«რამდენი რაღაც ყოფილა, რისთვისაც დრო არ იყო, რომ ასე ლამაზად აღმექვა»… | Jolo.ge


«რამდენი რაღაც ყოფილა, რისთვისაც დრო არ იყო, რომ ასე ლამაზად აღმექვა»…

«რამდენი რაღაც ყოფილა, რისთვისაც დრო არ იყო, რომ ასე ლამაზად აღმექვა»…

ზოგჯერ ისე ღრმად გვძინავს, გამოღვიძებისთვის მთელი ძვირფასი დრო გვჭირდება, ან ეგეც არ გვყოფნის.

არ საჭიროებს ეს ყველაფერი დრამატიზებას, ისედაც ამდენმა ადამიანმა დატოვა სამყარო. რა აზრი აქვს, რომელი ქვეყნის შვილმა, საბოლოოდ ყველა ერთი ღმერთის შვილია.

უბრალოდ… რამდენი რაღაც ყოფილა, რისთვისაც დრო არ იყო, რომ ასე ლამაზად აღმექვა. ან იყო.. უბრალოდ “მეძინა”

20 წლის მანძილზე, პირველად ვარ ამდენი დღით სოფელში… გუშინწინ ეზოში დაბალ სკამზე ვიჯექი და თავი ჩახრილი მქონდა ისე, რომ ლამის ბალახი სახეზე მედებოდა, სუნსაც ვგრძნობდი და ფერი ყველაზე უკეთ იმ წამს აღვიქვი.. ამ ყველაფერს დაერთო მორიდებული ქარი, ლურჯი ცა და მოსაუბრე ხეთა ჯარი👀 ბუნება მეხუტებოდა, მეთქი ღმერთოოოო, შენ მართლა არსებობ!

მერე? მერე, ჩემი მშობლები ისე მელამაზა როგორც არასდროს. ემოცია გავანაწილე კოცნით და მოფერებით.. უხმოდ და უსიტყვოდ..

ჩემი მშობლები წავიდნენ სოფლიდან და მეგონა ყველაზე რთულ გზის გასაყარზე ვიდექი…
რატომ? რატომ და მივეჩვიე მამიდაჩემთან და მის ოჯახთან ერთად ყოფნას… ვიფიქრე.. იმათ გავყვე, ამათ გარეშე რა გაძლებს, ამათთან ვიყო, იქ როდის ჩავალ…

მოკლედ დავრჩი…

ახლა ჩემი ბაბუების და ბებოს ჩათვლით, ყველა ბებოზე და ბაბუზე ვფიქრობ, რომლებიც მარტო არიან…

მედარდება ყველა, ვისაც ახლა განსაკუთრებით უჭირს…

ვაფასებ ყოველ წამს, ყოველ წვეთს და ყოველ ლუკმას…

რაც გვაქვს, ვიღაც იმის ნახევარს ოცნებობს, დღეს განსაკუთრებით…

უფრო შევიყვაროთ ერთმანეთი, უფრო, უფრო.

ცუდი რომ არ იყოს, კარგს ვერ გავარჩევდით.

ასე ამოვა ჩაუსვლელი მზე… ☀️

ნანუკა მიქაძე

ნანახია:(1560)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს

„ადამიანები მზად არიან უფრო მეტად ბოროტებას გასცენ პასუხი, ვიდრე სიკეთეს, რადგან მადლიერება – ტვირთია, ხოლო შურისძიება – სიამოვნება.“ პუბლიუს კორნელიუს


ნახატები ოპტიკური ილუზიით

ოლეგ შუპლიაკი უკრაინელი მხატვარია, რომელიც უცნაური ნახატებით მნახველს აოცებს. მის ნაშრომებში არსებული ოპტიკური ილუზია გაიძულებთ სურათს სხვა რაკურსით რამდენჯერმე დააკვირდეთ.


სამი არჩევანი ცხოვრებაში

როდესაც აღმოაჩენთ, რომ ოთახში ხართ და გარეთ გასვლა გინდათ, ოთახის კარს მიაწექით. არ გაიღო? მაშინ გამოქაჩეთ თქვენსკენ. კიდევ არ გაიღო?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*