რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მიზნის მიღწევაში? | Jolo.ge


რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მიზნის მიღწევაში?

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მიზნის მიღწევაში?

რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი მიზნის მიღწევაში?
აბსოლუტურად ყველაფერმა და აბსოლუტურად არაფერმა, გააჩნია შენ რა გინდა — 
მიზეზები აღმოაჩინო, თუ აღმოაჩინო გზა?!

„მე კი მინდა სამსახურის შოვნა, მაგრამ თუ კი არ ამიყვანა დამსაქმებელმა ( იმ ცუდმა და დაუნახავმა , იმან)?
„მე კი მინდა, დილით ადგომა და სირბილი, მაგრამ რომ ვერ ვიღვიძებ და მაღვიძარას ხმა არ მესმის?»
„მე კი მინდა ბიზნესი, მაგრამ აბა ფული არ მაქვს და როგორ დავიწყო?»

ყველა ეს ფრაზა მოწმობს იმას, რომ მათი პატრონი ჯერ „ვერ გაიზარდა“, ანუ ჯერ არ გადაუწყვეტია, რომ დიდი გოგოა ( ბიჭია) და რომ საკუთარ ცხოვრებაში თავადაა შედეგებზე პასუხისმგებელი…

არ დაიდარდოთ !
საკუთარი თავი რომ მახსენდება — ხელისშემშლელი მიზეზების ჩამონათვალით 1 რვეულს გავავსებდი 🙂

აგრეთვე…
უამრავი წარმატებული ადაიანი ყვება თავისი ცხოვრების ისტორიას, რომელიც სწორედ იმ წუთიდან იწყება, როცა მათ გადაწყვიტეს, რომ თავად უნდა ემართათ პირველ რიგში საკუთარი თავი და მხოლოდ შემდეგ უკვე — საკუთარი ცხოვრება 🙂

ეს «სხვებზე გადაბრალების» სინდრომი, უბრალოდ არც თუ ისეთი ღრმა ორმოა… ერთი ომახიანი «ოპას» დაძახება და რამდენიმე ქმედებაც კი საკმარისია, რომ ‘ზევით’ ამოხვიდეთ და დაინახოთ, რომ ცხოვრების გზები, რეალურად თქვენი ასარჩევია — ყოველგვარი გადამეტებული პოზიტიური აზროვნების გარეშე რ ე ა ლ უ რ ა დ !!!

ძალიან მიყვარს დაკვირვება ადამიანებზე, რომლებიც «მოწუწუნე» მსხვერპლებიდან, უეცრად ჩამოყალიბებულ და მყარად მდგომ ლიდერებად ტრანსფორმირდებიან …

და როდესაც ასეთ ლიდერს ხედავთ, რომელიც კარგად ჩაცმულ-დახურული, ძვირადღირებული მანქანიდან მტკიცე ნაბიჯებით გადმოდის და მის ყოველ ნაბიჯს «კარგად ცხოვრების» იერსახე აქვს, თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რომ ამ ძლიერი პიროვნების უკან შესაძლოა სწორედ ის «უსუსური» არსება იდგა ოდესღაც, რომელსაც ეგონა, რომ ბედნიერების უფლება ვიღაცამ უნდა მისცეს და სამსახური ვიღაცამ უნდა უშოვოს 🙂

…კი, ისიც არის, რომ ასეთი დარწმუნებული და რეალიზებული ადამიანი, შეიძლება გვაღიზიანებდეს კიდეც. რითი?
მხოლოდ იმით, რომ იმან შეძლო ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით 🙂 — ეს გრძნობაც კარგადაა ნაცნობი ჩემთვის, რადგან მახსოვს განცდა, როცა ყველა რეალიზებული და მდიდარი ადამიანი გულქვა, სნობი, ცხვირაწეული და «რაღაცნაირი» მეგონა :))))
ჩვენში დარჩეს და ამას «კომპლექსებში გადაზელილი შური ქვია», თუმცა…
ესეც დაძლევადია…
და ყველაფერი დაძლევადია, მთავარია თქვენ რას ეძებთ?
გზას, თუ მიზეზებს?

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(305)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უნარი, რომელიც უნდა შეიძინო სანამ ლიდერი გახდები !

შენ ალბათ უკვე  ხელმძღვანელობ შენი ცხოვრების რომელიმე ნაწილს, თუნდაც ეს სამსახური არ იყოს. მიუხედავად იმისა, გიყვარს თუ გძულს ლიდერობა, გაგიზიარებთ


დაიწყე დღე შეკითხვით: «რაში გავხდი უკეთესი გუშინ და რაში მსურს გავხდე დღეს?

»მთავარია შეკრა ძლიერი გუნდი და შემდეგ ერთი დღე შეცვლის ყველაფერს!» ჯორდან ბელფორტი »ასეულები ისმენენ — ერთეულებს ესმით.» »შეიძლება სხვისი ბრალი


ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით

ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა მეტად საინტერესო მიმდინარეობა” ნეიროიმპულსური თერაპია“, რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*