რა უნდა შეცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგიძღვნათ“?

by admin | Январь 27, 2017 22:15

როგორ დავეუფლოთ მამაკაცთან ურთიერთობის ხელოვნებას ? რა უნდა შევცვალოთ, რომ მამაკაცმა „ცხოვრება მოგვიძღვნას?“ 

ამასთან დაკავშირებით, სასარგებლო რჩევებს, ფსიქოლოგ ხათუნა მუზაშვილისგან მოისმენთ. 

 

ოთხი სიმაღლე გაქვთ დასაპყრობი:


ემოციურენერგეტიკული; 

რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი ცხიმი არ უნდა გქონდეთ სხეულზე — ცხიმი დაბალი ენერგეტიკის მაჩვენებელია… უნდა მოახერხოთ იყოთ ძირითადად მხიარულ და აღფრთოვანებით სავსე განწყობაზე… ტირილიც უნდა შეგეძლოთ, ოღონდ იშვიათად…

მჟავე სახე, ჩამოშვებული ცხვირი, კვირაობით დაბოღმვადაივიწყეთ!

 

ინტელექტუალურფსიქოლოგიური; 

პირველ რიგში ნდობა. ეჭვიანობაზე დიდ შეურაცხყოფას საკუთარ თავს ვერც მიაყენებთ…
უნარი ნებისმიერ თემაზე საუბრის, დაძაბული სიტუაციების მართვა და გათვლილი შედეგის მიღება…
არავითარი წივილ-კივილი, ფეხის ბაკუნი, უხეშობა და ა.შ.
მდგრადი ფსიქიკა, იუმორის გრძნობა, თავდაჭერა და ინტელექტი, რომელსაც სისტემატიურად უნდა შევსება….

 

ვიზუალურჯანმრთელობითი;

 
უკვე დიდი ხანია ვიცით და სიახლე არავისთვის არ არის, რომ დაავადებები ჩნდებიან „ტვინში“.

ანუ ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ თქვენი ფიქრები ნათელია, განზრახვები — კეთილშობილი, გრძნობები — წრფელი, მიზნები — დიადი….

პოხონდრიის გარეშე — ანუ ყოველ პატარა სურდოზე თუ ნაკაწრზე, არ არის აუცილებელი ქვეყანა შეძრათ და მითუმეტეს გაჭირვებული სახით ლოგინში გაიშოტოთ…
ლოგინში ყოფნა მხოლოდ კმაყოფილი სახით შეიძლება
ვიზუალურად — მოვლილი, მოქნილი, გამოპრანჭული, საშინაო ტანისამომსის არ მქონე.

 

სულიერი;

 
რაც უამრავ რამეს ნიშნავს, მაგრამ …..ორი სიტყვით…  დაივიწყეთ სამაგიეროს გადახდა, ჯიბრზე გაკეთება, მისი მშობლების უპატივცემულობა, მისი (მამაკაცის) გამოყენება პირადი მიზნებისათის —  ეგ ყოველივე როგორც მინიმუმ თქვენს ულამაზეს თავში არ უნდა არსებობდეს…

ხათუნა მუზაშვილი

 

 

ნანახია:(5092)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/ra-unda-shevcvalot-rm-mamakaovreba-mogidzgvnat/