რაც არ უნდა ხდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და გაიღვიძოთ | Jolo.ge


რაც არ უნდა ხდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და გაიღვიძოთ

რაც არ უნდა ხდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და გაიღვიძოთ

ვორქაჰოლიკებისთვის და ღამურებისთვის არც ისე კარგი ამბავი გვაქვს. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერის, მეთიუ უოლქერის, წიგნის თანახმად, უძილობა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უარყოფითად მოქმედებს.

მეთიუ ძილის მეცნიერია. მისი თქმით, როდესაც უცნობები პროფესიას ეკითხებიან, იტყუება და ამბობს, რომ დელფინების მომვლელია, რადგან მათთვის ეს უფრო გასაგებია.

Why We Sleep [რატომ გვძინავს] — ასე ჰქვია მეთიუს ახალ წიგნს, რომელიც 3 ოქტომბერს გამოვიდა. გარდიანთან ინტერვიუში უოლქერი იმ გავლენებზე საუბრობს, რომლებიც უძილობას ადამიანის სხეულზე აქვს.

მისი ახალი კვლევის თანახმად, უძილობა იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას, კიბოს, დიაბეტს, მიჯაჭვულობას, კონცენტრაციის დაკარგვას, მეხსიერების და იმუნური სისტემის დასუსტებას. ძილის სიმცირემ, შესაძლოა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობაც შეამციროს.

«ადამიანები ხანდახან ერთმანეთს ეუბნებიან, ‘ძილი მერეც გეყოფა, როცა მოკვდები’, ეს კი ძალიან არასერიოზული რჩევაა».

მეთიუ უოლქერი

«ყველა სასიკვდილო დაავადება იმ ერებში განვითარდა, რომლებშიც ძილის სიმცირის სტატისტიკურად მაღალი მაჩვენებელი იყო. ადამიანები ხანდახან ერთმანეთს ეუბნებიან, ‘ძილი მერეც გეყოფა, როცა მოკვდები’, ეს კი ძალიან არასერიოზული რჩევაა».

ძილის ეროვნული ფონდის რეკომენდაციით, ზრდასრულ ადამიანებს დღეში საშუალოდ 8 საათი უნდა ეძინოთ, თუმცა უოლქერის თქმით, ადამიანების უმრავლესობა ამ დროს ამცირებს:

«ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ ადამიანები ართმევენ საკუთარ თავებს ძილის საშუალებას. ხშირად ისინი ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ».

უოლქერი თავის ახალ წიგნში ძილის აუცილებლობას განიხილავს და მკითხველს იმ სტრატეგიებს სთავაზობს, რომელიც მათ დროის გადანაწილებაში და 8 საათიანი ძილის მიღწევაში დაეხმარება. მისი თქმით, უძილობით ადამიანის ორგანიზმის ყველა ნაწილი ზარალდება.

უოლქერი ამტკიცებს, რომ უძილობა ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითად მოქმედებს:

«დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა წელიწადში 30 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზარალდება».

იმ ერთ ღამეში, რომელშიც 4-დან 5 საათამდე გეძინებათ, სიმსივნის უჯრედებთან მებრძოლი სხეულის უჯრედების პროდუქტიულობა 70%-მდე დაეცემა. თავისი კვლევის შედეგების კიდევ უფრო განსამტკიცებლად, უოლქერი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის იმ განცხადებას იშველიებს, რომლითაც WHO-მ ღამის ცვლაში მუშაობა კანცეროგენების გააქტიურებასთან დააკავშირა.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის — ძილის სიმცირის შედეგად, სხეული ინსულინზე ნაკლებად რეაგირებს, რისი წყალობითაც ადამიანი წონაში იმატებს. ჩნდება მომწამვლელი პროტეინები, რომლებიც ალცჰაიმერის წარმატებულად განვითარებას უწყობენ ხელს.

«‘რაც არ უნდა ხდებოდეს, ეცადეთ, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ და გაიღვიძოთ’ — ამას ვურჩევდი მსოფლიოს, თუ ის ჩემგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვდა. ძილს ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ, როგორც სამსახურში ან სავარჯიშო დარბაზში დროულ სიარულს», ამბობს უოლქერი და დასძენს, რომ ძილის წამლები გამოსავალი არ არის, რადგან ისინი მეხსიერებას აქვეითებენ.

ამ ყველაფრის შემდეგ, უოლქერს ჩვენთვის კარგი ამბავიც აქვს. მას სჯერა, რომ ძილის რეჟიმის დარღვევიდან დიდი ხნის შემდეგაც კი, ადამიანებს მის აღდგენასა და მოწესრიგებაში ტექნოლოგიები დაეხმარებიან.

«მომავალში ჩვენ დავიწყებთ იმ მეთოდების გამოგონებას, რომლებიც ძილის სხვადასხვა კომპონენტებს გააძლიერებენ და ის საბოლოოდ პრევენციული მედიცინის სახეს მიიღებს» — ამბობს ძილის მეცნიერი.

წყარო: on.ge

ნანახია:(101)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის პირველობის გამარჯვებულია

გილოცავთ! საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის პირველობის გამარჯვებულია. დღეს რუმინეთს 25:12 მოუგო და ერთდროულად 2 თასი აღმართა. ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ხუთივე


„რომ არ დავივიწყოთ რანი ვართ“ — ქართული გარემო ბრიუსელში

ემიგრანტ პოეტ ქალბატონს, სოფო ფოცხვერაშვილს „ჟოლოს“ მკითხველი უკვე კარგად იცნობს; ინტერნეტ-ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებიდან გამომდინარე, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ შვეიცარიაში მცხოვრები


«მე იმ უკლუბო, უშარდენო თბილისში უფრო ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ვიდრე ჩემი შვილი მობილურ, აიპად -აიფონიან ქვეყანაში»…

«90-იან წლებში ისე უჭირდათ, შარვალზე დასაკერებელი ნაჭერი და ძაფი არ ჰქონდათ და იმ ადგილს ფეხზე შავად იფერადებდნენ. ასეთ თემებს გვიყვებოდნენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<