რამდენად ხშირად იხედები სარკეში? | Jolo.ge


რამდენად ხშირად იხედები სარკეში?

რამდენად ხშირად იხედები სარკეში?

ორგანიზმი იმაზე მეტად მეტყველია, ვიდრე ბაგე. ორგანიზმი უფრო სწრაფად აღიქვამს მოვლენებს, გრძნობს განცდებს და გამოხატავს რეაქციას, ვიდრე ცნობიერი ჩვენ გვაწვდის ამ ყოველივეს.

გადის დრო და მოულოდნელად რაღაც გვემართება. მაგ.: გაციება, სიცხე, წნევა, ალერგია… გვტკივა ორგანოები და მთელი რიგი სიმპტომებისა აღმოგვაჩნდება ხოლმე. ზოგჯერ ექიმები ვერ გვეუბნებიან საიდან «მოვიდა» ჩვენი «სტუმარი», ან რა ვიღონოთ გასამკლავებლად.

არის ხოლმე ვარაუდები, მცდელობები და მოლოდინები.

ჩვენი ორგანიზმი კი მეტყველებს.

— როდის იხედები სარკეში?
— არც ისე ხშირად. როდესაც სახლიდან გასვლას ვაპირებ და ვემზადები.
— და რას ხედავ?
— რა უცნაური კითხვაა. რა უნდა დავინახო? საკუთარ გამოსახულებას.

გამოსახულების მიღმა ინფორმაციაა, რომელის ამოკითხვაც ზოგჯერ გვიჭირს. არა იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, არამედ იმიტომ რომ ზოგჯერ გამკლავების გზებს ვერ ვაგნებთ.

ერთია «გაშიშვლდე» საკუთარი თავის წინაშე და მეორე, — რა უყო იმ ინფორმაციას, რომელსაც დაინახავ, გაიაზრებ… და ზოგჯერ არჩევანს ვაკეთებთ «თვალების დახუჭვაზე».

— რამდენად ხშირად იხედები სარკეში?
— რამდენად ხშირად ხედავ საკუთარ თავში არსებულ შინაგან ბავშვს, რომელსაც შენი ზრუნვა და ყურადღება სჭირდება?

Анастасиа Натиа Марганиа

ნანახია:(158)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნათიასარკე

Related Articles

„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით“…

„სანამ ხელიდან წაგივიდოდეთ, დასტკბით თქვენი ახალგზრდობით. უქმად ნუ გაანიავებთ ამ ოქროს წლებს, ნუ მოუსმენთ ფარისეველთა და სიწმინდის ამაო მქადაგებელთა თავმოსაბეზრებელ


იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს მაგრამ მთავარია…

იოლია ჩამოყარო ყურები და დანებდე ცხოვრებას, როცა წინ არაფერი მოჩანს. ეს იოლია. ძალიან იოლი. მთავარია ის, დაინახო ამ „არაფრის“ მიღმა


თქვენი პიროვნული ზრდა — „შექმენი შენი თავი, შენვე თავად“…

თითოეული ადამიანი ამ სამყაროს  ევლინება იმისთვის რომ მუდმივად განვითარდეს, გაიზარდოს და მიაღწიოს დასახულ მიზანს, ხოლო თუ ის წყვეტს ამ ცილკლს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*