რაც კი ხდება ჩვენს ცხობრებაში ჩვენი არჩევანის შედეგია | Jolo.ge


რაც კი ხდება ჩვენს ცხობრებაში ჩვენი არჩევანის შედეგია

რაც კი ხდება ჩვენს ცხობრებაში ჩვენი არჩევანის შედეგია

1. სარკეების წესი

გარშემომყოფი ადამიანები ჩემი სარკეებია. ისინი ჩემს პიროვნებას გამოსახავენ, ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ ამას. მაგ.თუ ვინმე მეუხეშება ე.ი. მე ესე მინდა, მე ამის უფლებას ვაძლევ. თუ ვინე კვლავ მატყუებს,ე.ი. მე მიდრეკილი ვარ დავუჯერო ნებისმიერს… ასე რომ, ვერავისზე გავნაწყენდები.

2. არჩევანის წესი

მე ვაცნობიერებ, რომ რაც კი ხდება ჩემს ცხობრებაში ჩემი არჩევანის შედეგია. და თუ დღეს ვურთიერთობ მოსაწყენ და უინტერესო ადამიანთან, ნიშნავს, რომ მეც ასეთი ვარ. თუ უბედური ადამიანების პრობლემებს ვწყვიტავ, ნიშნავს, რომ მე ეს მომწონს. ასე რომ პრეტენზიები ვერავისთან მექნება. მე ვარ მიზეზი ყველაფრის,რაც ჩემს თავს ხდება.ჩემი ბედის შემოქმედი და ავტორი ვარ მე თვითონ.

3. უცოდველობის წესი

ვეთანხმები იმას,რომ შემიძლია შევცდე. ჩემი აზრი და საქციელი სხვებმა ყოველთვის არ უნდა ჩათვალონ სწორედ.რეალური სამყარო მხოლოდ თეთრი და შავი არ არის,იქ არის ღია-ნაცრისფერი და მუქი-თეთრი.მე არ ვარ იდეალი,მე უბრალოდ კარგი ადამიანი ვარ და მაქვს შეცდომის უფლება. მთავარია,მისი აღიარება და დროულად გამოსწორება.

4. შესაბამისობის წესი

მე მაქვს ზუსტად ის და იმდენი, რასაც შევესაბამები, რასაც ვიმსახურებ, არც მეტი და არც ნაკლები, ეხება რა ეს ადამიანებთან ურთიერთობას, სამსახურს თუ ფულს. თუ მე არ შემიძლია მთელი გულით მიყვარდეს ადამიანი,სასაცილოა მოთხოვნა,რომ ამ ადამიანს უყვარდე ასე. ასე რომ, ყველა პრეტენზია უაზროა. როცა მე თვითონ გადავწყვეტ შეცვლას იცვლებიან გარშემომყოფი ადამიანებიც(უკეთესობისკენ)

5. დამოკიდებულების წესი

ჩემი არავის მართებს. მე ხომ შემიძლია უანგაროდ დავეხმარო ადამიანებს. და მე ეს სიხარულს მანიჭებს.იმისთვის,რომ გახდე კეთილი,უნდა გახდე ძლიერი.იმისთვის,რომ გახდე ძლიერი,უნდა დაიჯერო,რომ ყველაფერი შეგიძლია და უნდა შეგეძლოს ,,არას» თქმა.

6. ყოფნის წესი

მე ვცხოვრობ აქ და ახლა. წარსული არ არის, რადგან ყოველ მომდევნო წამს დგება მომავალი. მომავალი არ არის,რადგან ის ჯერ არ არის.წარსულზე მიჯაჭვას მიყავს დეპრესიამდე,მომავლით შეშფოთება ბადებს ნერვიულობას. ვიდრე მე ვცხოვრობ აწყმოთი,მე ნამდვილი ვარ.

ვიდრე ცხოვრებას ვლანძღავთ,ის გვერდით ჩაგვივლის. თვალები ხედავს, ფეხები დადიან, ყურებს ესმით, გული მუშაობს, სულს უხარია (შეიძლება ყოფილიყო უარესი). დანარჩენი  დამოკიდებულია ჩვენზე!

წყარო: facebook

ნანახია:(579)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„302 უარიიი — სამას ორი უარიიიი!!! — და თქვენ ??? “

როცა წარმატებულ, რეალიზებულ ადამიანებს უყურებთ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა დგას მათი გრანდიოზული განხორციელებული პროექტების უკან, რომელსაც ზარმაცი ადამიანები «გამართლებას»ეძახიან…


როდესაც წარმატებისთვის განეწყობით, ყველა ნაბიჯი, ქმედებები, ქცევები მიგაახლოვებთ მიზნამდე …

მლოცველი შეიძლება შევადაროთ ადვოკატს, რომელიც სასამართლოში იცავს ადამიანს. მან შეიძლება გაამართლოს ეჭვმიტანილი, თუ დაამტკიცებს, რომ იგი მოტყუებისა და შეთქმულების მსხვერპლი


პასუხისმგებლობის აღება, ადამიანის სიმწიფის ერთ-ერთი უდიდესი ფორმაა

»ბევრ ადამიანს პასუხისმგებლობის აღების ეშინია. ეს უბრალოდ ცხოვრებისეული ფაქტია, რომლის დანახვაც ყოველდღე შეგვიძლია. ასევე შეგვიძლია დავინახოთ ის, რომ ბევრი ადამიანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<