიც კი ადამიანის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე.  ასევე ცნობილია ის ფაქტიც, რომ რაც უფრო მეტად «დაუხრით თავს» ნეგატივს, მით უფრო ჩაგითრევთ, მით უფრო დაგღლით და დაგამწუხრებთ. ამიტომაც, ჩემო ძვირფასებო – «ვაი ჩვენს დღეს» კი არა, სიხარული ჩვენს დარჩენილ დღეებს. 

სწორედ ამ სიხარულის აღმოჩენასა და განცდაში გეხმარება სიცილის იოგა, რომელიც სხვადასხვა ფიზიკური, სუნთქვითი თუ ფსიქოლოგიური პრაქტიკებისგან შედგება.  უფრო დეტალურად თუ რას მოიცავს ეს ორსაათიანი თერაპია, თავად ნინო შავდია გვესაუბრება.

ნინო შავდია: თავიდან უკვირთ, მაგრამ გამოცდიან თუ არა რწმუნდებიან, თუ რა მაგიური ძალა აქვს სიცილს. ბევრმა არ იცის თუ რეალურად რა ხდება აქ და ამიტომ ზედაპირულად უდგებიან. ჰგონიათ, რომ ამ 2 საათის განმავლობაში, უბრალოდ ვდგავართ და სულელებივით ვიცინით.

–ამიტომაც აინტერესებთ ალბათ, თუ რას მოიცავს სიცილის თერაპია?

სიცილის თერაპია მოიცავს როგორც თეორიულ მასალას ასევე პრაქტიკულსაც.  არის ცეკვაც, იოგაც და საკმაოდ დიდი ცოდნა მიაქვთ აქედან.  ჩვენთან ხდება იმ  შინაგან ბავშვთან შეხვედრა, რომელიც ბევრს ძალიან დიდი ხნის მიტოვებული ჰყავს. ხდება ამ «შინაგანი ბავშვის» გალაღება, გამხიარულება, აქ იმ ბავშვურ მხიარულებას და სიცილის უნარს იბრუნებს ზოგიერთი, რაც ცხოვრებამ დიდი ხნის წინ დაავიწყა. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ მონაწილეები იმდენად კარგად გრძნობენ თავს, რომ სახლში წასვლა არ უნდათ.

– და ყველაზე მთავარი ალათ ის არის, რომ ულევი ენერგიით ივსები

– რა თქმა უნდა, რაც გმატებს სიცოცხლის ხალისს და გხდის ბევრად უფრო ბედნიერს. სიცილს ბევრი დადებითი რამ ახასიათებს. სიცილის დროს გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი –ენდორფინი. ამცირებს სტრესის ჰორმონებს, არის უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე  ტვინისადმი ჟანგბადის მიწოდებას, რის შედეგადაც გამჭრიახობა იზრდება 10%-ით, სისტემატიური სიცილის თერაპია კი კურნავს ბევრ სხვადასხვა დაავადებას.

https://bit.ly/2T5vVlY

😀😀😀☀️☀️🙏🙏😃😃😂😍☀️☀️😀😀😀☀️☀️🙏🙏😃😃😂😍☀️☀️

ყოველ შაბათს, 19:00–ზე

სიცილის იოგას, საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი ნინო შავდია ატარებს.

ფასი:  25 ლ

გაიარეთ რეგისტრაცია  http://bit.ly/2zyHuXg

ან დაგვირეკე:  597 997 887

 🏫მის.: მედიტაციის ცენტრი. ყიფშიძის 9, შესასვლელი ეზოში

3ბ კორპუსის («გლობალმედის») წინ, არია იოგას შენობაში.

გელით გაილამაზეთ ცხოვრება  🤩🥰

P.S ვისაც დასწრება გსურთ და არ გაქვთ გადახდის საშუალება, დაგვირეკეთ და მოდით, ერთად გავავრცელოთ პოზიტივი   ☀️☀️🙏🙏

ნანახია:(573)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინ და როდის მიაწოდა ვანოს პლანი?

„ფეისბუქზე“ ვანო მერაბიშვილის მიერ მოყოლილ ერთ კურიოზს იხსენებენ. „2012 წლის 1ოქტომბრის არჩევნებამდე ვანო სისტემატურად დადიოდა რაიონებში და მოსახლეობას ხვდებოდა. კასპში


15 მაისს, 14:00, — „სიცილისა და პოზიტივის კარნავალი“ თბილისში

უკვე მეორე წელია თბილისი „სიცილისა და პოზიტივის კარნავალს“ ზეიმობს. გასულ წელს ეს დღესასწაული საკარნავალო მსვლელობით რუსთველის გამზირზე აღინიშნა. წელს კი ვარდების


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*