„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“ | Jolo.ge


„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

„რას ვფიქრობ ჩემო მარკ და… ვიცი, ეს დღე აუცილებლად დადგება!“

რას ვფიქრობ ჩემო მარკ და ვფიქრობ იმ დღეზე, როცა უნდობლად, ეჭვით ან/და გაოცებით არ დამიწყებენ ყურებას, როდესაც ვიტყვი, რომ ერთნაირად შეიძლება მიყვარდეს სრულიად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების თუ რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი…

როცა ზოგიერთი «მეოცნებე» ახლობელი უნდობლად არ შემომხედავს იმის გამო რომ არ შევწყვიტე მეგობრობა იმ ადამიანებთან რომლებიც „გაქანებული ნაცები“ არიან და არც ზოგიერთი ძველი მეგობარი დამიწყებს ალმაცერად ყურებას იმის გამო, რომ „ოცნებებს გავუშინაურდი“.

ვფიქრობ იმ დღეზე, როცა ქუჩაში მძიმე ჩანთების თრევისგან წელში საცოდავად მოკაკვულ და ლასლასით მიმავალ „მტრული“ ეროვნების ხანშიშესულ ქალბატონს „შენი ჯიში მ….ნ“ –ის „ლოცვით“ არ გააცილებენ ჩემი თანამემამულენი და მე კი უცნაურად არ დამიწყებენ ყურებას იმის გამო რომ მას ჩანთების წაღებაში დავეხმარე…

ვფიქრობ იმ დღეზე, როცა თითოეული ადამიანი გააცნობიერებს, რომ მისი კეთილდღეობა, ბედნიერება, წარმატება დამოკიდებულია არა იმ არჩევანზე, რომელსაც ერთ დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთებს, არამედ იმაზე, თუ როგორი ცხოვრების წესს და აზროვნების ფორმებს ირჩევს ყოველდღიურად.

ვფიქრობ იმ დღეზე როცა ადამიანი მიხვდება რომ აზრი არა აქვს ბედნიერების ძებნაში ქვეყნიერების კიდით–კიდემდე წანწალს რადგან ბედნიერების წყარო თვითონ ადამიანშია და სანამ სხვების, ქვეყნის და თუნდაც სამყაროს მართვაზე პრეტენზიას განაცხადებს ჯერ საკუთარი თავის და იმ რესურსების მართვას ისწავლის რომლებიც თვითონ მასშია.

ვფიქრობ იმ დღეზე, როცა ადამიანები ბოლოს და ბოლოს მიხვდებიან, რომ სიყვარული არც ვერტიკალურია და არც ბრუნვადი, რომ ის გაცილებით მეტია ვიდრე ნებისმიერი განზომილება, ფორმა, ემოცია, გრძნობა და ადამიანი ერთად აღებული, რომ საქვეყნო საქმის კეთება მხოლოდ სიყვარულით სავსე გულით არის შესაძლებელი და რომ თუ ადამიანი განმსჭვალულია სიძულვილით, ბრაზით, ზიზღით ან/და შურისძიების გრძნობით თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ, მიუხედავად მიზეზისა, ის ვერ შექმნის ვერაფერს დიადს და ღირებულს გრძელვადიან პერსპექტივაში…

ვფიქრობ იმ დღეზე, როცა ადამიანები გავნთავისუფლდებით არაბუნებრივი, თავსმოხვეული არაეფექტური წრმუნებულებების, დოგმებისა და სტერეორიპებისაგან, სრულიად შევიგრძნობთ ჭეშმარიტი თავისუფლების სიდიადეს და დავიწყებთ ცხოვრებას საკუთარ თავთან, ერთმანეთთან და სამყაროსთან სრულ ჰარმონიაში.

რატომ „ვფიქრობ“ და არა ვთქვათ „ვოცნებობ“?

იმიტომ რომ ვიცი ეს დღე აუცილებლად დადგება!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

ნანახია:(92)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ კი ვინმე ამ გზაზე დგახართ, საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ“!!!

ადამიანს შეუძლია მიზანდასახულობით და შეუპოვრობით, ამ ქვეყნიერებაზე არსებულ ყველა სიმაღლეებს მიაღწიოს! ჩააბაროს მსოფლიოში საუკეთსო უნივერსიტეტებში, მიიღოს განათლება, დააგროვოს უმარავი სხვადასხვა


ამით ყველაზე დიდ საიდუმლოს ახდით ფარდას, სამაყროში

მოგისმენიათ ოდესმე სიჩუმესთვის? გქონიათ თუ არა აზრების გაჩერების სურვული? გაგირჩევიათ, როდის გელაპარაკებათ ეგო და როდის შინაგანი ხმა, სად გადის ზღვარი?


შენ გჯერა „ჯადოსნური სასწაულების“?

– შენ გჯერა ჯადოსნობის? – ჰკითხა სიცოცხლემ – არა,  – უპასუხა ადამიანმა, რომელიც ყიდდა ტკბილეულს – ბავშვი ხომ არა ვარ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*