რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიზნის მიღწევამ პრობლემები არ შეგვიქმნას? | Jolo.ge


რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიზნის მიღწევამ პრობლემები არ შეგვიქმნას?

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მიზნის მიღწევამ პრობლემები არ შეგვიქმნას?

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელთაც დასახული აქვთ მიზანი, იციან რა უნდა და როგორ მიაღწიოს მას. ესენი ჩვეულებრივ არიანი ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გარკვეულ მოქმედებებს აკეთებენ და ადრე თუ გვიან აღწევენ კიდეც სასურველს. თუმცა, ყველაფერი ამით არ მთავრდება, არამედ პირიქით, ყველაფერი ‘’საინტერესო’’ სწორედ აქ იწყება.

არის შემთხვევები, როდესაც მიზნების მიღწევის შემდეგ  სულაც არ განვიცდით იმ ბედნიერებას, რასაც მთელი ეს დრო ველოდით. არამედ პირიქით, ზოგიერთი მიზნის მიღწევის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში პრობლემები, ტკივილი და ბევრი გაუგებრობა ჩნდება. რატომ ხდება ეს? არადა ჩვენ ხომ ყველაფერი პირიქით წარმოგვედგინა? ჩვენ ხომ ბევრი ვიშრომეთ და ვიწვალეთ მიზნის მისაღწევად? სწორედ ეს არის მთავრი შეკითხვები, რომელებიც პასუხებს თქვენგან  ელოდება.

ჩემი აზრით, მთავრი მიზეზი იმისა, რომ მიზნის მიღწევას არ მოაქვს შინაგანი ბედნიერება და საკუთარი თავის კმაყოფილება მიღწეული გამარჯვების გამო, არის  არასწორად დასახული მიზნები, რასაც საბოლოოდ არასასურველ შედეგებედე მივყავართ.

რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს, ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანებს ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი მიზნების მიღწევა და ოცნებების რეალობად ქცევა. ზოგჯერ ეს არის მთავარი პრობლემა. საკვანძოდ მნიშვნელოვანი აქ იმის გარკვევეაა: თუ იმსახურებს ეს მიზანი ჩვენს ყურადღებას? ვიქნებით ბედნიერი ამ მიზნის მიღწევის შემდეგ? რას ცვლის ამ მიზნის მიღწევა ჩვენს  პირად და  კარიერულ სფეროში? რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ მიზნის მიღწევამ ჩვენს ოჯახის წევრებსა და უახლოეს მეგობრებზე ?

რა თქმა უნდა, წინასწარ ყველაფრის გაზომვა და გაგება რთულია, თუმცა ეს შეკითხვები დაგეხმარებათ ესაუბროთ თქვენს ქვეცნობიერს და გამოარკვიოთ, რა გსურთ ნამდვილად. იქნებით ბედნიერი ამ მიზნის მიღწევის შემდეგ? არის ეს მიზანი იმდენად ღირებული, რომ მასზე დახარჯოთ მთელი თქვენი ფიზიკური, გონებრივი, ფინანსური და დროითი რესურსები? რა იქნება ამ მიზნის მიღწევის შემდეგ თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში? იქნებით  მართალი თქვენი სინდისის და პატიოსნების წინაშე? ყოველთვის ესაუბრეთ თქვენს ქვეცნობიერს, რადგან მან საიდანღაც იცის რა გსურთ და რა გაგაბედნიერებთ ნამდვილად.

გახსოვდეთ, რომ ოცნებები და მიზნები ყოველთვის შეგვიძლია ვაქციოთ რეალობად, ამიტომ ჩვენთვისვე სჯობს გააზრებულად  დავსახოთ ისეთი რამ, რისთვისაც მართლაც გვიღირს შრომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასაწრად არჩეული მიზანი, არასწორ ადგილას მიგიყვანთ, რაც ცხოვრებაში უამრავ პრობლემას და არასასურველ შედეგებს მოგიტანთ. სწორად დასახული მიზნებით კი მუდამ შთაგონებული და თვითმოტივირებული ადამიანი იქნებით.

გისურვებთ წარმატებებს!

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(274)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მოვუსმინოთ ცხოვრების მუსიკას“…

მასწავლებელს და მოსწავლეს გზად ერთი სოფლის გავლა მოუწიათ, სადაც დღესასწაულს ზეიმობდნენ. როდესაც ისინი  მთავარ მოედანს მიუახლოვდნენ, დასარტყამი ინსტრუმენტების და ხალხის შეძახილი


ფიქრი ენერგიაა, ამიტომ ნუ მისცემთ მათ თქვენ მტრებს

თუ ჩვენ მთელი ცხოვრება ვფიქრობთ ჩვენს მტრებზე, მაშინ მათ მიაღწიეს თავის მიზანს. ფიქრია — ენერგიაა, თქვენი ენერგია, ამიტომ ის თქვენს


„302 უარიიი — სამას ორი უარიიიი!!! — და თქვენ ??? “

როცა წარმატებულ, რეალიზებულ ადამიანებს უყურებთ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა დგას მათი გრანდიოზული განხორციელებული პროექტების უკან, რომელსაც ზარმაცი ადამიანები «გამართლებას»ეძახიან…


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<