„რამდენიმე რჩევა მათ ვისაც ფული არ ჰყოფნის“ — ხათუნა მუზაშვილი | Jolo.ge


„რამდენიმე რჩევა მათ ვისაც ფული არ ჰყოფნის“ — ხათუნა მუზაშვილი

„რამდენიმე რჩევა მათ ვისაც ფული არ ჰყოფნის“ — ხათუნა მუზაშვილი

ფული ყველას უნდა, ფული აუცილებელია, მაგრამ ბევრისთვის ძნელად მოსაპოვებელი. გაეცანით ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილის რჩევებს და გაიგეთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის რომ გქონდეთ იმდენი რამდენის სურვილიც გაქვთ.

<strong>

1.თუ ფული არ გყოფნით და გამოსავალი სამსახურის შოვნა გგონიათ , თქვენ ცდებით — რაც შეიძლება ნაკლებად იმუშავეთ „სხვაზე“… მხოლოდ „საკუთარ თავზე“ მუშაობას შეუძლია გაგიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა …

 

2.ფული დახარჯეთ მხოლოდ გეგმის მიხედვით — წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და არასოდესშეიძინოთ ის რაც იქ არ გიწერიათ;

 

3.თუ ფული არ გყოფნით , შექმენით ბიზნესი და თუ საერთოდ არ გაქვთ ფული, შექმენით ბიზნენი სასწრაფოდ;

 

4.გამდიდრების გზა მხოლოდ პასიურ შემოსავალზე გადის — დაგეგმეთ, მოიფიქრეთ და შექმენით პასიური შემოსავალი, რათა შეძლოთ განთავისუფლდეთ ფულზე ფიქრისგან;

 

5.იფიქრეთ იმაზე, როგორ იშოვოთ თვეში მინიმუმ 50000$ — ნაკლებზე არც იოცნებოთ….და იდეას, რომელსაც თქვენი აზრით ამ თანხის მოტანა არ შეუძლია, ხელსაც ნუ მოკიდებთ.

 

6.ფული მოდის თქვენთან ადამიანების ხელით, ამიტომ იყავით კონტაქტური….ჩაკეტილი ადამიანები იშვიათად არიან მდიდრები;

 

7.წუწუნა ადამიანები თითქმის ყოველთვის გაჭირვებულები არიან , და გაჭირვებული ადამიანები აუცილებლად ვირუსული გრიპივით გადმოგდებებნ უიღბლობას და სიდუხჭირეს — მოერიდეთ ასეთებთან ურთიერთბას;

 

8.შეისწავლეთ მდიდარი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და აზრები;

 

9.ოცნება — ეს არის თქვენი ფინანსური წარმატების კომპასი — იოცნებეთ და რაც მთავარია წესად აქციეთ საკუთარი ოცნებების ბიზნეს იდეებად ქცევა და განხორციელება.

 

10. უანგაროდ დაეხარე ადამიანებს, მაგრამ მხოლოდ იმათ, ვისაც თავად გინდა რომ დაეხმარო — რამდენი ფულიც არ უნდა იშოვო გახსოვდეს — 10% მათია — უფრო სწორედ ეს ის ფულია რომელსაც რაც მეტს გასცემ — მით მეტი დაგიბრუნდება.

 

P.s.
ახლა კი მათ, ვისაც მე 10პუნქტი ყველაზე მეტად მოეწონა რადგან თვლის რომ „გაჭირვებულია“ და აღაფრთოვანა აზრმა რომ ვიღაც „მილიონერმა ბიძიებმა“ და დეიდებმა უნდა არჩინონ , ვთხოვ თავიდან წაიკითხონ და თანაც მხოლოდ მე3 პუნქტი )))

 

წარმატებებიიიი

ნანახია:(2057)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ბედნიერება, მიზეზის გარეშე“ — ევგენია დრონი

🌷ყოველი პრაქტიკის და მედიტაციის მიზანია–მივაღწიოთ გონების სულიერ — მშვიდ მდგომარეობას და ავიმაღლოთ ენერგეტიკული ველის ვიბრაციები.  რა მოჰყვება ამას?  🌈თქვენი მდგომარეობა


წაიკითხეთ, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით!

● შენს ღიმილს შეუძლია იმ ადამიანის გაბედნიერებაც კი, რომელსაც არ მოსწონხარ. ● ყოველ ღამე ვიღაც გაიფიქრებს შენზე ძილის წინ. ●


მიზნის მიღწევის 9 გასაღები „ინტელექტიკასგან“

⚫ იფიქრე ქაღალზე — მიზანი, რომელიც ქაღალდზე არ არის გატანილი, არ არსებობს. ⚫ ჩამოაყალიბეთ მიზანი განსაზღვრულად, შეკითხვებზე: — რა, სად,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<