„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს დღეს შენი რეალობა, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ!“ | Jolo.ge


„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს დღეს შენი რეალობა, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ!“

„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს დღეს შენი რეალობა, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ!“

„დღემდე მახსოვს ის პირველი ნაბიჯი, ჩემი გულის აჩქარებული ცემა და აქეთ-იქით შეშინებული ყურება“ — იხსენებს ქოუჩი გვანცა მამაცაშვილი… ამ ნაბიჯმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა… შიში და აჩქარებული გულისცემა კადრს მიღმა დარჩა…

დღეს, სწორედ გვანცასგან გაიგებთ რა არის საჭირო უკეთესი რეალობის შესაქმნელად 

„გადადგი ნაბიჯი“!…

გვანცა მამაცაშვილი: „მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა ლონდონში ჯერ კიდევ ახალი ჩასული ვიყავი, რთული პერიოდი მქონდა. ჯერ მეგობრები არ მყავდა და მთელ დროს სამსახურში, რესტორანში ოფიციანტად მუშაობაში ვატარებდი. დღეში 12 საათი, კვირაში კი 5-6 დღე იქ ვიყავი. დილით ადრე ვდგებოდი და სახლში გვიან ვბრუნდებოდი.

ყოველ საღამოს, როცა რესტორნიდან გამოვდიოდი, ჩუმად დავდგებოდი ისეთ ადგილას, რომ არავის დავენახე და იქვე ახლოს, ხალხით სავსე ბარისკენ ვიყურებოდი. თითქმის ყოველთვის ახალგაზრდებით იყო სავსე. ზამთარშიც კი გარეთ იდგნენ, სვამდნენ, იცინოდნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. ვუყურებდი, მესმოდა მათი ჟრიამულის ხმა და სახეზე ცრემლები ჩამომდიოდა. ძალიან მარტო ვგრძნობდი თავს ქალაქში, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა და ჩემი ასაკის გოგოები და ბიჭები თავგადასავლებით სავსე ცხოვრებით ცხოვრობდნენ.

ბარში მარტო შესვლა მეშინოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა მიხვდებოდა, რომ მეგობარი არ მყავდა. წარმოვიდგენდი, როგორ შემობრუნდებოდნენ ჩემსკენ და გაკვირვებით შემომხედავდნენ იმის გამო, რომ მარტო ვიყავი. იმასაც ვფიქროდი, ვინმეს რომ გამოვლაპარაკებოდი, ჩემი დამტვრეული ინგლისურის გამო დამცინებდნენ. ამ ფიქრებში გავატარე რამდენიმე თვე, სანამ ერთ დღეს, ასე უმოქმედოდ ყოფნა უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე იმის გაფიქრება რომ ზურგს შემაქცევდნენ.

არასდროს დამავიწყდება ის საღამო, როცა გადავწყვიტე ბარში შევსულიყავი. დღემდე მახსოვს ის პირველი ნაბიჯი, ჩემი გულის აჩქარებული ცემა და აქეთ-იქით შეშინებული ყურება.

ამ ერთმა ნაბიჯმა ჩემს ცხოვრებაში ახალი რეალობა შემოიტანა. სინამდვილეში დავინახე, რომ ყველა ისე იყო გართული, ჩემი იქ შესვლა არც არავის შეუმჩნევია. მოგვიანებით კი, რამდენიმე ადამიანთან გამოლაპარაკების შემდეგ მივხვდი, რომ უმრავლესობა მათგანი ჩემსავით სხვა ქვეყნიდან იყო ჩასული და ჩემი ინგლისური მათსას სულაც არ ჩამოუვარდებოდა. მაგრამ ყველაზე მთავარი იმის აღმოჩენა იყო, რომ უცხო ადამიანები შეიძლება გაცილებით უფრო მეგობრულები იყვნენ, ვიდრე ამას წარმოვიდგენდი, და რომ ზოგადად ცხოვრება იმაზე კეთილია, ვიდრე იქამდე მეგონა.

მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დღეს ჩემი ცხოვრება ჩემთვის უძვირფასესი ადამიანებით არის სავსე. საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ინგლისურად მეტყველების კი არ მრცხვენია, არამედ ამ ენაზე თვით ინგლისელებსაც ვუკითხავ ლექციებს.

მე ამით ის მინდა გითხრა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღეს შენი რეალობა, რამდენად უსასრულოდაც არ უნდა გეჩვენებოდეს ის და შეუძლებლად მიგაჩნდეს მისი შეცვლა, ის აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ. სავარაუდოდ იმაზე სწრაფად ვიდრე შენ ეს წარმოგიდგენია. საკითხავია, თუ რას გააკეთებ შენ ამისთვის დღეს, თუნდაც ძალიან მცირეს, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს.

გადადგი ნაბიჯი!…

ნანახია:(1650)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

პატიება — სიმშვიდის და ბედნიერების გასაღები

დიდი ხანია რაც ნეირომეცნიერებმა აღმოაჩინეს, — თუ რა დიდი ძალა აქვს პატიებას და როგორ დადებითად აისახება თითოეულის ცხოვრებაზე, თუ როგორ


92 წლის შიმონ პერესის სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა…

«შიმონ პერსისი სიტყვები, რომელმაც სამყარო შეძრა,, ასე უწოდეს 92 წლის ებრაელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ისრაელის მე-9-ე პრეზიდენტის შიმონ პერესის


„მამა გაოგნდა, მუხლებზე დავარდა და ბავშვს პატიება სთხოვა“

ერთხელ მამამ თავისი სამი წლის გოგონა იმისთვის დასაჯა, რომ ოქროსფერი გადასახვევი ქაღალდის რულონი მთლიანად დახარჯა. ფული არც ისე ბლომად ჰქონდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<