„რაც და ვინც გწამლავთ — გისურვებთ მიჯაჭვულობის დაძლევით გადაგეგდოთ “… | Jolo.ge


„რაც და ვინც გწამლავთ — გისურვებთ მიჯაჭვულობის დაძლევით გადაგეგდოთ “…

„რაც და ვინც გწამლავთ — გისურვებთ მიჯაჭვულობის დაძლევით გადაგეგდოთ “…

…დღეს, ამ მაისის პირველში, მაშინ როცა ვიღაცა სოლიდარობას გამოხატავს, ვიღაც ბავშვობის დროინდელ აღლუმებს იხსენებს…..
ადამინთა დიდი ნაწილი ფიქრობს, თუ როგორ უნდა ისიამოვნონ ცხოვრებით თამბაქოს მოწევის შეზღუდვით და ვერ პოულობს ამ კითხვაზე პასუხს….

ჩემი გულწრფელი სოლიდარობა თქვენ — მწეველთა საზოგადოებავ….
და აქვე არ შემილია თავს არ მივულოცო რესტორნიდან გამოსულს, ისევ იმ სუნამოს სურნელი რომ მექნება, რაც რესტორანში შესვლისას მქონდა 🙂 , თუმცა…

ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ სერიოზული სტაჟიანი მწეველი გახლდით…. თანაც იმდენად მიზანდასახული, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას (იქ სადაც სასტუმროს ნომერში სიგარეტის კვამლზე ჯერ სიგნალიზაცია ირთვება და მერე წყალი გესხმება თავზე) სასტუმროს ნომრის საპირფარეშოში უნიტაზზე ვიდექი და შიგ ვინტილაციის მილში ვაბოლებდი 🙂

რაღაცნაირად მომწონდა ეს მოწევის პროცესიც და ჩემი წარმოსახვითი ვიზუალიც სიგარეტით ხელში….

მეტსაც გეტყვით — ასე მეგონა, რომ ქალებს, რომლებიც არ ეწეოდნენ, რაღაც შარმი აკლდათ თითქოს:))))

ერთ მშვენიერ დღესაც მეგობრის წვეულებაზე კარგად რომ გავერთეთ და ცეკვაზეც გადავედით, ვიგრძენი, რომ გული ისე ამომივარდა, თითქოს კილომეტრები მერბინოს…. ქოშინი დავიწყე….და პირველად დავფიქრდი იმაზე, რომ მე თავი მომწონს, ვიპრანჭები და ამავდროულად ავადმყოფივით ვქოშინებ….

ნაბიჯი მეორე — ეს იყო გაცნობიერება იმისა, რომ დღეს ყველა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებებში წვანან ადამიანები, რომლებიც ვერ სუნთქავენ და მათ სუნთქვას ხელოვნური სინთქვის აპატარი უზრუნველყოფს…. და ისინი ალბათ ყველაფერს გაიღებდნენ იმისათვის, რომ ესუნთქათ….. და რომ ჩვენ, დღეში 20 — ჯერ მაინც დოზირებულად ვწამლავთ საკუთარ ფილტვებს და ბრონხებს….

ნაბიჯი მესამე — პეკინის გამზირი. დეკემბერი.წვიმა. საცობი. აივანზე ვიდექი და ვეწეოდი….უეცრად ეს მთელი თბილისის მანქანების გამონაბოლქვი გადარეული ნესტში და სიგარეტის კვამლში როგორ ჩადიოდა ჩემში, დავინახე და ვიგრძენი.

ჩავაქრე და არც ერთხელ აღარ მომდომებია 

რაც და ვინც გწამლავთ — გისურვებთ მიჯაჭულობის დაძლევით გადაგეგდოთ და 100 წლის შემდეგ «მემორიში» ამ პოსტს რომ ამომიგდებს და გავაზიარებ, თქვენი ჯანსაღი ლაიქი მინდა ვიხილო 🙂

სიყვარულით — ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(112)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„რომელი საუკუნეა, რატომ ვერ ვვითარდებით, ვინ დაგვწყევლა ასე საშვილიშვილოდ“

იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელთანაც დიდი ხნს წინ გადავიკვეთე, სადღაც 6 წლის წინ… ძალიან საყვარელი იყო,


ბერა: მეგობრებო გადავრჩი, ცოცხალი ვარ…

ბერა ივანიშვილი ბათუმის შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს წელს აქტიურად ესწრებოდა და ფოტოებსაც იღებდა მონაწილე სტუმრებთან. ერთ-ერთი ფოტო მომღერალმა რეპერ ბასტა


„ სულ ერთია რა ხდება გარეთ. რადგან “ …

მე მჯერა იდეალური ოჯახის. სადაც, ორ ადამიანს უყვართ ერთმანეთი. სადაც სუფევს სიმშვიდე, სრული ურთიერთგაგება და ჰარმონია. მე მჯერა ოჯახის: სადაც


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*