რამდენიმე გზა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად | Jolo.ge


 რამდენიმე გზა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად

 რამდენიმე გზა კომფორტის ზონიდან გამოსასვლელად

ნამდვილი წარმატება იწყება მას შემდეგ, რაც დატოვებთ კომფორტის ზონას! ეს ფრაზა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და უამრავი ადამიანისთვის კარგად ცნობილია.

 

მუშაობთ ძალიან წარმატებულ კომპანიაში, გავიდა ბევრი წელი და მიხვდით, რომ ეს თქვენთვის სიახლე აღარ არის, ვეღარ იზრდებით პიროვნულად და გსურთ რაღაც შეცვალოთ. ამ დროს კი შეთავაზებას იღებთ გაცილებით პატარა და ახალფეხადგმული კომპანიიდან. რას აკეთებთ ამ დროს? თუ თქვენ თანხმდებით ახალ სამსახურს, სწორედ ესაა კომფორტის ზონიდან გამოსვლა. თქვენ ტოვებთ ადგილს, სადაც ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს და იცით, რომ ეს სტაბილურია, სანაცვლოდ მიდიხართ კომპანიაში, სადაც სტაბილურობის ასეთი გარანტია არ გექნებათ.

 

რასაკვირველია, ეს რისკია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს რისკი ამართლებს. თუ თქვენ არ გააკეთებთ ნახტომს, მოგიწევთ მთელი ცხოვრება კუს ნაბიჯებით იაროთ, იყოთ კომფორტულად, მაგრამ ვერ განვითარდეთ და ვერ მიაღწიოთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს.

 

გთავაზობთ რამდენიმე გზას, როგორ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან:

 

იპოვნეთ სიმხნევის ზონა — ეს ყოველთვს კომფორტის ზონის მიღმაა. სიმხნევის ზონა ნაკლებად პროგნოზირებადია, მაგრამ მოიცავს მეტ შესაძლებლობას პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის.

 

თავიდან აირიდეთ შიშის ზონა — კომფორტის ზონის გარეთ არის კიდევ ერთი — შიშის ზონა. ანუ თქვენ გიჩნდებათ შერძნება, რომ შესაძლოა არ გამართლდეს თქვენი მოლოდინი და ამიტომ უარს ამბობთ კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე. დაივიწყეთ შიში, მხოლოდ გაამხნევეთ საკუთარი თავი.

 

იყავით დაუცველი — ეს წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გააშიშვლეთ თქვენი თავი. დაივიწყეთ ყველა ადამიანი, რომლისგანაც დახმარებას ელით. დადექით თქვენს პრობლემებთან მარტო და გადადგით ნაბიჯი, თუნდაც იცოდეთ, რომ წინ წარუმატებლობა გელოდებათ.

 

იარეთ წინ — კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ ხდება ერთი ნახტომით, საჭიროა დაიწყოთ რაღაცით და შემდეგ იაროთ წინ ნელ-ნელა. საბოლოოდ თქვენ შეძლებთ თავი დააღწიოთ კომფორტის ზონას.

 

ნანახია:(296)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«აივსეთ იმის რწმენით, რომ 2020 წელს წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ» …

ნუ დასვამთ კითხვას, რას მომიტანს 2020 წელი?! დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: მე რომელი მიზნების მიღწევას ვაპირებ 2020 წელს?! ჩამოწერეთ 2020


21დღე ჩივილისა და განკითხვის გარეშე!

ახლა, როცა დიდმარხვა დასასრულისკენ მიდის,იქნებ ვიფიქროთ, რომ დასასრულისკენ წავიდეს ჩვენი ტოქსიკური ჩვევები — განკითხვისა, წუწუნისა და ჩივილებისა… იმ ადამიანებს, ვისაც


«თამამად იფიქრეთ ყველაზე ველურ ოცნებაზეც კი» — გაბედეთ, დაიბედეთ, იმოქმედეთ

დღევანდელ დღეს ხომ ხალხურად ბედობა ჰქვია, რაც რა თქმა უნდა, შტერობაა… თუმცა, მხოლოდ ერთი მხრივ, რადგან მეორე მხრივ, თვითპროგრამირების მადლი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<