რას გვეუბნება ხმის ტემბრი ადამიანის ხასიათზე | Jolo.ge


რას გვეუბნება ხმის ტემბრი ადამიანის ხასიათზე

რას გვეუბნება ხმის ტემბრი ადამიანის ხასიათზე

ხმას, საუბრის მანერას და ინტონაციას ბევრი რამ შეუძლია თქვას პიროვნების ხასიათის შესახებ. ამიტომაცაა, რომ ხშირად საკუთარი გრძნობების დაფარვას ვერ ვახერხებთ. ხმა — ეს ის იარაღია, რომლის რაციონალურად გამოყენება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.

 

ხმამაღლა და მკვეთრი ინტონაციით მოლაპარაკენი, გარშემო მყოფებს, ხშირ შემთხვევაში, ნევროზულ მდგომარეობაში აგდებენ. უმეტესწილად, ამ კატეგორიის ადამიანები არ არიან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულნი. აქედან მომდინარეობს მათი აგრესიაც, რაც მათ ირგვლივ მყოფთ, დაძაბულ და უსიამოვნო გარემოს უქმნის.

სასიამოვნო, დაბალი ხმის ტემბრის მქონე ადამიანებმა კარგად იციან საკუთარი თავის ფასი.

წვრილი, ბავშვური ხმა კი უმეტესწილად, მშიშრებსა და სხვაზე დამოკიდებულებს აქვთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ლაპარაკობს — საკუთარი ჩვევების, ემოციებისა და ხმის ტემბრის მიხედვით. ხმა არც ზომაზე მეტად ნაზი და ჩუმი უნდა იყოს და არც — ძალზე ბოხი და ომახიანი.

ყოველთვის გახსოვდეთ: თუ ზედმეტად ჩუმი, დაღლილი ხმით ილაპარაკებთ, თქვენთან ურთიერთობისა და საუბრის სურვილი ყველას გაუქრება. ასევე, ძალზე რთულია ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვებს ძლივს «ამოჰგლეჯ».

კარგია, თუ თანამოსაუბრის ინტონაცია მკაფიო და არამონოტონური იქნება. რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუ ადამიანს თანდაყოლილი, სასიამოვნო ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა აქვს.

ხმის გაუარესება შეიძლება ზედმეტმა ნერვიულობამ, გადაღლილობამ ან გამოუძინებლობის მუდმივმა შეგრძნებამ გამოიწვიოს. თუმცა მისი ყველაზე ვერაგი მტერი მაინც ნიკოტინია.

თუ ჩვენს ხმას მელოდიურობა აკლია, ამაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია, რადგან ჩვენვე შეგიძლია საკუთარი ხმა ბევრად უფრო სასიამოვნო გავხადოთ: სანამ საუბარში ჩავერთვებით (ან თავად დავიწყებდეთ ლაპარაკს), დადებითად განვეწყოთ  თანამოსაუბრის მიმართ. ამგვარი დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობილება თავისთავად შეარბილებს ტემბრს, «დაათბობს» და სასიამოვნოს გახდის ხმას.

ერთი სიტყვით, ხმის ჟღერადობა, მისი ტონი და სიმაღლე პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედი საშუალებაა და მასზე დიდადაა დამოკიდებული თუ როგორ აღიქვამს პიროვნება გარემოს.

ნანახია:(1992)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ქუჩაში ხელები გაშალა და აცეკვდა, სწორედ ისე როგორც ბავშვობისას…

გოგონა და წვიმა წვიმდა, ისე საოცრად, როგორც ბავშვობისას. დიდხანს უცქირა ფანჯრიდან წვიმას, მერე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, — ყველაზე ლამაზი კაბით


როგორ არ უნდა დავხარჯოთ ფული

დღეს ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას ფულის ხარჯვის აშკარა პრობლემა აქვს, რითიც აიხსნება ის ფაქტი, რომ მათ აქვთ სესხი სხვადასხვა ბანკებში, ვალები


რეგულარული ვარჯიში სასმელს ანეიტრალებს…

თუ თქვენ დალევა გიყვართ მეცნიერების ეს დასკვნა ალბათ გაგახარებთ. სასმელისგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია. შოტლანდიელი და ინგლისელი მეცნიერების განმარტებით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<