«რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები»- კონფუცის ბრძნული რჩევები | Jolo.ge


«რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები»- კონფუცის ბრძნული რჩევები

«რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები»- კონფუცის ბრძნული რჩევები

= სამი რამ არასოდეს არ ბრუნდება უკან; სიტყვა, დრო და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და არ გაუშვა ხელიდან შანსი.

= მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ნელა მოძრაობთ, მთავარია არ გაჩერდეთ.

= სცადე იყო ცოტა მეტად კეთილი და შენ ვერ შესძლებ ცუდი საქციელის ჩადენას.

= იპოვეთ ისეთი სამუშაო, რომელიც გიყვართ და თქვენ არ მოგიწევთ მუშაობა მთელი ცხოვრება.

= ცუდი ჩვევების დაძლევისთვის საუკეთესო დრო არის დღეს და არა ხვალ.

= თუ ვინმე გძულს ე.ი. მან დაგამარცხა.

= ძველ ხალხს არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ისინი სირცხვილად თვლიდნენ, როცა ადამიანს წინ უსწრებდა ენა.

= რჩევებს ჩვენ ვიღებთ წვეთობით, სამაგიეროდ გავცემთ სათლებით.

= თუ ზურგს უკან გაფურთხებენ ე.ი. თქვენ წინ ხართ.

= შურიძიების დაწყებამდე გათხარეთ ორი საფლავი.

= მიეცი მითითებები მხოლოდ მას, ვინც ეძებს ცოდნას, რადგან აღმოაჩინა საკუთარი უვიცობა.

= შეგიძლიათ მთელი ცხოვრება წყევლოთ სიბნელე, ან შეგიძლიათ აანთოთ პატარა სანთელი.

= სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე მწარე გზაა.

= ის ვინც ლამაზად საუბრობს და მიმზიდველი გარეგნობა აქვს, იშვიათ შემთხვევაში არის ნამდვილად ადამიანური.

= მხოლოდ ძალზე სულელი და ძალზე ჭკვიანი ადამიანები არ იცვლებიან.

= ნუ იდარდებ იმაზე, რომ შენ არ გაქვს მაღალი ჩინი. იდარდე იმაზე, იმსახურებ თუ არა მაღალ ჩინს. ნუ შფოთავ იმის გამო, რომ შენ არ გიცნობს ხალხი. შეშფოთდი იმაზე, ხარ თუ არა ღირსი, რომ ისინი გიცნობდნენ.

= მას, ვინც არ ფიქრობს შორეულ სიძნელეებზე, აუცილებლად მოელის ახლო უსიამოვნებები.

= უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს.

= რაც მეტ ცოდნას იძენ, მით უფრო იღბლიანი ხდები.

= საშინელება ის კი არ არის, რომ მოგატყუეს ან გაგქურდეს, საშინელება ისაა, რომ შენ ეს არ გავიწყდება.

= განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს, რამდენად შორსა ვყოფილვართ სიმართლისაგან.

კონფუცი

(ჩინელი ფილოსოფოსი)

ნანახია:(5693)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
კონფუცი

Related Articles

ბილ გეითსის 11 წესი — „არ არის საჭირო წუწუნი. უმჯობესია შეცდომები გაიაზროთ“

ბილ გეითსი, რომელსაც ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად, საკუთრი გამოცდილების შესახებ ესაუბრება მოსწავლეებს და ბოლოს ლექციას ყოველთვის 11 წესით ამთავრებს. 1.


დავით ყიფიანის წერილი, რომელიც მან 19 წლის ასაკში მეგობრებს დაუწერა

— სად ისწავლე ბიჭო ფეხბურთი? — ეზოში — რა გქვია? — დათო. — რა გვარი ხარ? — ყიფიანი. — სად


„განათლებული ადამიანი იმდენად ნატურალურია, მას გული თვალებში უციმციმებს“

*მზე რომელიც ღამე ამოდის * “იასონ, შენც გემახსოვრება ჩემი პაპა, ცხონებული ნიკოლოზი… იმ კაცმა «სტუმარ მასპინძელი» ზეპირად არ იცოდა, მაგრამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<