რა ხდება როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება

by admin | 12 сентября, 2017 19:02

როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ცხოვრების  მოტივაცია და  სტიმული გახდება,  .ი ცხოვრების ეს ეტაპი უკვე საინტერესოდ შედგა! და მართლაც…

ცხოვრების გზაზე სვლის დროს,  ჩნდებიან ადამიანები რომლებიც ცვლიან ჩვენს ცხოვრებას და ადრინდებულად უკვე აღარაფერია. რა მნიშვნელობა აქვს ვინ არინ, საიდან მოვიდნენ და რა ადგილი უკავიათ ჩვენს ახალ ცხოვრებაში. უბრალოდ, მათ შემდეგ ჩნდება ახალი გზები, იცვლება ჩვენი ხედვა, გვიჩნდება ახალი მიზნები და განსაკუთრებით ვიწყებთ ბევრ ოცნებას.

მათთან ურთიერთობა საინტერესო იმითაა, რომ ეს ურთიერთობა საკუთარი თავის შეცნობაში და ჩვენში არსებული საუკეთესო თვისებების გამოვლენაში გვეხმარება. ისინი გვეხმარებიან ვიყოთ გულწრფელები, პოზიტიურები და ბედნიერები.  შეიძლება ბოლომდე  ვერც კი ვაცნოებიერებდეთ  რისთვის, რა დანიშნულებით გამოჩნდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაში მაგრამ ზუსტად ვგრძნობთ იმას, რომ ისინი ჩვენი ცხოვრების კონკრეტულ მომენტში ძვირფასი საჩუქრები არიან… გვაბედნიერებენ, რაღაც აუცილებელ გაკვეთილს გვასწავლიან, გამოცდილებად გვრჩება მათთან ურთიერთობა და ჩვენი ცხოვრების პოზიტიური სტიმული ხდებიან…

გადის  თვეები და წლები მაგრამ ეს ადამიანები ჩვენ მიმართ არ იცვლებიან, არასად უჩინარდებიან და ჩვენც არ გვინდა მათი დაკარგვა. ჩვენ მოგვწონს ის, რასაც ერთად ვქმნით, მოგვწონს ერთად სიარული დიდი მიზნებისკენ, მოგვწონს რომ ვენდობით ერთმანეთს და ეს ორივეს გვაძლევს საშუალებას დავრჩეთ თავისუფლები, მოგვწონს როცა ერთმანეთს ვეხმარებით, ყოველდღე ვითარდებით და ვხდებით უკეთესები ვიდრე გუშინ. გვიყვარს და ვამაყობთ, როგორ საინტერესოდ დაიწყო ჩვენთვის ყველაფერი. მოგვწონს იდეა, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ყველაფერი რაც წინ გველოდება, ჩვენი უკეთესობისთვისაა.

უანგარო სიყვარული, მეგობრობა და ბევრი მადლიერება სხვა რა უნდა ვუთხრათ და გავცეთ ერთმანეთის მიმართ? მადლობა რომ არსებობ, მადლობა რომ ერთმანეთი ვიპოვეთ, მადლობა რომ გვაძლევენ სტიმულს და მოტივაციას, რომ ვიყოთ უკეთესები, უფრო კეთილები, გვჯეროდეს ერთმანეთის, გვიყვარდეს მცირე დეტალებში და გვიხაროდეს ერთად გატარებული ყოველი დღე.

 

ბედნიერებას და ლამაზ სიყვარულს გისურვებთ

მარიამ შარიქაძე[1]

ნანახია:(974)-ჯერ


Endnotes:
  1. მარიამ შარიქაძე: https://mariamsharikadze.wordpress.com/

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ra-xdeba-rodesac-shegxvdeba-adamiani-romelic/