რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს… | Jolo.ge


რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს…

რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს…

ადამიანების ბედისწერა მიზეზშედეგობრიობის კანონზეა დამოკიდებული, რაც იმას გულისხმობს, რომ რაც კი ხდება, ყველაფერს თავისი მიზეზი ან მიზეზები აქვს. 

მიზეზშედეგობრიობის პრინციპით აიხსნება , თუ როგორ შეიძლება წარუმატებლობიდან წარმატებისკენ სვლა ნებისმიერ სფეროში.

ამ თეორიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება ასეთია: თქვენი აზრები მიზეზია, ხოლო გარემო პირობები — შედეგი.

თქვენ ირგვლივ არსებული გარე სამყარო თქვენი შიდა სამყაროს ანარეკლია. თქვენი ფიქრების წყალობით იზიდავთ ხალხს, შესაძლებლობებს, გარემოებებსა და წარმატებებს თქვენს ცხოვრებაში.

როგორც კი საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულებასა და აზროვნებას შეიცვლით, თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება. მიზეზშედეგობრიობის კანონი ასე მუშაობს.

ადამიანთა ისტორიის ალბათ ყველაზე დიდი აღმოჩენა, ყველა რელიგიის, ფილოსოფიისა და მეტაფიზიკის საფუძველიც ის არის, რომ ადამიანი იმას წარმოადგენს, რაზეც ხშირად ფიქრობს.

აბა, დაფიქრდით! თქვენ ის ხართ, რასაც ფიქრობთ. თქვენი გარე სამყარო თქვენი შინაგანი სამყაროდან გაგზავნილ იმპულსებს ეხმიანება, და ვინაიდან მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ საკუთარი ფიქრების თემატიკა, გამოდის რომ თქვენ ხართ იმაზე პასუხისმგებელი, როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება.

ბრაიან თრეისი

ნანახია:(5731)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

თქვენ მხოლოდ საკუთარი რწმენა გამუხრუჭებთ…

  ერთ დღეს კაცმა სპილოს გვერდით ჩაუარა და როდესაც დააფიქსირა, რომ მას ფეხზე წვრილი თოკი ეკეთა. კაცი ძალიან დააბნია იმ


„ბედნიერება ადვილად მოდის, დანახვა და შენარჩუნებაა ძნელი“

ადამიანს, უნდა თუ არ უნდა, მის ცხოვრებაში, ყოველთვის დგება დრო, როცა ის სიცოცხლეშივე წარსდგება ყველას წინაშე, თავისი რეალური, ნამდვილი სახით.


წინასწარმეტყველება… ანუ — მითხარით რას კითხულობთ, რას უყურებთ, რას უსმენთ და გეტყვით როგორი მომავალი გელოდებათ…

«არტურ ბარი, გასული საუკუნის დასაწყისის ანტიკვარიული ფასეულობების და ძვირფასეულობის ყველაზე ცნობილი და სახელგანთქმული ქურდი იყო. მის მიერ გაქურდულთა სიაში მოხვედრა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<