რა უნდა ვიცოდეთ გრეიფრუტის შესახებ | Jolo.ge


რა უნდა ვიცოდეთ გრეიფრუტის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ გრეიფრუტის შესახებ

მოვიდა შემოდგომა და მოიტანა ციტრუსები, რომლებიც ზაფხულის პერიოდში მივიწყებას იყო მიცემული. ყველაზე ინტენსიურად საქართველოში ლიმონს და ფორთოხალს მოვიხმართ, გრეიფრუტი კი მაინც შედარებით “ეგზოტიკურ” ციტრუსადაა მიჩნეული და მას მინიმალურად მოვიხმართ. ალბათ, იმიტომ, რომ ბევრმა არც იცის იმ სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც გრეიფრუტს სხვა ციტრუსებისგან და ზოგადად ხილის კატეგორიაში გამოარჩევს:

1. გრეიფრუტი 92%-ით წყლისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხილს შორის. ვინაიდან წყალი არის ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად ჩვენი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მიღებული სითხის 20% საკვებ პროდუქტებზე მოდის, ამდენად გრეიფურტის საკვებ რაციონში ჩართვის, ყოველდღიური წყლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდით.

2. რიგი კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ნახევარ გრეიფრუტს მიირთევენ ცოცხლად ან ახლადგამოწურული წვენის სახით, უფრო მარტივად იკლებენ წონაში. ნახევარ გრეიფრუტში საშუალოდ 39 კილოკალორიაა, ეს ცნობისთვის.

3. თეთრი ფენა, რომელიც გრეიფრუტის კანსა და რბილობს შორისაა მოთავსებული და რომელსაც, როგორც წესი, კანთან ერთად სანაგვე ყუთში გადავუძახებთ ხოლმე, ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მკვებავი ნივთიერებებით, ხსნადი უჯრედისით, მეტად გვანაყრებს და დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეაქციებზე. ასე, რომ მომწარო გემოს მიუხედავად, დიეტოლოგები მაინც გვირჩევენ ამ თეთრი ნაწილის მირთმევასაც.

Slice of fresh grapefruit falling into water

4. გრეიფრუტს შეუძლია 15.5%-ით დაბლა დასწიოს ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ამტიცებენ ამერიკელი ექიმები გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.

5. მოწითალო გრეიფრუტი გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლისფერი. ანტიოქსიდანტი ბეტაკაროტინი განსაზღვრავს ამ წითელ ფერს, ხოლო ლიკოპენი კი გულის დაავადებების და გარკვეული სახის სიმსივნეების განვითარების რისკს ამცირებს.

6. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გრეიფრუტის ცოცხლად, ხილის სახით მირთმევა, ვიდრე წვენის სახით.

7. გრეიფრუტის შენახვა ოთახის ტემპერატურაზეა რეკომენდებული.

 

ანიკა

წყარო: BEAUTY AND SPORT

ნანახია:(175)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
გრეიფრუტი

Related Articles

თვითმფრინავი, რომლითაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები დაფრინავენ (ვიდეო)

მდიდრებისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ცაში კომფორტის მოწყობაც. ბევრმა იცის, რომ გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ავიაკომპანია თავის მგზავრებს VIP მომსახურებას სთავაზობს,


მელოდია, რომელიც დამშვიდებაში დაგეხმარებათ…

ყველას შეიძლება ჰქონდეს ცუდი დღე, ან უბრალოდ გაიღვიძოს ცუდ ხასიათზე. რასაკვირველია, ამას უნდა ვებრძოლოთ, რათა განწყობაზე არ აისახოს. ზოგს აქვს


სიყვარულის ენერგია – ვილჰელმ რეიხის ექსპერიმენტი

«ის ვინც ექსპერიმენტებს ატარებს სიყვარულის მისტერიებთან ეხება არა ანარეკლს, არამედ თავად ჭეშმარიტებას» მას შემდეგ რაც პლატონმა სოკრატეს ეს სიტყვები დაწერა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*