fbpx

„რაც არ გინდათ, რომ მოხდეს – მასზე ნუ იფიქრებთ, საერთოდ“ – რამაზ გიგაური

ავტორი ჟოლო
1,762 ნახვა

„რაც არ გინდათ, რომ მოხდეს – მასზე ნუ იფიქრებთ საერთოდ.
რადგან ფიქრი და მასზე კონცენტრაცია ზრდის იმის ალბათობას, რომ ის რეალიზდეს.
მარილის დაბნევისას მართლა ჩხუბობენ და იმიტომ კი არა, რომ მარილის დაბნევა იწვევს ჩხუბს, არამედ იმიტომ, რომ ასე სწამს და სჯერა მარილის დამაბნეველს.

P.S. შესაბამისად, იფიქრეთ იმაზე, რაც გინდათ რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდეს.
P.P.S. რაც შეეხება მარილს. მის დაბნევაზე მაშინ ჩხუბობდნენ, როცა ის აღზევანიდან ჩამოჰქონდათ და მას ოქროს ფასი ჰქონდა. გამოთქმა „მარილზე გასვლაც“ ამ პერიოდს უკავშირდება, რადგან აღზევანში წასულებს ხშირად ყაჩაღები კლავდნენ“.

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment