„რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ | Jolo.ge


„რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

„რა კანონებით ცხოვრობს სამყარო“ — ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

1. სიცარიელის კანონი.

თუ გინდათ ახალი ფეხსაცმელი, მოიცილეთ ძველი. თუ გინდათ ახალი ჩასაცმელი, გამოანთავისუფლეთ კარადა.

უნდა მოიცილოთ ძველი სტერეოტიპები.

2. ცირკულაციის კანონი.

იყავით მზად გაუშვათ „რაღაცა“ რასაც ფლობთ, რომ მიიღოთ ის, რაც გინდათ.

3. წარმოსახვის კანონი.

საწყის ეტაპზე, უნდა წარმოიდგინოთ თქვენი სასურველი, გონებაში. დაწერეთ – ჩემი ბედნიერი ცხოვრება და არ აჩვენოთ არავის, გარდა ქოუჩისა:) ან ვისაც სრულად ენდობით. შეინახეთ, ხელმისაწვდომ ადგილას, რომ თავისუფალ დროს შეძლოთ გადაკითხვა.

4. შემოქმედების კანონი.

ადამიანს შეუძლია მიაღწიოს სასურველ ცხოვრებას ენერგიების წყალობით – აზრები, ინტუიცია და
წარმოსახვა… გამოიყენეთ და ჩართეთ მისი ძალა თქვენს ყოველდღიურობაში.

5. გაცემა და მიღების კანონი.

თუ გასცემთ რამეს, ის გიბრუნდებათ გაათმაგებულად. როდესაც ფლობთ კეთილდღეობას, მნიშვნელოვანია გაუზიაროთ ის გარშემო ადამიანებს. თუ კი თქვენ გაქვთ ნიჭი და არ იყენებთ, მაშინ  შეურაცხყოფთ თქვენში ღვთიურს. იმისათვის, რომ პატივისცემით მოექცეთ თქვენს უნარებს, უნდა ხარობდეთ ნიჭით და აუცილებლად გაუზიაროთ ის სხვებს. ამის კეთებით ცხოვრებაში მოიზიდავთ უფრო მეტ სიკეთეს.

6. მეათედის კანონი.

სამყარო ყოველთვის აიღებს თავის კუთვნილ მეათედს. ეს არის მადლიერების კანონი, მხარდაჭერის წყარო – 10% იმ ყველაფრის რაც გაგაჩნიათ. თქვენ არასდროს არ იცით ეს მეათედი, რა სახით დაგიბრუნდებათ ცხოვრებაში. ფული ჩვეულებრივი მოვლენაა, ენერგიაა და მას შეუძლია მოვიდეს სხვა ენერგიის სახითაც. მაგალითად: ახალ ნაცნობობაში, ძველთან შერიგებაში, გამოჯანმრთელების სახით და ა.შ…

7. პატიების კანონი.

თუ თქვენ არ შეგიძლიათ აპატიოთ ადამიანებს, მაშინ არ შეგიძლიათ მიიღოთ  სიმდიდრე. თუ კი გული სავსე გაქვთ ღვარძლიათ და ბოღმით, სიყვარული ვერ იპოვის იქ გასაჩერებელ ადგილს. თქვენ უნდა მოიცილოთ ნეგატიური გრძნობები, რომლებიც გჭამენ შიგნიდან და არ გაძლევენ მოსვენებას.

ეს სია შედგენილია, ცნობილი ფსიქოლოგი რენდი გეიჯის მიერ.

თარგმნა თამარ კვარაცხელიამ

წყარო:https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(7048)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

»ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში» ერლომ ახვლედიანი

«ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად _ უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ


„დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება.“

დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება. იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს


„სიყვარულის ორმოცი წესი“ — ელიფ შაფაქი 

ციტატები „არასოდეს არის გვიან შენს თავს ჰკითხო: ვარ თუ არა მზად, შევცვალო ჩემი ცხოვრება? ვარ თუ არა მზად, შევიცვალო მე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*