«რაც გონებაში გაქვთ, გარე სამყაროშიც იმას ხედავთ, იმას იზიდავთ»… | Jolo.ge


«რაც გონებაში გაქვთ, გარე სამყაროშიც იმას ხედავთ, იმას იზიდავთ»…

«რაც გონებაში გაქვთ, გარე სამყაროშიც იმას ხედავთ, იმას იზიდავთ»…

მთავარი საიდუმლო წარმატებისა, არც მეთოდებშია და არც წიგნებში, არამედ იმაში, თქვენ საკუთარ თავზე მუშაობთ, თუ არა. თქვენ თუ არ შეეცდებით, თავისთავად არაფერი გამოვა.

***

გარედან ადამიანის სამყაროს შეცვლა შეუძლებელია, მისი გადადნობა მხოლოდ შიგნიდან შეიძლება, თავად ადამიანის სურვილით, სწრაფვითა და რკინისებური ნებისყოფით.

***

ჩემი მოძღვარი ყოველთვის მეუბნებოდა: გამარჯვება გარდუვალია მაშინ, როცა დამარცხებას არცერთ შანსს არ დაუტოვებ. ყოველ ხიფათს გვერდს აუვლი და 100%-ით დაიზღვევ თავს. მთავარი გამარჯვება კი არ არის, დამარცხების ყველა შანსის აღმოფხვრაა! ეს უეჭველი გამარჯვებაა! როდესაც თქვენ მხოლოდ ტრიუმფზე ფიქრობთ, მარცხსა და შეცდომებს არ ითვალისწინებთ, მათი მომრავლება კი თქვენი გამარჯვების შანსს ამცირებს.

***

რაც გონებაში გაქვთ, იმას ხედავთ გარე სამყაროში, იმას იზიდავთ.

***

ადამიანი, თავისი უმოქმედობის, თავისი სიზარმაცის გასამართლებლად, ეძებს გარეგნულ მიზეზებს, დაადანაშაულებს ყველას და ყველაფერს და აუცილებლად მოძებნის თავისი წარუმატებლობის მოჩვენებით დამნაშავეს.

***

ყურადღებით მოუსმინეთ სულს, გულს და გონებას, თქვენ აუცილებლად გაიგონებთ დიდ შინაგან ხმას იმისას, ვინც შეგქმნათ… შექმენით, შეიყვარეთ, იყავით ჯანმრთელი, ბედნიერი, მდიდარი ყოვლმხრივ, ყველა და ყველაფერი თავად თქვენშია მოცემული!

***

როცა ძალდატანებით, ნებისყოფის დაძაბვით, იწვევთ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობას, ხელოვნურად იმაღლებთ თვითშეფასებას, აღრმავებთ საკუთარი ძალების რწმენას, ყოველივე ეს რიკოშეტით აირეკლება თქვენს ყოველ უჯრედში, ყოველ თქვენს მოქმედებაზე, ქცევაზე და საქმიანობაზე.

განმეორებადი მოქმედება ჩვევაში გადადის, ყალიბდება ხასიათი, იქმნება ბედი. დღეს, საკუთარი თავის გუშინდელზე მეტი პატივისცემა, ხვალ ოდნავ განსხვავებულ ადამიანად გაქცევთ. ასე და ამგვარად ნელ-ნელა თქვენ გახდებით ისეთი ადამიანი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ და ნებისმიერ სიძნელეს უკვე სპორტული აზარტით გადალახავთ.

მირზაკარიმ ნორბეკოვი

სულელის გამოცდილება

ნანახია:(2692)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თავდაჯერებულობა — წარმატების გასაღები!

  იწყებთ სამსახურზე ან საკუთარ ბიზნესზე ზრუნვას, შესაბამისი გამოცდილება კი არ გაგაჩნიათ. საკმაოდ რთულია… სწორედ ეს სირთულე უშლის ხელს უამრავ


მაშ, რატომ უნდა მითხრა?

  ერთმა კაცმა ჰკითხა სოკრატეს: – იცი, რა მითხრა შენზე შენმა მეგობარმა? – დაიცადე – სიტყვა გააწყვეტინა სოკრატემ – ჯერ


პიროვნული ძალა

პიროვნული სიძლიერეში სტრესისადმი მდგრადობა მოიაზრება. ასე თუ ისე ყველა ისწრაფვის ბედნიერებისაკენ, მაგრამ ძალიან ცოტა თუა კმაყოფილი თავისი შედეგებით. აი უნდოდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<