რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება» | Jolo.ge


რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება»

რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება»

გინდა არ გინდა ასეა  
რამდენადაც რთულია, იმდენად აუცილებელია შვილის «გაშვება», დედის და შვილის «განცალკავება».
არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა მაშინაც კი, როცა თეორიულად ძალიან კარგად გესმის ამ პროცესის მნიშვნელობა.
არ მეგონა თუ ოდესმე იმ დროს ვინატრებდი, როცა ჩემი შვილები ყველანი პატარები იყვნენ, ყველა ჩემს ირგვლივ ტრიალებდნენ, როცა მე ვიყავი მათი სამყაროს ცენტრი და როცა იმაზე ვოცნებობდი, როდის გაიზრდებოდნენ

და მაინც, ყველაფერს თავისი დრო აქვს. და ყველა დროს თავისი მოთხოვნა.
დედის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარიც და დანიშნულებაც ეს არის-ცხოვრებისთვის მოამადოს შვილი. შვილთან ერთად ბავშვობაში კი არ ჩარჩეს და ხელჩაკიდებული ატაროს მთელი ცხოვრება, არამედ დროულად მისცეს საშუალება ისწავლოს დამოუკიდებლად «ფრენა».
იმისათვის, რომ შემდეგ მიწაზე მწარედ არ დაენარცხოს.
რა ადვილია წერა  
და რა ძნელი განხორციელება.

მაგრამ დედებო, ეს მაინც ჩვენი გასაკეთებელია. უნდა გავუშვათ, მივცეთ თავისუფლება მაშინაც კი, როცა ამის გამო საშინელ სიცარიელეს ვგრხნობთ, თითქოს უფუნქციოდ ვრჩებით…

მაშინაც, როცა გვეტირება გასული წლების, იმათი » პატარაობის» გახსენებაზე, ვინც ახლა უკვე «ფრთებს» ისწორებენ…

მაშინაც, კი როცა ეს პროცესი შვილისთვისაც მტკივნეულია, რადგან ვერ ხვდება, რატომ შორდება ნელ-ნელა დედას ..

დედა საკუთარი სურვილის წინააღმდეგ «უშვებს» მას, აძლევს თავისუფლებას, რადგან სხვაგვარად შვილი ვერასოდეს ჩამოყალუბდება სრულფასოვან პიროვნებად, შვილი კი ხშირად ისევ დედაზე ბრაზობს, რადგან ვერ ხვდება რა ხდება. და თან გრძნობს, რომ მას პასუხისმგებლობა აჰკიდეს საკუთარ ცხოვრებაზე და სადღაც ეშინია კიდეც ამ პასუხისმგებლობის.

თავისუფლება ყველას უნდა, პასუხისმგებლობის აღება კი, რა მოგახსენოთ. .

არადა, რა კარგი იყო დედის კალთის ქვეშ 

ახლა, როცა ყველა ერთად გაიზარდა. უფრო რთულია, ვიდრე მაშინ იყო, როცა ყველა ხელჩაკიდებული დამყავდა.

მაგრამ ეს მათი ბედნიერებისთვის არის საჭირო.
ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ შვილების ბედნიერებაა.

მე ახლა პირდაპირ მოვლენების შუაგულში ვარ ამ თვალსაზრისით.
თუ თქვენც ასე ხართ, ვიმეგობროთ  სიამოვნებით გავიზიარებ თქვენს ცოდნას და გამოცდილებას და გაგიზიარებთ ჩემსასაც.

ისე, რომ მოზრდილი შვილების დედებო,
თქვენ მარტო არ ხართ თქვენს პრობლემებში  
და თუ აქამდე არ გიფიქრიათ, სწორედ ის დროა საკუთარ თავზეც იფიქროთ.

ხოლო ვისაც ჯერ კიდევ პატარები გყავთ    ბედნიერებოოო!!! ისიამოვნეთ ყოველი წუთით. ეს საუკეთესო დროა.

მიეცით მათ სიყვარული და სითბო.
სარეცხი, სადილი, სახლი მათ არ აინტერესებთ.

მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ თქვენ მხიარული და ბედნიერი იყოთ და მათ გვერდით იყოთ სულით და გულით და არა მხოლოდ საჩვენებლად.

გისურვებთ ბევრი სიყვარულის გაცემას და კიდევ უფრო მეტის მიღებას შვილებისგან.

თამარ საგინაშვილი

ნანახია:(3607)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«მასწავლებლის 10 მცნება», — გაბრიელა მისტრალი

თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.   ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.   გაიმეორე,


როგორ უნდა აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვი — დიდი მოაზროვნის შეხედულებები

უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი  მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი


სკაიპით გადაგზავნილი სიყვარული — წერილი ემიგრანტ დედებს

მოზარდის გულისამაჩუყებელი წერილი, რომელიც ყველა ემიგრანტს გაუთბობს გულს:   „დედა უცხოეთშია, შენ უკვე ჯიბის ფული გაქვს, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა. გადიხარ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<