fbpx

„რას იზამ, ასეთია გონების ტყვეობის პრინციპი“ …

ავტორი ჟოლო
56 ნახვა

რა დასანანია, ფანტაზიებში არ არსებული მთების გადაადგილება რომ შეგიძლია, მაგრამ გზაზე კენჭი რომ შემოგხვდეს, დახრის და გადაადგილების თავი არ გაქვს, ფეხის გაკვრაც კი გეზარება, სხვას ელოდები…

არადა, ყველა “ღმერთია”! რომ ჰკითხო სამყაროებს მართავენ, საკუთარ თავებს კი ვერა. სხვებს ასწავლიან გზაზე სიარულს, საკუთარ ბილიკზე კი ვერ გაუვლიათ. იციან, სხვებმა როგორ იცხოვრონ, საკუთარი ცხოვრება კი ხელებში ემსხვრევათ.

რას იზამ, ასეთია გონების ტყვეობის პრინციპი.

კიდევ ასატანი იქნებოდა, მხოლოდ საკუთარ თავებს რომ ატყუებდნენ და შენც არ გაყრიდნენ თვალებში ნაცარს. რა ვქნა, არ მინდა ეს ფსევდო-ღმერთობა! ვისაც გინდათ, გააგრძელეთ ძილი, მე “ადამიანობა” მაცადეთ.

Emma

მსგავსი სტატიები

Leave a Comment