„რაც არ იყოფა ეს ჩემი გულია“- ქართველი ასტროლოგის ემოციური წერილი ქალიშვილს | Jolo.ge


„რაც არ იყოფა ეს ჩემი გულია“- ქართველი ასტროლოგის ემოციური წერილი ქალიშვილს

„რაც არ იყოფა ეს ჩემი გულია“- ქართველი ასტროლოგის ემოციური წერილი ქალიშვილს

ცნობილი ასტროლოგის, რამაზ გიგაურის წერილი ქალიშვილს:

წერილი მარიამს

ჩემო საყვარელო გოგონა! უცბად გადავწყვიტე შენთვის წერილი მომეწერა.
მომეწერა ახლა, ამ შუაღამეს, როდესაც შენ და შენს უმცროს ძმასაც თქვენს ორსართულიან საწოლში ტკბილად გძინავთ.

მინდა წერილი მოგწერო შენ – ჩემო საყვარელო გოგონა!
შენ და არა შენს ძმას. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ჩემი პირველი შვილი ხარ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოში ბევრი მამაკაცი გოგონას შვილად არ მიიჩნევს. თუ რომელიმე ასეთ ადამიანს ეყოლებოდა ერთი გოგონა და ერთი ვაჟი, ისე როგორც მე, ის იტყოდა: „ერთი გოგო მყავს და ერთიც შვილი“.

მე ყოველთვის მაძრწუნებდა ასეთი ფსევდო-ღირებულებები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას ვებრძოდი და ვებრძვი ახლაც. თუ რამე მაქვს, ყველაფერი შუაზე იყოფა და შენ და შენს ძმას თანაბრად გეკუთვნით. რაც არ იყოფა ეს ჩემი გულია, რომელიც ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე დედაშენს მივეცი და მისი იქნება ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე.

გამოგიტყდები, ცხოვრებაში არც თუ ხშირად ვტირივარ. ბავშვობაშიც კი უცნაური გაკერპება ვიცოდი და როდესაც მსჯიდნენ, ცრემლსაც კი არ გადმოვაგდებდი. შენ როცა გაჩნდი, ვიდექი სამშობიარო საავადმყოფოს მისაღებში და ვტიროდი. მე იმ წუთას მზად ვიყავი მომკვდარიყავი კიდეც, რადგან მეღირსა გავმხდარიყავი მამა.

იმ წუთიდან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ახალი ადამიანი – პატარა, უსუსური არსება, რომელმაც ჩემში ბევრი რამ შეცვალა. შენმა დაბადებამ შეცვალა არა მხოლოდ ჩემი ხასიათი და ჩემი მოქმედებები, არამედ ჩემი ფიქრებიც კი. წარმოგიდგენია?

ეს იმიტომ ჩემო გოგონა, რომ ჩვენი ფიქრები მატერიალურია და ჩვენი ფიქრები მომავალში ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. სწორედ ამიტომ, ჩემი ფიქრები გახდა უფრო მეტად ნათელი და პოზიტიური, რადგან უცებ შემეშინდა, რომ ჩემს ფიქრებს შენთვის რაიმე ზიანი არ მოეყენებინა.

მე თითქმის უმამოდ გავიზარდე. მამაჩემი წელიწადში ერთ თვეს თუ ატარებდა ჩვენთან. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს არ გყავდეს მამა. ეს ერთ მოჭრილ ხელს უდრის. ეს ყველაფერი გარტყმული სილასავით მახსოვს, ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო. ამიტომ გეუბნები ხოლმე – „მე მხოლოდ მამაშენი არ ვარ, მე შენი მეგობარიც ვარ!“ მაგრამ მომიტევე, თუ ზოგჯერ არც თუ კარგი მეგობარი ვარ.

მშობლები ბევრჯერ ვცოდავთ და ვცდილობთ შვილები ნებით თუ უნებლიედ დავიმსგავსოთ. გვინდა ჩვენმა შვილებმა წარმატებას მიაღწიონ. თითქოს ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და სწორად აქ ვუშვებთ დიდ შეცდომას, რადგან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი, მაგრამ უკვე დამსხვრეული ოცნებები აისრულონ. ამ დროს სულაც არ გვაინტერესებს, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ოცნებები აქვთ – ხელუხლებელი და გაუბზარელი ოცნებები.

იბრძოლე მარიამ – იბრძოლე შენი ოცნებების ასრულებისთვის, მაგრამ, მანამდე ისწავლე შენი ოცნებების მკაფიო მიზნებად გარდაქმნა და შრომა, რადგან შრომის გარეშე ოცნებები არ სრულდება.

 

 

ნანახია:(83)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მას ჩვენი თანადგომა სჭირდება — ემოციური ინტერვიუ თვეების წინ და დღეს სტატუსი ფბ-ზე

ეს არის გოგონა, რომლის შესახებაც „ჟოლო“ რამდენიმე თვის წინ წერდა. ეტლით მოსარგებლე სპორტსმენი გოგონას ამაღელვებელ ინტერვიუს, მაშინ, ძალიან ბევრი გამოხმაურება და


„მთელმა ქვეყანამ, ერმაც და ბერმაც თქვენგან უნდა ვისწავლოთ ქვეყნის სიყვარული“…

„ჩვენ გადარჩენა ნამდვილად გვიწერია, იმიტომ რომ თქვენ — ასეთი შინაგანად სუფთები და ძლიერები ხართ“ — წერს მწერალი და ასტროლოგი რამაზ


„ყველანი მხოლოდ ერთ როლს ვირგებთ — მედროვეობას“

„ქვეყანა იმ თეატრს დაემსგავსა, სადაც უნიჭობა დღითი-დღე იკიდებს ფეხს, სადაც ნამდვილი სპექტაკლები აქტუალურობასაა მოკლებული. ყველანი მხოლოდ ერთ როლს ვირგებთ -მედროვეობას. ფარისევლურად


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*