… რაც გჭირდება ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, როგორიც გსურს … | Jolo.ge


… რაც გჭირდება ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, როგორიც გსურს …

… რაც გჭირდება ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, როგორიც გსურს …

ჩემო თავო, ჩემო ძვირფასო,
შენით ვამაყობ.
მეამაყება შენი სულის სიდიადე,
შენი მშვენიერი ცხოვრება.
მიყვარს შენი ნაცხოვრები ყოველი წამი,
ბედნიერი და უბედური,
რადგან შენ იცი, მიხვდი რომ ასეც უნდა ყოფილიყო,
ასეც უნდა გეცხოვრა.
მე მჯერა შენი, მე მჯერა შენი დიადი ცხოვრების
და ვიცი,
რომ შენ აღმოაჩენ, ემსახურები შენს მისიას.
მისიას, რომელიც პირველ რიგში შენი თავის მიმართ გაქვს.
მისიას, რომელიც სამყაროს სიყვარულით იმდენად გაამდიდრებს,
რამდენადაც შენ ეს შეგიძლია.
შენ შეგიძლია
და ვხედავ რომ ამას უკვე აკეთებ.

ეს სიტყვები ძალიან მიყვარს. რამდენიმე წლის წინ, ისინი საკუთარ თავს დავუწერე. მაშინ როცა «ფენიქსივით» აღვსდექი.

მინდა ჩემს თავს და ყველა ადამიანს ვუსურვო, საკუთარი თავის უპირობო სიყვარულის ძალა, მაშინაც როცა ყველაზე საშინლად მიგვაჩნია საკუთარი თავი და მაშინაც როცა მიგვაჩინა რომ ყველაზე მაღლა ვდგავართ.

ადამიანების უმრავლესობა, მეც მათ შორის, საკუთარ თავს ვთხოვთ «წმინდანობას», სრულყოფილებას და თავს მათთან ვაიგივებთ(ეს მახეა). არა და ჩვენ ადამიანები ვართ ადამიანური ბუნებით და ჩვენ გვაქვს უფლება განვიცდიდეთ ყველანაირ მდაბალ თუ ამაღლებულ განცდას, იმისათვის რომ ვიცხოვროთ საიდუმლო, რომელსაც ცხოვრება ჰქვია და შევძლოთ გააზრება თუ ვინ და როგორები ვართ სინამდვილეში.

მე ახლა ჩემს თავს მივმართავ სახელით და ხშირად ვეუბნები:

— მარიამ, შენ უკვე გავქვს ყველაფერი რაც გჭირდება ისეთი ცხოვრების შესაქმნელად, როგორიც გსურს და რაც არ უნდა დიდი სიხარული მიიღო ცხოვრებისგან და რაც არ უნდა დიდი გამოწვევის წინაშე დადგე, მიიღე ის მადლიერებით. გახსოვდეს რომ მისი არსებობის მიზეზი შენ ხარ, იმისთვის რომ გაიზარდო, იმისთვის რომ განვითარდე, იმისთვის რომ გახდე ნებისმიერი.

და როდესაც ამას ვიაზრებ და ვგრძნობ, უფრო მეტად მიყვარდება საკუთრი თავი და ადამიანი.

მარიამ ტატუაშვილი

ნანახია:(1680)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გამდიდრების პრინციპები (1) – ჰარვ ეკერი

ჩვენი სამყარო დუალისტურია: ზევით — ქვევით, ბნელი — ნათელი, ცივი — ცხელი, შიდა — გარე, სწრაფად — ნელა, მარჯვენა —


სიყვარულს ფულით ვერ იყიდი სიყვარული შეიძლება მხოლოდ შექმნა

»სიყვარულს ფულით ვერ იყიდი სიყვარული შეიძლება მხოლოდ შექმნა.» უორენ ბაფეტი სიყვარული ეს არის ენერგია, ენერგია რომელსაც ჩვენ გულუხვად გადავცემთ გულიდან გულში.


ბოლოს როდის გაგიხარდა?

წითელ ხალიჩას ჩავშტერებოდი, როდესაც ზურგს უკან ჩემი მეგობრის შეკითხვა მომესმა: ბოლოს როდის გაგიხარდა? ფიქრიდან გამოვერკვიე და სახეზე დავაკვირდი, რატომ იცი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<