რას გულისხმობს სააღდგომო ტრადიციები?! | Jolo.ge


რას გულისხმობს სააღდგომო ტრადიციები?!

რას გულისხმობს სააღდგომო ტრადიციები?!

სულ რამდენიმე დღეში მართლმადიდებელნი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებენ.  აღდგომის მთავარი ტრადიცია კვერცხის შეღებვაა. იმისთვის რომ კვერცხი სწორად და კარგად შეღებოთ, აუცილებელია რამდენიმე წესი გაითვალისწინოთ.

 

პირველ რიგში, კვერცხი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. შეღებვის წინ კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. კვერცხი რომ თანაბრად შეიღებოს, კარგი იქნება თუ მას სპირტში დასველებული ბამბის ტამპონით დაამუშავებთ. ასევე, კარგი იქნება თუ წყალში ცოტა მარილს ჩაყრით, ასეთ შემთხვევაში, თავიდან აიცილებთ ხარშვის დროს კვერცხის გაბზარვას. კვერცხი დაახლოებით ათ წუთში იხარშება. სიხასხასისთვის კი კარგი იქნება თუ ერთ-ორ კოვზ ძმარს დაუმატებთ.

 

კვერცხი შესაძლებელია ნახატებითაც გააფორმოთ. ეს რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

 

სააღდგომო ტრადიციებში შედის ჯეჯილი და პასკა. მწვანე ჯეჯილი ახალ ცხოვრებასთან ასოცირდება, რომელიც იესო ქრისტემ მოგვილოცა თავისი აღდგომით. რაც შეეხება პასკას, იგი იმ მთის სიმბოლოა, რომელზეც ჯვარს აცვეს იესო. იგი ასევე, ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები ერთმანეთს პასკითა და ჯეჯილში ჩადებული შეღებილი კვერცხებით ულოცავენ.

 

და აქვე, “ჟოლოც“ გილოცავთ ყველა მართლმადიდებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტე აღსდგა!

ნანახია:(41)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ყოველი ადამიანი — ეს უსასრულობაა

«ქმრებს ცოლები ბეზრდებათ, ცოლებს კი ქმრები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავისი პარტნიორის სულთან შეხებას. მათთვის ერთმანეთის სხეულები უკვე


პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ნაადრევ დაბერებას იწვევს

დიეტოლოგებმა დაასახელეს პროდუქტები, რომლებიც ჩვენს ნაადრევ დაბერებას იწვევს. ესენია: = რაფინირებული მარილი მარილი- საშიში პროდუქტია, რომელიც ორგანიზმში წყალს აჩერებს და


„ცა რომ სარკე იყოს…“

„რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი ვიმოგზაურებდი, ვნახავდი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*