„რაც უფრო მეტად შეიცნობთ თქვენს შინაგან ბუნებას, მით უფრო მეტად აღწევთ სხვების ბუნებაში“ | Jolo.ge


„რაც უფრო მეტად შეიცნობთ თქვენს შინაგან ბუნებას, მით უფრო მეტად აღწევთ სხვების ბუნებაში“

„რაც უფრო მეტად შეიცნობთ თქვენს შინაგან ბუნებას, მით უფრო მეტად აღწევთ სხვების ბუნებაში“

აკეთეთ ყველაფერი, რასაც აკეთებთ. მე არ გასწავლით, არ გეუბნებით: „აკეთეთ ეს, ან არაკეთოთ ის“. ჩემი სწავლება მარტივია. აკეთეთ ის, რაც გსურთ, მაგრამ გახსოვდეთ საკუთარი თავი, იყავით მუდამ თვითგახსენებაში.

სეირნობისას გახსოვდეთ, რომ სეირნობთ. არ მოახდინოთ მოქმედების ვერბალიზაცია. სიტყვები მოაცდენს თქვენს ყურადღებას. არაა საჭირო, იაროთ, და თან იმეოროთ: „მე მივდივარ, მე მივდივარ“, — ეს სიტყვები გულმავიწყობის გამოხატულებაა. ისინი არ გეხმარებიან გახსენებაში. გახსოვდეთ: არაა საჭირო ვერბალიზაცია.

მე ყველაფერი სიტყვებით უნდა გამოვხატო, რადგანაც თქვენ გესაუბრებით, მაგრამ როდესაც დადიხართ, უბრალოდ გახსოვდეთ სიარულის შესახებ. ყოველი ნაბიჯი სრული გაცნობიერებულობით უნდა იქნას გადადგმული. როცა ჭამთ — ჭამეთ. მე არ გეუბნებით, რა ჭამოთ, ან რა არ ჭამოთ. ჭამეთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ თვითგახსენებით. გააცნობიერეთ ეს პროცესი. მალე დაინახავთ, რომ მრავალ რამეს, რის კეთებასაც მიჩვეული ხართ, უკვე ვეღარ აკეთებთ.

შეუძლებელია, რომ თავი გვახსოვდეს და ხორცი ვჭამოთ. ეს შეუძლებელია. შეუძლებელია იყოთ სასტიკი, თუ თქვენ გახსოვთ, თუ გაცნობიერებული ხართ. შეუძლებელია მიაყენოთ ვინმეს ზიანი, თუკი გახსოვთ. როდესაც საკუთარი თავი გახსოვთ, უეცრად ხვდებით, რომ იგივე სინათლე, იგივე ცეცხლის ალი იწვის ყველგან, ყოველ სხეულში, ცოცხალის ყოველ ნაწილში. რაც უფრო მეტად შეიცნობთ თქვენს შინაგან ბუნებას, მით უფრო მეტად აღწევთ სხვების ბუნებაში. როგორ შეიძლება მოკლა იმისთვის, რომ ჭამო? ეს შეუძლებელი ხდება. მაგრამ არ აპრაქტიკოთ ხორცზე უარის თქმა — თუ ამას აპრაქტიკებთ, ეს არასწორია. თუ აპრაქტიკებთ, როგორ არ იყოთ ქურდი — ეს არასწორია. თქვენ იქნებით ქურდი, მაინც იპოვით მოპარვის მოხერხებულ მეთოდებს. თუ არაძალადობას აპრაქტიკებთ, ამის მიღმა ძალადობა იმალება.

არა, შეუძლებელია რელიგიის პრაქტიკა. მორალის — შესაძლებელია, ამიტომ მორალი პირფერობას წარმოშობს, ყალბ გრიმასებს წარმოშობს. რელიგია ჭეშმარიტ ყოფიერებას წარმოშობს, მისი დაპრაქტიკება შეუძლებელია. როგორ შეგიძლიათ აპრაქტიკოთ არსებობა? უბრალოდ მეტად გაცნობიერებული ხდებით, და მაშინ ყველაფერი იცვლება. როცა თქვენში სინათლეა — სიბნელე ქრება.

ოშო: «ტანტრა — უმაღლესი შემეცნება»

ნანახია:(2142)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად: მისდიეთ ხუთ მარტივ წესს

«იმისათვის რომ ბედნიერები ვიყოთ,  უნდა ვიცოდეთ სად ვეძებოთ ბედნიერების გასაღები. ახალგაზრდობიდანვე მივისწრაფვით სრულყოფისკენ, გვინდა უკეთესი სამსახური და შემდგომი წარმატებები –


უნდა გითხრა სათქმელი …

მაპატიე, რომ შენობით მოგმართავ არ ვიცი, შეიძლება დილის ოთხ საათზე ამას იმიტომ ვწერ, რომ სწორედ შენ ხარ ადრესატი. – ვწუხვარ


„ყველაფერი იწყება თვითშეფასებით“ — ხვიჩა მებონია

„ჯერ მოიპოვე გამარჯვება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთე ბრძოლაში“ —  სამურაების ღირსების კოდექსიდან (ბუშიდო)   ხვიჩა მებონია: „არ აქვს მნიშვნელობა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<