რამდენიმე საათში აგროვებული 3000 დოლარი — ამერიკაში მცხოვრები ქართველების სიკეთე | Jolo.ge


რამდენიმე საათში აგროვებული 3000 დოლარი — ამერიკაში მცხოვრები ქართველების სიკეთე

რამდენიმე საათში აგროვებული 3000 დოლარი — ამერიკაში მცხოვრები ქართველების სიკეთე

«ამერიკის ქართველობამ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ემიგრაცია ვართ, უკვე რამდენი ადამიანი გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან… დავეხმაროთ» — წერს ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი და სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებული პოსტით ქართველებს კიდევ ერთხელ აერთიანებს. ბიჭი, რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით, ქართველების დასახმარებლად ბევრი საქველმოქმედო აქცია გამართულა, კიდევ ერთი სიცოცხლისთვის იბრძვის.  გიორგის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან რამდენიმე საათში, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა,  3000 –მდე დოლარის აგროვება შეძლეს.

გიორგი ნიკოლაიშვილის პოსტი

«ცოტა ხნის წინ ინტერნეტი მოიცვა პოსტებმა ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად როგორ იბრძვის 2 ძმა. ქალბატონი თურქეთის კლინიკაში იბრძვის. მაიასთვის — ასე აწერია მათ მოძველებულ ავტომობილს, ნიკა და რატი ქართველიშვილები მონაცვლეობით მუშაობენ ტარიფის გარეშე, ვისაც რამდენი საშუალება აქვს ყუთში აგდებს მებრძოლ ძმებს დედა გადაურჩინოს!

ამერიკის ქართველობამ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ემიგრაცია ვართ, უკვე რამდენი ადამიანი გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან.

თუ შენ ამ სტატუსს კითხულობ და გენატრება დედა, გენატრება წლობით უნახავი შვილი, გახსენი ბმული და რამდენიც შეგიძლია, დაეხმარე, დედა სახლში დავუბრუნოთ ძმებს! დღეს ჩვენც ნიკას და რატის დედმამიშვილი უნდა ვიყოთ, ჩვენი სიძლიერე ხომ მხოლოდ ერთობაშია!

გთხოვთ გაავრცელოთ, რათა ბევრმა ნახოს.
სიკეთე გადამდებია! «❤️

 

https://www.gofundme.com/f/1qesfci66o?fbclid=IwAR3pGWe0xyDGBs-bMYPX9Klt0bIcQIkMYV8lk4ULk00qS5rqhL387dHYNB8

ნანახია:(29)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კახა ბენდუქიძის „ერთი ბიჭის ისტორია“

ერთი ბიჭის ისტორია ავტორი, — კახა ბენდუქიძე მინდა ერთ ბიჭზე მოგიყვეთ. ქუთაისელი იყო. თბილისი ბავშვობიდან არ უყვარდა. ცხენები უყვარდა. ოცნებებში


«Facebook»-ის მომხმარებლებო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ!

“გაიგე, ვინ სტუმრობს შენს პროფილს ყველაზე ხშირად“ — უკვე შეგხვდათ საიტი, რომელიც ასეთ მომსახურებას გთავაზობთ? პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი


„აკი ამბობდა მიხეილ ჯავახიშვილი: მადა, ზარმაცობა და ოცნება დარჩაო ქართველ კაცს!“ — ცოტნე გამსახურდია

„გუშინ ჩემი მეგობარი მეუბნება: კვალიფიცირებული მკერავი ვერ ვიპოვე, კომპანიონად რომ წავიყვანო ფირმაშიო. გავიკითხე, ორიოდე ნაცნობ ატელიეს დირექტორსაც დავურეკე, ყველგან ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*